ნამდვილი „მთვრალი ალუბალი“ ემა ბებიას რეცეპტით

კულინარია

16 ივლისი 12:00, 2017 წელი

განუმეორებელი არომატი, ჰაეროვნება და მსუბუქი ალკოჰოლი არავის დატოვებს გულგრილს... 

ცომისთვის:
კვერცხი - 9 ცალი 
შაქარი - 180 გრ.
ფქვილი -130 გრ+გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ.
კაკაო - 80 გრ.

კრემისთვის:
კარაქი - 300 გრ.
შესქელებული რძე - 400 გრ.

გულსართისთვის:
უკურკო ალუბალი - 2,5 ჩ/ჭ.
არაყი, კონიაკი, რომი - 0,5 ჩ/ჭ.

შოკოლადის მინანქრისთვის:
ნაღები - 180 გრ.
შავი შოკოლადი -150 გრ.
კარაქი - 25 გრ.
შაქარი - 25 გრ.


მომზადების წესი:
1. ჩაყარეთ ჯამში კურკაგამოცლილი ალუბალი, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი, მოურიეთ და დაასხით ალკოჰოლიანი სასმელი. ჯამს თავზე დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. 9 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილები კარგად ათქვიფეთ, სანამ მაგარ ბეზეს მიიღებთ. თანდათან დაუმატეთ 90 გრ. შაქარი. მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულები დარჩენილ, 90 გრ. შაქართან ერთად.

3. ჯამში ჩაყარეთ 130 გრ. ფქვილი და 80 გრ. კაკაო და აურიეთ. ათქვეფილი კვერცხის გულებს დაუმატეთ ბეზეს ნახევარი და ფრთხილად მოურიეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო და ისევ ფრთხილად მოურიეთ. პროცესის ბოლოს, დაუმატეთ დარჩენილი ბეზე და ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, ფრთხილად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

4. ცომი 26 სმ. დიამეტრის ფორმაში გადაიტანეთ, სადაც წინასწარ ჩააფენთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდს. 170-180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში ტორტი 50-60 წუთის განმავლობაში უნდა აცხოთ. გამოცხვა თუ არა ბისკვიტი, როგორც ყოველთვის, ხის ჩხირით უნდა შეამოწმოთ. მზა ბისკვიტი ცოტა ხნით ფორმაში დატოვეთ, შემდეგ კი ფორმიდან ამოიღეთ და 4-5 საათით გააჩერეთ.

5. ბისკვიტის გამოცხობიდან 4 საათის შემდეგ შეუდექით გულსართის მზადებას. ამისთვის, ჯამში დატოვებული ალუბალი გაწურეთ და წვენი ჭიქაში ჩაასხით.

6.300 გრამი რბილი კარაქი მიქსერის მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, სანამ კარგად არ აფუმფულდება და მოცულობაში არ მოიმატებს. თქვეფის შეუჩერებლად, დაუმატეთ 400 გრ. შესქელებული რძე („მთვრალი ალუბლის“ მოსამზადებლად სხვა კრემის გამოყენებაც შესაძლებელია, მაგალითად, მოხარშული კრემი ან კრემი „შარლოტა“). როცა კრემის მზადებას დაასრულებთ, ორი სუფრის კოვზი ტორტის გასაფორმებლად გადაინახეთ.

6. ბისკვიტს თავი 1,5 სისქეზე მოაჭერით და რბილი ნაწილი ამოაცალეთ. ცოტა გასაფორმებლად შეინახეთ, დანარჩენი კი კრემში აურიეთ. შედეგად, მივიღეთ ბისკვიტის თავი 1,5 სმ-იანი კედლებით. ამის შემდეგ, ბისკვიტის ძირი და კედლები ალუბლის წვენით ოდნავ დავასველოთ.

7. კრემიან ჯამში, სადაც უკვე ბისკვიტს დაუმატეთ, გაწურული ალუბალი ჩაყარეთ და კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ, გულსართი ბისკვიტში მოათავსეთ, ტორტს თავი დააფარეთ და მაცივარში შედგით.

8. სანამ კრემი ცივდება, მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. პატარა ქვაბში ჩაასხით 180 გრ. ნაღები, 30 გრ. შაქარი და დაბალ ცეცხლზე მორევით, შეათბეთ, სანამ შაქარი სრულად არ გადნება.

9.150 გრ. დატეხილ შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები და ურიეთ, სანამ სრულად არ გადნება. ურიეთ, სანამ მასა პრიალა არ გახდება. დაუმატეთ 30 გრ. კარაქი და კიდევ 5 წუთი ურიეთ.

10. მოასხით ტორტს გაციებული შოკოლადის მინანქარი და გახეხილი შოკოლადით ან ბისკვიტის ნაფშვენებით და ალუბლით გააფორმეთ. მზა ტორტი მაცივარში შედგით და 3 საათი გააჩერეთ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.