10 უძლიერესი ფილმი, რომლებიც საფიქრალს დაგიტოვებთ

კინო

9 აგვისტო 18:00, 2019 წელი

ეს მათთვის, ვისაც სურს, რომ ფილმისთვის დახარჯულ დროზე არ ინანოს...

1. „სინდი ჰოლის გაუჩინარება“
The Vanishing of Sidney Hall, 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: შონ კრისტენსენი
მსახიობები: ელ ფენინგი, ლოგან ლერმანი, ფრედი უოლკერი



ახალგაზრდა მწერალი პირველი წიგნის გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარებასა და ზღვა თაყვანისმცემელს იღებს. მაგრამ რაღაც უშლის ხელს, წარმატებით დატკბეს. ის ხალხს გაურბის და ერთხელაც სულ გაქრება არავინ იცის, სად უნდა ეძებონ სიდნი ჰოლი.


მოქმედება განუწყვეტლივ გადადის სხვადასხვა მოვლენებზე, მთავარი გმირი ხან 18 წლისაა, ხან 24-ის და ხან 30-ის. ამიტომ ყურადღებით უნდა უყუროთ, რამე დეტალი რომ არ გამოგეპაროთ. და რაც მთავარია, მთელი ამ ჩახლართული ისტორიის გასაღები უდაბნოში ნაპოვნ წითელ კოლოფშია.


2. „მალენა“
Malèna, 2000
ქვეყანა: იტალია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯუზეპე ტორნატორე
მსახიობები: მონიკა ბელუჩი, ჯუზეპე სულფარო, ლუჩიანო ფედერიკო



სულისშემძვრელი ისტორია იმაზე, როგორია იყო ლამაზი ქალი შურიანი და საძაგელი ადამიანების გარემოცვაში. იტალია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, უმშვენიერესი მონიკა ბელუჩი და ენიო მორიკონეს მუსიკა.


3. „ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი“
Hachi: A Dog’s Tale, 2008
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ლესი ჰალსტრიომი
მსახიობები: რიჩარდ გირი, ჯოან ალენი, კერი ჰიროიუკი-ტაგავა



არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თვალზე ცრემლი არ მოადგება, როგორც კი ამ ძაღლის სახელს იგებს. ძაღლისა, რომელიც დაღუპულ პატრონს ელოდება და ყოველდღე ერთსა და იმავე რიტუალს იმეორებს. ეს ამერიკული ფილმი რიმეიქია 1987 წელს გადაღებული იაპონური ფილმისა „ჰაჩიკოს ისტორია“.


4. „მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა“
Me and Earl and the Dying Girl, 2015
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ალფონსო გომეს-რეხონი
მსახიობები: ტომას მანი, არჯეი საილერი, ოლივია კუკი



ძალიან ძლიერი ადამიანი უნდა იყო, რომ გაბედო და მომაკვდავს დაუმეგობრდე. გრეგი ცდილობს, კიბოთი დაავადებული რეიჩელი გაამხნევოს, აჩვენებს რა მას სამოყვარულო ფილმებს, რომლებსაც მეგობართან ერთად იღებს.


5. „საით მივყავართ ოცნებებს“
What Dreams May Come, 1998
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ვინსენტ უორდი
მსახიობები: რობინ უილიამსი, კუბა გუდინგ-უმცროსი, ანაბელა შიორა



ვიზუალურად უნაკლო ფილმი მოგვითხრობს მარადიული სიყვარულის ისტორიას, რომელმაც არ იცის საზღვრები და რომლისთვისაც არ არსებობს ბარიერები. რობინ უილიამსმა, რომელსაც მანამდე მხოლოდ კომედიებით იცნობდა მაყურებელი, ამ დრამაში სულ სხვა კუთხით გაიბრწყინა.


6. „მეცამეტე სართული“
The Thirteenth Floor, 1999
ქვეყანა: გერმანია
ჟანრი: ფანტასტიკა
რეჟისორი: იოზეფ რუსნაკი
მსახიობები: კრეიგ ბირკო, გრეტხენ მოლი, არმინ მიულერ-შტალი



ეს ფილმი „მატრიცაზე“ ცოტა ადრე გამოვიდა და რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. მართალია, ის სპეცეფექტებით ვერ გაგაკვირვებთ, მაგრამ სამაგიეროდ გაცილებით ღრმად ჩადის რეალიზმისა და ვირტუალიზმის სიღრმეებში. და კიდევ, ბევრად მხატვრულად ავითარებს სიუჟეტურ ხაზს. მისი ყურების შემდეგ ძალიან ძნელია მაშინვე სხვა რამეზე გადაერთო. გინდა, რომ დაჯდე და დაფიქრდე.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სად თამაშობს ყველაზე მეტი მომხმარებელი ნარდს, ბურას, და დომინოს ონლაინ

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.
იცით თუ არა...

„ისპანკა“ ფოტოებში - ვირუსი, რომელიც ახალგაზრდებს „ერჩოდა“

ერთ დღეს, აშშ-ს არმიის ფორტ-რაილის ბაზაზე (კანზასის შტატი) სამხედრო ჰოსპიტალს რიგითმა ჯარისკაცმა ალბერტ გიტჩელმა ყელის ტკივილით, ხველით და შემცივნებით მიაკითხა. 
დღის ჰოროსკოპი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

რატომ დადიან ნიღბით ზოგ ქვეყანაში მასიურად და ზოგან - იშვიათად?

სცადეთ და გაიარეთ ნიღბის გარეშე ჰონგ-კონგში, სეულსა ან ტოკიოში - ყველგან იგრძნობთ მტრულ და არამეგობრულ მზერას.
ურთიერთობა

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში დისტანციურად მუშაობამ?

ამ გამოკითხვამ, რომელიც „ფანთაიმმა“ თავის მეგობრებსა და მკითხველებს შორის ჩაატარა, დისტანციური მუშაობის საინტერესო მხარეები დაგვანახა...
ამბები

უმსხვილესმა ფეისბუქ-ჯგუფმა „მოგზაურთა კლუბმა“ StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000-მდე ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

დღეიდან ,,მაგნიტის“ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

„მაგნიტში“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს.
ამბები

„არქიმ“ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა

დღეს „არქი“ მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით „არქიმ“ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.
კინო

კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს - ნახეთ ფილმის ტრეილერი (ვიდეო)

ფილმი გადაიღო ირანული წარმოშობის კანადელმა რჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ, რომელმაც დრამას „Corona“ უწოდა.