1. „სამეფო კარის თამაშები“, მერვე სეზონის მესამე სერია
ადამიანებისა და მკვდრების არმიას შორის მიმდინარე ბრძოლის ეპიზოდი ყველაზე ხანგრძლივი ბატალური სცენაა კინემატოგრაფის ისტორიაში. და უნდა ვაღიაროთ, ის მოსაწყენი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ცოტა მეტი სიბნელეა, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ მეტი რეალიზმისთვის გადაწყვიტეს, ნაკლებად გამოეყენებინათ ხელოვნური განათება. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებს სამ ლოკაციაზე იღებდნენ 55 დღის განმავლობაში, და აქ არ ითვლება შენობის შიგნით გადაღებები. მთლიანობაში ამ სცენებში 750 ადამიანი იყო დაკავებული.
2. „ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხესიმაგრე“
დღემდე ყველაზე გრძელ ბრძოლად პიტერ ჯექსონის 40-წუთიანი ბატალური სცენა მიიჩნეოდა, რომელსაც ის 4 თვის განმავლობაში იღებდა. ის მასალები, რაც ამ სცენაზე დაიხარჯა, თავისუფლად ეყოფოდა 20-საათიანი ფილმის გადაღებას.
3. „ბეჭდების მბრძანებელი: ხელმწიფის დაბრუნება“
ტრილოგიის უდიდესი ბრძოლა პელენორსკის მდელოზე გაიმართა. ეს არის მრავალფეროვანი არსებების უთვალავი არმიის არნახული ომი.
4. „300 სპარტელი: იმპერიის აღზევება“
ფილმი სახმელეთო ბრძოლებით იწყება, შემდეგ კი, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ორი საზღვაო შეტაკება და ცეცხლწაკიდებული ლურჯი ზღვა...
5. „ომი და მშვიდობა“
სერგეი ბონდარჩუკის ეს კინოშედევრი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი იყო. მისი სერია „1812 წელი“ მთლიანად ბოროდინოს ბრძოლას ეძღვნება.
6. „ტროა“
ძველ ბერძნებსა და ტროელებს შორის ეს სისხლისმსმელი ომი 20 წელი გრძელდებოდა და ის ტროელთა უფლისწულ პარისსა და ბერძენთა დედოფალ ელენას შორის გაჩენილი სიყვარულის გამო დაიწყო. „ტროას“ სცენარი „სამეფო კარის თამაშების“ შოურანერს დევიდ ბენიოფომს ეკუთვნის.
7. „მამაცი გული“
მელ გიბსონის ისტორიული ჟანრის ეს ფილმი შოტლანდიელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეძღვნება ინგლისელების წინააღმდეგ, და მის მთავარ გმირს - რაინდ უილიამ უოლესს, შოტლანდიელთა არმიის ერთ-ერთ მხედართმთავარს. 1995 წელს ფილმი „ოსკარის“ 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 5 მოიგო, მათ შორის იყო მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, ასევე, გრიმისთვის, რეჟისურისთვის, ოპერატორული ნამუშევრისთვის და ხმოვანი ეფექტებისთვის.
8. „ალექსანდრე“
ფილმი ყველა ეპოქისა და დროის უდიდეს მხედართმთავარ ალექსანდრე მაკედონელზეა, რომელმაც ლამის მთელი მსოფლიო დაიპყრო და უზარმაზარი იმპერია შექმნა. ფილმში საკმაოდ დაწვრილებითაა გადმოცემული გავგამელის ბრძოლა სპარსეთის მეფე დარიოს მესამესთან და ჰიდასპეს ბრძოლა ინდოეთის მეფესთან.