ლავაში კარტოფილისა და სოკოს შიგთავსით - უგემრიელესი სამარხვო კერძი

კულინარია

2 მარტი 12:00, 2017 წელი

ამ გემრიელი სამარხვო კერძის მომზადებას მინიმალური დრო და, ასევე, მინიმალური პროდუქტი სჭირდება.

საჭირო ინგრედიენტები:
სომხური ლავაში;
კარტოფილი - 3 ცალი;
ქამა სოკო - 0,5 კგ;
ხახვი - 2 თავი;
ზეთი - 50 მლ.


მომზადების წესი:
მოხარშეთ კანგაცლილი კარტოფილი და მოამზადეთ პიურე.
დაჭერით ხახვი წვრილად, მოთუშეთ ზეთში.
მოთუშული ხახვი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი დაამატეთ კარტოფილის პიურეს და კარგად მოურიეთ;
მოთუშული ხახვის მეორე ნახევარს ტაფაშივე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო და მოთუშეთ, სანამ ტაფაზე სითხე არ აორთქლდება;


შუაზე გაჭრილ სომხურ ლავაშზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე, ზემოდან დაადეთ ხახვში მოთუშული ქამა სოკო ისე, რომ ლავაშის კიდეებამდე არ მიხვიდეთ.
ლავაშის გვერდები გადაკეცეთ და გადაახვიეთ რულეტი. გადაიტანეთ ზეთმოსხმულ გაცხელებულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.
სულ ეს არის.



შენიშვნა:
ლავაში კარტოფილისა და სოკოს შიგთავსით, მაქსიმუმ, 20 წუთში მზადდება;


გემრიელად მიირთვით!


საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

როგორია ოჯახური ცხოვრება სინამდვილეში

ფოტოგრაფ დანიელე გიუნტერს (Danielle Guenther) მობეზრდა ჩვეულებრივი საოჯახო ფოტოსესიები ლამაზ ინტერიერში, სადაც ყველა გამოპრანჭულია და ბედნიერი იღიმება. მან გადაწყვიტა, საოჯახო ცხოვრება ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადაეღო. რა გამოვიდა, ამას ქვემოთ იხილავთ.