როშენის ტრიუფელის ტორტი - შოკოლადის ნეტარება

კულინარია

23 აპრილი 12:00, 2017 წელი

თავიდანვე გაგაფრთხილებთ, რომ ამ ტორტის გამოსაცხობად, დიდი დრო, ენერგია და მოთმინება დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

24 სმ. დიამეტრის ტორტისთვის დაგჭირდებათ:


ბისკვიტისთვის:
კვერცხი - 6 ცალი,
პურის ფქვილი - 120 გრ.
კარტოფილის ფქვილი - 30 გრ.
შაქარი - 130 გრ.


შარლოტის შოკოლადის კრემისთვის:
ოთახის ტემპერატურის კარაქი - 400 გრ.
შაქარი - 200 გრ.
რძე - 160 მლ.
კვერცხი - 4 ცალი,
კონიაკი - 1 ს/კ.
ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ.
კაკაო - 3 ს/კ.


დასანამი სიროფისთვის:
ჩვეულებრივი შაქრის სიროფი - 200 მლ.
კონიაკი - 1-2 ს/კ.


ტრიუფელის საფანელისთვის:
ფონდანტი - 100 გრ.
კაკაო - 30 გრ.
კარაქი - 10 გრ.


შოკოლადის ტრიუფელებისთვის:
70-75%-იანი კარგი შოკოლადი - 100 გრ.
30-35%-იანი ნაღები - 40 მლ.
კარაქი - 25 გრ.
ვანილის ექსტრაქტი - ნახ. ჩ/კ.
კაკაო - 25 გრ.


მოქმედებათა თანმიმდევრობა:


1) მოამზადეთ შოკოლადის ტრიუფელი:


დატეხეთ შოკოლადი და დაჭერით კარაქი წვრილ ნაჭრებად.
პატარა ჯამში გააცხელეთ ნაღები, მაგრამ არ აადუღოთ. დაუმატეთ შოკოლადი და კარაქი და მოურიეთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გალღვება. მასა პრიალა და ერთგვაროვანი უნდა იყოს. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ჯამი 10-20 წამით დაბალ ცეცხლზე დააბრუნოთ.
გააგრილეთ შოკოლადის მასა, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ ეს მასა პატარა ჯამში, თავზე წებოვანი პარკი გადააკარით და მაცივარში 5-6 საათით ან, უკეთესია, მთელი ღამით გააჩერეთ.
გაციებული და გამაგრებული შოკოლადის მასას კოვზით (ნაყინის კოვზი უკეთესია) მოაცილეთ პატარა ნაჭრები, დაამრგვალეთ და ცივ ზედაპირზე დაალაგეთ. როცა ყველა ბურთი მზად იქნება, ღრმა ჯამში ჩაყარეთ კაკაო და თითოეული ბურთულა კარგად ამოავლეთ.



2) მოამზადეთ ტრიუფელის საფანელი:


სქელძირიან ჯამში ფონდანტი 45 გრადუსამდე გააცხელეთ, დაუმატეთ კარაქი. როცა კარაქი გადნება, ჩაყარეთ კაკაო და კარგად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ეს მასა კარგად გააცივეთ (შეგიძლიათ, მაცივარში რამდენიმე დღე შეინახოთ).



3) მოამზადეთ ბისკვიტი:


კვერცხის გულები და ცილები გააცალკევეთ. გულები ათქვიფეთ 120 გრ. შაქართან ერთად, სანამ მოცულობაში ორჯერ არ მოიმატებს. ცალკე ათქვიფეთ ცილები, სანამ მყარ, ღრუბლისებურ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ 30 გრ. შაქარი და კიდევ 5 წუთი თქვიფეთ.



პურისა და კარტოფილის ფქვილი გაცერით. ათქვეფილი კვერცხის გულებს ფაქიზად შეურიეთ ათქვეფილი ცილების 1/3 და ფქვილოვანი მასის 1/3. შემდეგ კი მთელი დარჩენილი ცილები და ფქვილოვანი მასა.



ტორტის ფორმას კარგად წაუსვით კარაქი და ცოტა ფქვილი მოაფრქვიეთ. ჩაასხით ცომი და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით.
ბისკვიტი, დაახლოებით, 40-50 წთ. უნდა აცხოთ. ცხობის ბოლოს ხის ჩხირით შეამოწმეთ, მზადაა თუ არა.



ღუმელიდან გამოღებული ბისკვიტი ფორმაშივე გააცივეთ და შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ.
გაგრილებული ბისკვიტი 12 საათი გააჩერეთ, შემდეგ კი სან ნაწილად გაჭერით.


4) მოამზადეთ ბისკვიტის დასანამი - ამისთვის მზა, გაციებულ სიროფს დაუმატეთ კონიაკი და კარგად აურიეთ.


5) მოამზადეთ შარლოტის შოკოლადის კრემი 


ამისთვის სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ შაქარი, გამუდმებით ურიეთ და ისე მიიყვანეთ ადუღებამდე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი.
თქვეფის შეუჩერებლად, კვერცხს ცოტ-ცოტა დაუმატეთ შაქრიანი რძე. შემდეგ, ისევ სქელძირიან ქვაბში დააბრუნეთ და დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტელი მორევით, ადუღებამდე მიიყვანეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
კარაქი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ მცირე ულუფებით, თქვეფის შეუჩერებლად დაუმატეთ გაცივებული სიროფი, ვანილის ექსტრაქტი, კაკაო და კონიაკი.
თქვეფა გააგრძელეთ, სანამ კრემი კარგად არ აფუმფულდება (დაახლოებით, 5 წუთი).


დაიწყეთ ტორტის „აწყობა“:


ტორტის პირველი ფენა კარგად დანამეთ და კრემი წაუსვით;
დააფარეთ მეორე ფენა და ოდნავ, ხელის გულით დააწექით;
მეორე ფენაც დანამეთ და კრემი წაუსვით.
იგივე გაიმეორეთ მესამე ფენაზეც.
ტორტს გვერდებსა და თავზე კრემი წაუსვით.
ტორტის მთელ ზედაპირს ტრიუფელის საფანელი მოაყარეთ.
ტორტი მაცივარში, მინიმუმ, 12 საათით უნდა გააჩეროთ.


მაცივრიდან გაჭრამდე ერთი საათით ადრე გამოიღეთ და ტრიუფელებით გააფორმეთ.


გემრიელად მიირთვით! 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?