ყაბაყის ოლადები - კლასიკური რეცეპტი ჯანსაღი კვებისთვის

კულინარია

18 მაისი 12:00, 2017 წელი

აქვე გეტყვით, რომ კლასიკურად მომზადებული ყაბაყის ოლადები შეგიძლიათ, თქვენი გემოვნების შესაბამისად, ნებისმიერი ინგრედიენტით გაამდიდროთ. მთავარია ამ საბაზისო რეცეპტის ცოდნა. მაშ ასე, მოემზადეთ გემრიელი და დიეტური ოლადების დასაგემოვნებლად.

საჭირო პროდუქტი:
ყაბაყი - 1 ცალი მოზდრილი ან 2 ცალი პატარა;
პურის ფქვილი - 40-50 გრ;
კვერცხი - 1 ცალი;
ნიორი - 2-3 კბილი;
მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
კარგად გარეცხილ ყაბაყს გააცალეთ კანი, გახეხეთ და დაამარილეთ. დატოვეთ რამდენიმე წუთით.

ათქვიფეთ კვერცხი ღრმა ჯამში, დაამატეთ ფქვილი, მარილი და დაჭყლეტილი ნიორი.

გახელილი ყაბაყი გაწურეთ და გადაიტანეთ კვერცხიან და ფქვილიან ჯამში. კარგად ამოურიეთ, ისე რომ საშუალო კონსისტენციის მასა მიიღოთ.

კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და ჯამში მოთავსებული ოლადების მასალა ტაფაზე სუფრის კოვზით გადაიტანეთ. როგორც კი ერთ მხარეზე შეწითლდება, გადააბრუნეთ და ოლადების ცხობა განაგრძეთ.

ტაფიდან გადმოღების შემდეგ, ოლადებს ზედმეტი ცხიმი გადაუწურეთ და თეფშებზე ლამაზად მოათავსეთ.

შენიშვნა:
თუკი ოლადების მასა თხელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ პურის ფქვილით გაასქელოთ. გათვალისწინეთ, რომ ცომი არ უნდა ჩამოსრიალდეს სუფრის კოვზიდან.

ყაბაყი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოლადები გემოს დაკარგავს. ნიორი აუცილებელია არომატისთვის, მის გარეშე დესერტს ბალახის გემო ექნება.

არომატისა და სიცხარისთვის შეგიძლიათ დაჭყლეტილი ნიორი ცხელ ოლადებს ზემოდანაც გადაუსვათ.

ასევე, ოლადებს შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. სოუსად კი არაჟანი გამოიყენოთ.


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...