აღდგომის „ყვავილი“

კულინარია

16 აპრილი 12:00, 2017 წელი

ეს ლამაზი და გემრიელი ნამცხვარი თქვენს სააღდგომო სუფრას აუცილებლად დაამშვენებს.

ცომის ინგრედიენტები:
რძე - 1 ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი 
ზეთი - 50 მლ.
შაქარი ¾ ჭიქა
მარილი - დანის წვერით
ფქვილი - 4-5 ჭიქა
საფუარი - 40 გრ.


გულსართის ინგრედიენტები:
ქიშმიში - 50-70 გრ.
ცუკატები - 30 გრ.
შაქარი ¼ ჭიქა
ვანილი
კარაქი - 2 სუფრის კოვზი
დარიჩინი - 1 ჩ/კ.


ფორთოხლის მინანქრის ინგრედიენტები:
შაქრის პუდრა - 2 ს/კ
ფორთოხლის წვენი - 1-2 ჩაის კოვზი


მომზადების წესი:


თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 1-2 ჭიქა ფქვილი, მოურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, სანამ ამოვა.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ზეთი, მარილი, რძეში გახსნილი საფუარი და დარჩენილი ფქვილი.
მოზილეთ ცომი და სითბოში გააჩერეთ, სანამ კარგად არ ამოვა.


ქიშმიში გარეცხეთ და გააშრეთ, ცუკატები წვრილად დაჭერით, კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ.


ამოსული ცომი, დაახლოებით, 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ და გაგრილებული კარაქი გადაუსვით. ცომის მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ქიშმიში და ცუკატები, მოაყარეთ შაქარში არეული ვანილი და დარიჩინი. ამის შემდეგ, ცომი ფრთხილად, რულეტივით დაახვიეთ, რგოლივით შეკარით და ფაქიზად გადაიტანეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე.


დანის ან მაკრატლის დახმარებით რგოლის კიდეები ისე ჩაჭერით, როგორც სურათზეა ნაჩვენები და 20 წუთით თბილ ადგილზე გააჩერეთ.


ღუმელში შედგმის წინ ნამცხვარს ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.


მზა ნამცხვარი ღუმელიდან გამოიღეთ და 10-15 წუთით ტილოში შეახვიეთ. სანამ ნამცხვარი ტილოში „ისვენებს“, ფორთოხლის მინანქარი მოამზადეთ:


გაცრილ შაქრის პუდრაში ნელ-ნელა, მცირე დოზებით ჩაუშვით ფორთოხლის წვენი და განუწყვეტლივ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.
ეცადეთ, ძალიან თხელი არ გამოგივიდეთ.
მინანქარი პატარა პოლიეთილენის პარკში გადაიტანეთ, რომელსაც წვერი უნდა წააჭრათ და ჯერ კიდევ თბილი ყვავილი გააფორმეთ.
სანამ მინანქარი გაცივდება, ნამცხვრის ზედაპირზე მოაყარეთ ქიშმიში, ნიგოზი და ცუკატები.
ყვავილი კარგად რომ გაგრილდება, შეგიძლიათ, გულში სააღდგომო კვერცხები ჩაულაგოთ.


 


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?