1. ფილმ „არმაგედონს“ ნასაში ახალი თანამშრომლების დასატრენინგებლად იყენებენ. მათ უნდა იპოვონ რაც შეიძლება მეტი რეალობასთან შეუსაბამობა, რაც ფილმში, მინიმუმ, 168-აა.
2. „ტერმინატორის“ გადაღებებისას არნოლდ შვარცენეგერი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში შევიდა, საჭმელი შეუკვეთა და მხოლოდ მაშინ გაათვითცნობიერა, რომ სახიდან გრიმის მოშორება დაავიწყდა. მას ცალი თვალი არ ჰქონდა, ყბის ძვლები უჩანდა და სხეული დაშანთული ჰქონდა.
3. ფილმ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადამღები ჯგუფი ხშირად მიფრინავდა ვერტალიოტით დათოვლილ მთებზე. ბორომირის როლის შემსრულებელ შონ ბინს კი ძალიან ეშინოდა ფრენის. არადა ამ მთებზე გადაღებებს ვერსად გაექცეოდა და ამიტომაც ყოველდღე ფეხით მიუყვებოდა მთის ფერდობს თავისი გმირის ტანსაცმელში გამოწყობილი.
4. ტომ ჰენქსს „ფორესტ გამპში“ ერთჯერადად მოჭრილი თანხა არ გადაუხადეს. მას ფილმის გაყიდვებიდან გარკვეული პროცენტი უნდა მიეღო. საბოლოო ჯამში, ჰენქსმა 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა!
5. „მებრძოლთა კლუბის“ გადაღებებზე ედვარდ ნორტონმა და ბრედ პიტმა საპნის გაკეთება მართლაც ისწავლეს!
6. ფილმ „დალასის შემსყიდველთა კლუბს“ იმდენად მწირი ბიუჯეტი ჰქონდა, გრიმისთვის სულ 250 დოლარი იყო გამოყოფილი. თუმცა ფილმს მაინც ერგო ოსკარი ნომინაციაში „საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა“.
7. ფილმ „ნაპოლეონი დინამიტის“ მთავარი როლის შემსრულებელს, სულ რაღაც, 1000 დოლარი გადაუხადეს. კინოგაქირავებაში კი ფილმმა 40 მილიონი დოლარი მოაგროვა.
8. ოდრი ტოტუ ამელის როლში, ამავე სახელწოდების ფილმიდან, ვერაფრით ახერხებდა წყლის ზედაპირზე ქვების სროლას. ამ სცენისთვის სპეცეფექტები გამოიყენეს.
9. სცენები „ტიტანიკიდან“, რომლებიც 1912 წლის ამბებს გადმოსცემს (ტიტრებისა და იმ სცენების გამოკლებით, რომლებიც ჩვენს დროს ასახავს), 2 საათი და 40 წუთი გრძელდება. სწორედ ამ დროის განმავლობაში იძირებოდა ტიტანიკი. ასევე, ცნობილია, რომ აისბერგთან შეჯახება 37 წამს გაგრძელდა - ფილმშიც ეს დრო აქვს დათმობილი ამ სცენას.
10. ფილმ „გალაქტიკის მცველების“ დასრულების შემდეგ კრის პრატმა, მთავარი როლის შემსრულებელმა, თავისი გმირის კოსტიუმი მოიპარა, რათა ავადმყოფი ბავშვები მოენახულებინა და მათთვის საყვარელი პერსონაჟი ახლოდან ეჩვენებინა.
11. ფილმ „ნათლიაში“ არის ასეთი სცენა, სადაც ვიტო კორლეონე საავადმყოფოდან სახლში ბრუნდება და ის კიბეზე საკაცეთი აჰყავთ. მარლონ ბრანდომ გასამხიარულებლად სხეულის ქვეშ სიმძიმეები ჩაილაგა, რათა მსახიობებს მისი აწევა გასჭირვებოდათ.
12. ფილმ „მე ვარ ლეგენდის“ გადაღებებზე უილ სმიტი ისე მოიხიბლა თავისი ფუმფულა მეგობრით, რომ ძალიან უნდოდა მისი სახლში წაყვანა, მაგრამ ძაღლის პატრონი ვერაფრით დაითანხმა.
13. ყველა მსახიობი, ვინც კი ფილმში „ინტერვიუ ვამპირთან“ თამაშობდა, ვალდებული იყო, გრიმის გასაკეთებლად ნახევარი საათი ფეხებით დაკიდებულიყო. ამ დროს სისხლი თავში მიდიოდა და სახეზე სისხლძარღვები იკვეთებოდა. გაფართოებული სისხლძარღვების ფონზე გრიმიორები ახერხებდნენ ვამპირების გამჭვირვალე სახის შექმნას.