7 ფილმი ავანტიურისტებზე, რომლებმაც ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტეს

კინო

3 მაისი 18:00, 2019 წელი

ერთად ვნახოთ, ვინ როგორ შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება მაშინ, როცა თითქოს ყველა გზა მოჭრილია... 

„ფლინის ოქრო“
წელი: 2018
ქვეყანა: ავსტრალია
ჟანრი: სათავგადასავლო
რეჟისორი: რასელ მალკეი
როლებში: ტომას კოკერელი, კორი ლარჯი, უილიამ მოუსლი



ეროლ ფლინი, სანამ ჰოლივუდის კინოვარსკვლავი გახდებოდა უზარმაზარი ჰონორარით, უამრავი თაყვანისმცემლით, ახალ-ახალი ცოლებითა და ცხოვრების გართობის სტილით, ის იყო ოროსანი მოსწავლე, გადამზიდავი კომპანიის კლერკი, თამბაქოს პლანტაციის ზედამხედველი და, უბრალოდ, მოგზაური-ავანტიურისტი. მისი ცხოვრების სწორედ ამ ეტაპს ასახავს ეს ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც გადაღებულია მსახიობის შვილიშვილის მიერ დაწერილი წიგნის მიხედვით.


„საუკუნის რბოლა“
წელი: 2018
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯეიმს მარში
როლებში: კოლინ ფერტი, რეიჩელ ბუაისი, დევიდ ტიულისი



დონალდ კროუჰერსტი, უიღბლო ბიზნესმენი, ვა-ბანკზე მიდის და მსოფლიოს გარშემო რეგატაში ერთვება - პრიზი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. შეჯიბრის დაწყებიდან პირველივე დღეებში ირკვევა, რომ მის მიერ დაპროექტებულ ტრიმარანში წყალი შედის, მოწყობილობა მწყობრიდან გამოდის და მოძრაობის სიჩქარე საგრძნობლად ნელდება. სასოწარკვეთილი კროუჰერსტი მოიგონებს გეგმას... ფილმში მთავარ როლს კოლინ ფერტი ასრულებს.


„ოქრო“
წელი: 2016
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სტივენ გეიგანი
როლებში: მეთიუ მაკკონახი, ედგარ რამირესი, ბრაის დალას ჰოვარდი



ამ ფილმის სიუჟეტს საფუძვლად უდევს აფერა, რომელიც კომპანია Bre-X-მა 1993-1997 წლებში დაატრიალა, როცა უიღბლო კენი უესტი (მის როლს მეთიუ მაკკონახი განასახიერებს) გეოლოგ მაიკლ აკოსტონს შეუამხანაგდა და ინდონეზიის ჯუნგლებში ოქროს საძებნელად გაემგზავრა. მათ ბევრი იწვალეს, მაგრამ გრუნტის ნიმუშებმა საბოლოოდ აჩვენა, რომ მათ ფეხქვეშ ოქროს უმსხვილესი ძარღვი იყო და... იწყება ჯერ კიდევ მიწაში მყოფი განძის პოლიტიკოსებს, ბირჟის მაკლერებსა და უმსხვილეს კომპანიებს შორის განაწილება.


„ოპერაცია „არგო“
წელი: 2012
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ბენ აფლეკი
როლებში: ბენ აფლეკი, ბრაიან კრენსტონი, ალან არკინი



1979 წელი. ირანში სახელმწიფო გადატრიალებაა, ისლამისტები აშშ-ს საელჩოს იკავებენ და მისი თანამშრომლები მძევლებად აჰყავთ. 6 მათგანი ტყვეობას თავს დააღწევს და თავს აფარებს კანადის ელჩის სახლს შეაფარებს თავს, მაგრამ ისინი ქვეყნიდან გასვლას ვერ ახერხებენ. NBI-ს თანამშრომელი ტონი მენდესი, რომელსაც ბენ აფლეკი განასახიერებს, წარმოუდგენელ გეგმას შეიმუშავებს დევნილების ქვეყნიდან გასაყვანად: ამ გეგმაში მთავარ როლს ასრულებენ ჰოლივუდელი პროდიუსერები, ნამდვილი რეჟისორები, ოპერატორები და გადაღებებისთვის შესაფერისი ლოკაციის შემრჩევი თანამშრომლები. 


„ორიგინალი ვერმიერი“
წელი: 2016
ქვეყანა: ნიდერლანდები
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: რუდოლფ ვან დენ ბერგი
როლებში: ერუნ შპიცენბერგერი, ლიზ ფერინი, რეიმონდ ტირი



ეს არის მხატვარ ჰან ვან მეგერენის რეალური ისტორია, რომელიც თავისი კერპების - რემბრანდტისა და ვერმეერის სტილში ხატავს. მას შეუყვარდება ხელოვნებათმცოდნის ცოლი, რომელიც იგივე გრძნობით უპასუხებს, შეურაცხყოფილი ქმარი კი საშინლად გააკრიტიკებს მის შემოქმედებას და „მიმბაძველსა და საცოდავ კარიკატურისტს“ უწოდებს. ეს ფაქტი მერეგანს უბიძგებს, დახატოს სურათი და ვერმიერის უცნობ ტილოდ გაასაღოს. ყალბ ნახატს ორიგინალად მიიღებენ, მხატვარი კი გამდიდრდება და თავის „ნიშასაც“ იპოვის...


„მოლი - პოკერის დედოფალი“
წელი: 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: აარონ სორკინი
როლებში: ჯესიკა ჩესტეინი, იდრის ელბა, კევინ კოსტნერი



კრიმინალური დრამა მოლი ბლუმზე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ყველაფერი გაიღო სპორტისთვის, შემდეგ კი დიდი ფული იშოვა იატაკქვეშა პოკერ-კლუბით, სადაც ამერიკის უმდიდრესი ადამიანები თამაშობდნენ.


„ამერიკული კონტრაბანდა“
წელი: 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: დუგ ლიმანი
როლებში: ტომ კრუზი, დინალ გლისონი, სარა ლაიტი



ამერიკელი პილოტის ბარი სილის რეალური ისტორია, რომელიც ერთდროულად NBI-სთანაც თანამშრომლობდა და ცნობილ ნარკობარონ ესკობართანაც. მთავარ როლს ტომ კრუზი ასახიერებს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?