დაბალკალორიული შოკოლადის ტორტი ფქვილისა და შაქრის გარეშე

კულინარია

7 მაისი 12:00, 2017 წელი

სრულიად შესაძლებელია, რომ ტკბილეული, გემრიელთან ერთად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც იყოს და ზედმეტი წონითაც არ გვაშინებდეს. ჩვენ გაგიზიარებთ შაქრისა და ფქვილის გარეშე გამომცხვარი შოკოლადის ტორტის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.

პროდუქტი ტორტისთვის:
კვერცხი - 6 ცალი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
ფინიკი - 200 გრ.
ნუში - 200 გრ.
ფორთოხალი - 2 ცალი
თაფლი - 8 ს/კ
სოდა - ნახ. ჩ/კ
კაკაო - 3 ს/კ
გამაფხვიერებელი - ნახ. ჩ/კ
შოკოლადი - 150 გრ.
ნაღები - 7 ს/კ
კარაქი - 50 გრ.


მომზადების წესი:
1. ფინიკი 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ, შემდეგ კი ბლენდერში დააქუცმაცეთ.


2. კვერცხების ცილა და გული გააცალკევეთ. გულებს 4,5 ს/კ თაფლი დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ, სანამ მოცულობაში კარგად არ მოიმატებს. დაუმატეთ კაკაო, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ფინიკი, გატარებული ნუში, სოდა, გამაფხვიერებელი, ლიმონის წვენი, 1 ცალი ფორთოხლის ცედრა და კარგად მოურიეთ.


3. კვერცხის ცილა, ლიმონის წვენთან ერთად, კარგად ათქვიფეთ, სანამ მყარი, ღრუბლისებრი მასა არ წარმოიქმნება.


4. ცილის 1/3 დაუმატეთ ფინიკიან ცომს და მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ ფინიკიანი ცომი მთლიანად ათქვეფილ ცილაში გადაიტანეთ და სილიკონის მოსარევით ფრთხილად და ფაქიზად მოურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბეზეს სწრაფი მორევის შემთხვევაში, შეიძლება ტორტი „ჩავარდეს“.


5. ცომი ტორტის ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრ. გაცხელებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში აცხვეთ.


6. სანამ ტორტი ცხვება, სიროფი მოამზადეთ. ამისთვის ერთმანეთში შეურიეთ ერთი ფორთოხლის წვენი, 3,5 ს/კ თაფლი და 3-5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.


7. მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. ამისთვის ნაღები ძალიან დაბალ ცეცხლზე დაადგი, დაუმატეთ დატეხილი შავი ან რძის შოკოლადი და მოურიეთ. როცა შოკოლადი გადნება, წვრილად დაჭრილი კარაქი დაუმატეთ და ცეცხლზე კიდევ 3 წთ. დატოვეთ.


8. გამომცხვარი და გაგრილებული ტორტი ხის ჩხირით დაჩხვლიტეთ და ფორთოხლის სიროფი მოასხით, შემდეგ შოკოლადის მინანქარი გადაავლეთ და თქვენთვის სასურველი ხილით მორთეთ.


შენიშვნა:
10 პერსონაზე გათვლილი შოკოლადის ტორტი მხოლოდ 349 კალორიას შეიცავს. მის შემადგენლობაში, სულ რაღაც, 8 გრ. ცილა, 25 გრ.ცხიმი და 18 გრ. ნახშირწყლები შედის. ტორტში შემავალი ფინიკი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, კაკაო კი მაგნიუმს შეიცავს, რომელიც გულის მუშაობას ეხმარება.


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.