5 სანახაობრივი და გასართობი ფილმი მთელი ოჯახისთვის

კინო

2 აგვისტო 18:00

ეს ის შემთხვევაა, როცა საბავშვო ფილმებს უფროსებიც სიამოვნებით უყურებთ. ასე რომ, აირჩიეთ 2019 წლის ამ 5 ფილმიდან ერთ-ერთი და ჩაუჯექით მთელი ოჯახი.

1. „დეტექტივი პიკაჩუ“
POKÉMON DETECTIVE PIKACHU



დეტექტიური ისტორია გამომძიებელ გარი გუდმანის დაკარგვის შესახებ ქალაქ რაილი სიტიში ვითარდება, სადაც ადამიანები პეკამონებთან ერთად ცხოვრობენ. გუდმანის ყოფილი მეწყვილე, მომხიბვლელი და ხალისიანი პიკაჩუ, დაკარგული დეტექტივის შვილს მამის მოძებნაში ეხმარება. აღმოჩნდება, რომ რაღაც სასწაულით ბიჭსა და პეკამონს ერთმანეთის ესმით. სამხილების მოგროვებისას მათ უამრავი თავგადასავალი გადახდებათ და გახსნიან შეთქმულებას ჯიბის მონსტრების სამყაროს განადგურების შესახებ.


2. „დამბო“
DUMBO



უბედური შემთხვევის გამო დედასთან დაშორებული დიდხორთუმა სპლიყვის დრამატული თავგადასავალი. 1941 წლის კლასიკური მულტფილმის „დამბოს“  რემეიქი. რეჟისორ ტიმონ ბორტონის ამ ლამაზ ფილმში მთავარ როლებს კოლინ ფარელი, მაიკლ კიტონი, დენი დევიტო და ევა გრინი ასრულებენ.


3. „პატარა მეფე და ზარმაცი რაინდები“
THE KID WHO WOULD BE KING



წარუმატებელი და სწავლაში ჩამორჩენილი 12 წლის არტური მიტოვებულ მშენებლობაზე რკინაბეტონის ნაჭერს პოულობს, რომელიც ლეგენდარული ხმალი - ესკალიბური აღმოჩნდება. ახლა მან უნდა შეაჩეროს ბოროტი ჯადოქარი მორგანი, რომელსაც სამყაროს განადგურება სურს. საბედნიეროდ, მას ბევრი მეგობარი და ჯადოქარი მერილინი ჰყავს, რომელიც უფროსკლასელის სახითაა სკოლაში შემოპარული. ეს ყველაზე და უარესი და საუკეთესოა, ყველაზე საშინელი და მაგარია, რაც კი ოდესმე თავს გადახდენიათ.


4. „იურიული პერიოდის შინაური ცხოველის თავგადასავალი“
THE ADVENTURES OF JURASSIC PET



ცნობისმოყვარე კრისი, რომელიც მუდმივად ღრუბლებში დაფრინავს და დაუჯერებელ თავგადასავლებზე ოცნებობს, შემთხვევით ხელში ჩაიგდებს უზარმაზარ კვერცხს, საიდანაც დინოზავრი გამოიჩეკება. კრისი თავის ახალ მეგობარს აინშტაინის პატივსაცემად ალბერტს ეძახის და ცდილობს, შინაური ცხოველის არსებობა საიდუმლოდ შეინახოს. მაგრამ ანგარებიანი მეცნიერი იოსტი დინოზავრის შესახებ გაიგებს და მას თავის ლაბორატორიაში წაიყვანს ცდების ჩასატარებლად...


5.  „ძაღლის გზა სახლისკენ“
A DOG'S WAY HOME



შემთხვევითობისა და კანონის ნებით ბელა, ოდესღაც ქუჩის ძაღლი, ახლა კი მოსიყვარულე პატრონთან ერთად მცხოვრები, სახლიდან ძალიან შორს აღმოჩნდება. ის დროებითი საცხოვრებლიდან გარბის და ლამის ნახევარ ამერიკას გადაკვეთს. ეს არის ძალიან გრძელი გზა სახლისკენ.


ბონუსი: თუ თქვენი პატარა უკვე 16 წლისაა.


ალიტა: მეომარი ანგელოზი
ALITA: BATTLE ANGEL



2563 წელი, საშინელი ომის შემდეგ კაცობრიობა გონს მოდის. დოქტორი იდო რკინის ქალაქის ნაგავსაყრელს იკვლევს და იქ გოგონა-კიბორგის ნარჩენებს პოულობს, რომელსაც ადამიანის ტვინი აქვს. იდოს გოგონა თავის სახელოსნოში მიჰყავს და მის აღდგენაზე იწყებს მუშაობას. სამწუხაროდ, გოგონას მეხსიერება დაზიანებულია - მას აღარაფერი ახსოვს და სამყაროს ახლიდან შეიცნობს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.