7 ფილმი სამყაროს უსასრულობაზე

კინო

15 მაისი 18:00

თუკი გიოცნებიათ კოსმოსში მოგზაურობაზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...

1. „მგზავრები“
Passengers, 2016
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: ფანტასტიკა
რეჟისორი: მორტინ ტილდუმი
მსახიობები: ჯენიფერ ლოურენსი, კრის პლატი, მაიკლ შინი



კოსმოსური ლაინერი უკიდეგანო სივრცეში ახალი და საოცარი სამყაროს საპოვნელად მიემართება. მის ბორტზე ახალი პლანეტის პირველ კოლონისტებს სძინავთ. ორი მათგანის „საწოლი“ მწყობრიდან გამოდის და მგზავრები იღვიძებენ. ისინი იძულებულნი არიან, ყოველგვარი იმედის გარეშე გაატარონ დარჩენილი სიცოცხლე, რადგან დანიშნულების ადგილამდე ხომალდი მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მიაღწევს. უბედურებაში „კოლეგებს“ თანდათან ერთმანეთი უყვარდებათ და ამასობაში არმაგედონიც იწყება...  


2. „პანდორუმი“
Pandorum, 2009
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია
ჟანრი: ფანტასტიკა, მძაფრსიუჟეტიანი, საშინელებათა ფილმი
რეჟისორი: კრისტიან ალვატი
მსახიობები: დენის კუეიდი, ბენ ფოსტერი, კემ ჟიგანდე



ამ ფილმშიც ახალი პლანეტისკენ მიფრინავენ და აქაც ყველას სძინავს, ხომალდის ეკიპაჟის გარდა. ერთხელაც ორი მათგანი იღვიძებს, რათა თავის მორიგეობას შეუდგეს, მაგრამ მათ არაფერი ახსოვთ თავიანთი წარსულის შესახებ და არ იციან, ვინ არიან. ამასთანავე, ხომალდზე სრული ქაოსია, სიტუაციაში ორიენტირება კი დაუყოვნებლივაა საჭირო. ხომალდი ძალიან დიდია და მასზე გაურკვეველი არსებები დაბორიალობენ.


3. „მზის ნათება“
Sunshine, 2007
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო
რეჟისორი: დენი ბოილი
მსახიობები: კილიან მერფი, როუზ ბირნი, კლიფ კერტისი



მზისკენ მეგატონიანი ბომბი მიფრინავს პოტენციური კამიკაძეების პატარა ეკიპაჟით. მათ მიმქრალ ვარსკვლავზე საშინელი ტვირთი უნდა ჩააგდონ, რათა დედამიწა გამყინვარებას გადაარჩინონ. თავიდანვე ვხედავთ, რომ ეკიპაჟი ძალიან დათრგუნულია. მთავარი მიზეზი: ცოცხალ არსებებს ძალიან უყვართ მზის სხივები, თანაც მშობლიური პლანეტის ატმოსფეროში გაფილტრული. მნათობთან მიახლოება კი მათზე დამანგრევლად მოქმედებს. ამ ფილმის ყურებისას მუდმივად გრძნობ რაღაც გიგანტურის სიახლოვეს, რაც ფსიქიკაზე ახდენს გავლენას.


4. „ჰორიზონტს მიღმა“
Event Horizon, 1997
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: საშინელებათა ფილმი
რეჟისორი: პოლ ანდერსონი
მსახიობები: ლორენს ფიშბერნი, სემ ნილი, კეტლინ კუინლენი



მაშველთა ჯგუფი მზის სისტემის საზღვარზე მიემართება, საიდანაც კოსმოსური თანამგზავრის „პორიზონტის“ სიგნალი მოდის. ის კოსმოსში სამოგზაუროდ იყო შექმნილი და პირველივე ფრენის დროს დაიკარგა. გასაგებია, რომ იქ კარგს ვერაფერს იპოვიან.


5. „ინტერსტელარი“
Interstellar, 2014
ქვეყანა: აშშ, დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო
რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი
მსახიობები: მეთიუ მაკკონახი, ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ჩესტეინი



ფილმში ფრენის დაწყებამდე, სანამ მთავარი გმირები კოსმოსში გაიჭრებიან, საინტერესო საუბრები მიდის, რაც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. შემდეგ კი იწყება მთავარი - შესანიშნავად გადმოცემული კოსმიური ისტორია. სამეცნიერო ჟურნალები სკოლებს ურჩევდნენ, ეს ფილმი ბავშვებისთვის ფიზიკის გაკვეთილზე ეჩვენებინათ. აქ ყველასთვის გასაგებ ენაზეა ახსნილი ფარდობითობის თეორია. მეტიც, ძალიან ზუსტი ვიზუალიზაციაა კრატერებისა და შავი ხვრელების.


6. „აპოლო 13“
Apollo 13, 1995
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, ისტორიული
რეჟისორი: რონ ჰოვარდი
მსახიობები: ტომ ჰენქსი, ბილ პეკსტონი, კევინ ბეიკონი



წინა ფილმებისგან განსხვავებით, ეს ფილმი ფანტასტიკის ჟანრს არ განეკუთვნება. ის მხატვრული რეკონსტრუქციაა კოსმოსური ხომალდის „აპოლო 13“-ის წარუმატებელი მისიისა მთვარეზე. აბა, როგორია, ამდენ ხანს ემზადებოდე, ამდენი რესურსი დახარჯო რაკეტის შექმნაზე და დედამიწიდან აფრენისთანავე მიხვდე, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო მთვარეზე დაჯდომა შეუძლებელია. სახლში უვნებლად დაბრუნებისთვის კი დიდი ბრძოლაა საჭირო.


7. „არმაგედონი“
Armageddon, 1998
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: ფანტასტიკა
რეჟისორი: მეიკლ ბეი
მსახიობები: ბრიუს უილისი, ბენ აფლეკი, ლივ ტაილერი



დედამიწისკენ უზარმაზარი ასტეროიდი მოემართება და კაცობრიობას ამოწყვეტა ემუქრება. გამოუსწორებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, „ნასა“ ასტეროიდისკენ მბურღველ-მფეთქებელთა ჯგუფს აგზავნის. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში იმ შეკითხვით შვიდა, რომელიც ბენ აფლეკმა მაიკლ ბეის დაუსვა. ბენ აფლეკი: „უფრო ადვილი არ იქნებოდა, ასრონავტებისთვის გესწავლებინათ ბურღვა, ვიდრე მაღაროელები გაგეშვათ კოსმოსში?“ მაიკლ ბეი: „ჯანდაბაშიც წასულხარ, ბენ!“ 

დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიცდადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.
კინო

8 შოკისმომგვრელი დოკუმენტური ფილმი

ზოგიერთი მათგანის ჩვენება აკრძალულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ფილმები ცხოვრებაზე წარმოდგენას შეგიცვლით და სულ სხვანაირად დაგაწყებინებთ ფიქრს.
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?