გრილი ლიმონის ტორტი ცხობის გარეშე

კულინარია

6 აგვისტო 12:00, 2017 წელი

ამ გემრიელი დესერტის მოსამზადებლად სულაც არ არის აუცილებელი, გახურებულ ქურასთან საათობით იტრიალოთ, თანაც, მაქსიმუმ, 7 ლარი დაგიჯდებათ...

შემადგენლობა:
ორცხობილა „საიუბილეო“ – 200 გრ.
არაჟანი - 500 გრ.
კარაქი - 100 გრ.
ხაჭო - 150 გრ.
შაქარი - 120 გრ.
ჟელატინი - 10 გრ.
ვანილი - 10 გრ.
ლიმონი - 1 ცალი.
მწვანე ფერის ჟელე - 1 შეკვრა.

მომზადების წესი:


1. ორცხობილა ხელით ან ბლენდერით კარგად დაფშვენით და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქთან კარგად აურიეთ.

2. აიღეთ ტორტის ფორმა (სასურველია, კლასიკური 22 სმ. დიაგონალის). ძირზე დაუფინეთ საცხობი ქაღალდი. კარაქისა და ორცხობილას მასა ფორმაში გადაიტანეთ და ხელით კარგად გაასწორეთ. ტორტის ფორმა მაცივარში ნახევარი საათით მოათავსეთ.

3. დაასხით ჟელატინს 100 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალი და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტელი მორევით გააცხელეთ (ადუღება არ შეიძლება). როგორც კი ჟელატინის გრანულები გადნება, ჯამი ცეცხლიდან გადმოდგით.

4. საცერში გატარებულ, ერთგვაროვან კონსისტენციამდე დაყვანილ ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი, ვანილი და 2 ს/კ ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება.

5. ხაჭოსა და არაჟნის ნაზავში ნელ-ნელა და თქვეფის შეუჩერებლად დაამატეთ გამდნარი ჟელატინი. მიღებული კრემი ტორტის ფორმაში მოთავსებულ ორცხობილას ფენას დაასხით და 2 საათით მაცივარში შედგით.

6. მწვანე ჟელე (სავარაუდოდ, კივის არომატით) შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით, მაგრამ 100 მლ-ით ნაკლები წყლის დამატებით მოამზადეთ. შეაგრილეთ და მაცივრიდან გამოღებულ ტორტზე მოასხით.
ამის შემდეგ ტორტი მაცივარში დააბრუნეთ და 4-5 საათით დატოვეთ, რათა ტორტის ყველა ფენა თანაბრად გაცივდეს.

7. სუფრასთან მიტანის წინ ტორტი ფორმიდან ამოიღეთ და ლიმონის ნაჭრებით გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!  


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...