უგემრიელესი პასკის იაფი რეცეპტი

კულინარია

9 აპრილი 10:00, 2015 წელი

იაფი და გემოვნური თვისებებით გამორჩეული პასკის რეცეპტი ექსკლუზიურად FunTime-ს მკითხველებისთვის საკონდიტრო „ჭიამაიას“ მეპატრონე მაია შალუტაშვილისგან.

შემადგენლობა:


7 კვერცხი
1 კილოგრამი შაქარი
400 გრამი კარაქი
ნახევარი ჭიქა ზეთი
ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა 1 სუფრის კოვზი
1 ჭიქა ცუკატი
1 ჭიქა ქიშმიში
1 ლიტრი რძე
თითო ჩაის კოვზი პასკის სუნელები: ილი, შაფრანი, მუსკატის კაკალი და ნახევარი ჩაის კოვზი მიხაკ-დარიჩინი.
2 ,5 კგ პურის ფქვილი
80 გრამი საფუარი (ერთი შეფუთვა „პაკმაი“)
ვანილი.



მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ვანილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა და პასკის სუნელები. შემდეგ ჩაასხით გამდნარი კარაქი და ზეთი.
ცალკე ჯამში ჩაყარეთ საფუარი, დაამატეთ 1  სუფრის კოვზი შაქარი და ნახევარი ლიტრი თბილი წყალი (თითს ოდნავ რომ „კბენდეს“).
2-3 წუთში საფუარი ამოფუშფუშდება. კარგად მოურიეთ და ჩაასხით გოგლიმოგლიან ჯამში. დაამატეთ თბილი რძე, ფქვილი მხოლოდ 2 კილოგრამი (დარჩენილი ნახევარი კილოგრამი ფქვილი მეორე მოზელვისთვის უნდა შეინახოთ) და ცომი მოზილეთ.
მოზელის შემდეგ უნდა გამოვიდეს თხელი, ფუმფულა ცომი, რომელიც კარგად შეახვიეთ, ცელოფანი გადააფარეთ და ზემოდან დათბილეთ (შეგიძლიათ, თხელი ბალიში დაადოთ ან პლედი გადააფაროთ). ცომი, დაახლოებით, 2 საათში ამოვა.
ამოსული ცომი, დარჩენილ ნახევარ კილოგრამ ფქვილში არეულ ქიშმიშთან და ცუკატებთან ერთად, კარგად ჩაზილეთ და ისევ შეფუთეთ.
ცომის მეორედ ამოსვლას ორი საათზე ნაკლები დასჭირდება.
ცომი ამოვა თუ არა, ზეთში დასველებული ხელით გუნდები ამოიღეთ და ცხიმწასმულ ფორმებში ჩაალაგეთ.
ფორმაში ცომი ისე უნდა ჩადოთ, რომ ფორმის მესამედი შეავსოთ.
აცადეთ 15-20 წუთი. როცა ცომი ფორმებში ამოვა და ბოლომდე შევსებას ცოტა დააკლდება, შედგით საშუალო ტემპერატურაზე დაყენებულ ღუმელში.
ცხობას, დაახლოებით, 30-45 წუთი დასჭირდება.
პასკა გამომცხვარია თუ არა, ამის გაგებას  გრძელი ჩხირით შეძლებთ - პასკის შუაგუში ჩაარჭეთ ჩხირით და ცომი თუ არ ამოყვება, ჩვენი უგემრიელესი პასკა მზადაა.
გაციებულ პასკას მოაყარეთ ვანილთან ერთად არეული შაქრის პუდრა.


შენიშნვა:
საფუარის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გამოშვების თარიღს - გახსოვდეთ, რომ ვადაგასული საფუარი ცომს ვერ ამოიყვანს. პასკის ცომის გამზადებას 15-20 წუთი სჭირდება, ცომის პირველ და მეორე ამოსვლას კი - დაახლოებით, 5 საათი.
მთლიანად, პასკის გამოცხობას, დაახლოებით, 7-8 საათი დასჭირდება.


გემრიელად მიირთვით!

P.S.
საკონდიტრო „ჭიამაიას“ საფირმო ნიშანი მხოლოდ კარაქზე დამზადებული, უმაღლესი ხარისხის ნამცხვრები და ტორტებია.
პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ ფეისბუკის გვერდზე: საკონდიტრო ჭიამაია


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?