„ბიფსტროგანოვი“ ქართულად

კულინარია

16 აპრილი 10:00, 2015 წელი

ამ ცნობილი და უგემრიელესი კერძის ქართული ვარიანტის რეცეპტს რესტორან „შატროს“ მზარეული დათო გიორგბერიძე გვასწავლის.

2 ულუფისთვის:
ხბოს ხორცი - 400 გრ
ხახვი - 150 გრ
კარტოფილი - 200 გრ
არაჟანი - 200 გრ
კარაქი - 60 გრ
პურის ფქვილი - 60 გრ
ნიორი - 2-3 კბილი
ზეთი - 50 გრ
სუნელები: ყვითელი ყვავილი, დაფქული წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
ჩაღრმავებულ ტაფას ვდგამთ დაბალ ცეცხლზე და ვასხამთ ზეთს.
ხორცს ვჭრით წვრილ, გრძელ ნაჭრებად, ვყრით ტაფაში და ვურევთ.
ხახვს ვჭრით რაც შეიძლება წვრილად და როდესაც ხორცი შებრაწვისკენ წავა, ვაყრით ხახვს, კარგად ვურევთ და ერთი წუთის შემდეგ ვამატებთ კარაქს.
როდესაც შევატყობთ, რომ ხახვი დაიბრაწება, ვამატებთ სუნელებს და კარგად ვურევთ (სუნელების დამატების შემდეგ, ხორცი ოქროსფერი გახდება).
ორიოდ წუთის შემდეგ კერძს შესასქელებლად ვამატებთ ფქვილს, მალევე - არაჟანს და გატარებულ ნიორს. შემდეგ ვამატებთ იმდენ წყალს, რომ კერძი ოდნავ დაიფაროს, ორიოდ წუთში კი ვამატებთ მარილს გემოვნებით და კარგად ვურევთ.
მარილის დამატებიდან 5 წუთის შემდეგ კერძი მზადაა.


გარნირი - კარტოფილის „ფრი“
ცალკე ვდგამთ ჩაღრმავებულ ტაფას, ვასხამთ ბლომად ზეთს და როცა ზეთი კარგად შეცხელდება, მასში ვყრით წვრილად დაჭრილ კარტოფილს. 2 წუთში „ფრი“ მზადაა და მას ცალკე თეფშზე ვიღებთ.
დაბოლოს: დიდ თეფშზე გადმოგვაქვს „ბიფსტროგანოვი“, გვერდით ვულაგებთ „ფრის“ და ზემოდან ვასხამთ ცოტა არაჟანს.


შენიშვნა:
ხბოს ხორცის მაგვირად შეგიძლიათ,  სხვა ხორციც გამოიყენოთ.
„ბიფსტროგანოვის“ მომზადებას  25 წუთი დასჭირდება.
ამ კერძისთვის აღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტების შეძენა, დაახლოებით,  9.70 ლ დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!..

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?