„მოჰიტო“ და ცეცხლოვანი „სექსი პლაჟზე“ – მოამზადეთ სახლში

კულინარია

29 მარტი 10:00, 2015 წელი

კლუბებსა და ბარებში ყველაზე პოპულარული კოქტეილების, კუბური „მოჰიტოსა“ და ცეცხლოვანი „Sex on the Beach“-ის მომზადების საიდუმლოს კლუბ „კაბანას“ ბარმენი მებო მინდელი გაგვიმხელს.

კოქტეილი „მოჰიტო“


შემადგენლობა:
დაახლოებით, 5-6 ღერი პიტნა
ნახევარი ლიმონი
50 გრ ტონიკი (თუ არ გვაქვს, „სპრაიტიც“ გამოდგება)
50 გრ თეთრი რომი „ბაკარდი“
50 გრ რომი
ნახევარი ჭიქა ქრეშირებული (დაფშვნილი) ყინული
მწვანე მონინი


მომზადების წესი:


ახალი, მწვანე პიტნის ფოთლებს ღეროები მოაცალეთ  და ოდნავ დასრისეთ. იმისთვის, რომ კოქტეილის ჭიქას არომატი ჰქონდეს, დასრესილი პიტნის ფოთლები, ჭიქაში ჩაყრამდე, ჭიქას შიდა მხრიდან კარგად მოუსვით. ლიმონის ნახევარი სამ ან ოთხ ნაწილად გაჭერით და ჭიქაში ჩაუშვით. მომცრო ზომის სანაყით პიტნა და ლიმონი ჭიქაშივე ჩასრისეთ.
მიღებულ მასას დაასხით თეთრი რომი „ბაკარდი“, ცოტა მოურიეთ და ჩაამატეთ დაფშვნილი ყინული, შემდეგ ტონიკი ან „სპრაიტი“ და ბოლოს მწვანე შეფერილობის პიტნის არომატიანი მონინი. სახლის პირობებში შესაძლებელია მონინის შაქრის სიროფით ჩანაცვლება. კარგად მოურიეთ და არომატული და მაცოცხლებელი „მოჰიტოც“ მზადაა.


შენიშვნა:
კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5-7 წუთი.
ტონიკის რაოდენობა გემოვნებაზეა გამოკიდებული.
თუ გსურთ, რომ კოქტეილი ძალიან მძაფრი არ გამოვიდეს, მეტი ტონიკი დაამატეთ.
დალევისას კოქტეილთან ერთად პიტნის ფოთლები რომ არ შეგყვეთ, სასურველია, „მოჰიტო“ წვრილი საწრუპით მიირთვათ. 




კოქტეილი „Sex on the Beach“

შემადგენლობა:
50 გრ ბროწეულის მონინი (სიროფი)
50 გრ ფორთოხლის წვენი
50 გრ არაყი
50 გრ მწვანე ფერის მონინი
ყინულის კუბიკები 


მომზადების წესი:
კოქტეილის ჭიქაში ყრით ყინულის კუბიკებს;
ასხამთ წითელი ბროწეულის მონინის;
ამატებთ ფორთოხლის წვენს
და ბოლოს არაყს.
კოქტეილის ფერადოვნებისთვის არაყს დაამატეთ მწვანე შეფერილობის მონინი. საბოლოოდ, მიიღებთ წითელი, ყვითელი და მწვანე შეფერილობის ცეცხლოვან კოქტეილს, რომელიც სრულიად ამართლებს თავის სახელწოდებას.

შენიშვნა:
კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5-7 წუთი.
თუ მაცივარში მონინი არ მოგეპოვებათ, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ჟოლოს ან რომელიმე სხვა კენკროვანი ხილის მურაბით, რომელსაც სქელი და მძიმე წვენი აქვს.


გემრიელად მიირთვით!



დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...