შოკოლადის „ესკიმო“ ბანანის არომატით

კულინარია

19 აპრილი 12:00, 2015 წელი

ექსკლუზიურად FunTime-ს მკითხველებს საკონდიტრო „ჭიამაიას“ (შარტავას #37) მეპატრონე მაია შალუტაშვილი გთავაზობთ საფირმო ტორტ „ესკიმოს“ რეცეპტს.

შემადგენლობა ბისკვიტისთვის:
5 კვერცხი

320 გრამი შაქარი
320 გრამი ფქვილი
2 სუფრის კოვზი კაკაო
1 ჩაის კოვზი სოდა
ჩაის კოვზის წვერით სუფთა ვანილი (კრისტალები).

შემადგენლობა კრემისთვის:
1 ჭიქა ნაღების ფხვნილი

50 გრამი კარაქი
ნახევარი ქილა შედედებული რძე (სგუშონი)
2 სუფრის კოვზი ბანანის ჟელე
1 სუფრის კოვზი ჟელატინი.

შემადგენლობა ტორტზე მოსასხმელი მინანქრისთვის:
1 ფილა შოკოლადი

2 სუფრის კოვზი ზეთი


ბისკვიტის ცომის მომზადება:
საშუალო ზომის ჯამში ჩაახალეთ კვერცხები, დააყარეთ შაქარი, ვანილი და დაიწყეთ თქვეფა. ეს პროცესი, დაახლოებით, 15 წუთს მოიცავს, სანამ გოგლიმოგლი კარგად არ ამოვა. თქვეფის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დაამატეთ სოდა და მიქსერი გააჩერეთ.

კაკაო და ფქვილი ცალ-ცალკე, პატარა საცერით ჩაცერით ცომში, თან ხის კოვზით ფრთხილად ურიეთ.
გამზადებული ცომი დაასხით ცხიმწასმულ, ოთხკუთხედ „ჟარონაზე“ და 200 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში შედგით.

კრემის მომზადების წესი:
1 ჭიქა ნაღების ფხვნილს დაამატეთ 1 ჭიქა მაცივარში გაციებული წყალი და მიქსერით ამოიყვანეთ.

ცალკე ათქვიფეთ კარაქი და ნელ-ნელა შეათქვიფეთ  ნახევარი ქილა შედედებული რძე.
დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ბანანის ჟელე (იყიდება საკონდიტრო განყოფილებებში) და 2 სუფრის კოვზი გამზადებული, ცხელი ჟელატინი.

ჟელატინის მომზადების წესი:
1 სუფრის კოვზ ჟელატინის გრანულებს დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და  ორი საათით გააჩერეთ.

თუ ჟელატინი არა გრანულების, არამედ ფხვნილის სახითაა, დალბობას გაცილებით ნაკლები დრო (დაახლოებით, ნახევარი საათი) დასჭირდება. დალბობილი ჟელატინი დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ადუღებამდე როცა მივა, გამორთეთ.


ტორტის მომზადება:
გამომცხვარი და გაციებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე და დანამეთ 1 ჭიქა წყლის, 1 ჭიქა შაქრის, 1 სუფრის კოვზი კონიაკის და ცოტა ვანილისგან მომზადებული სიროფით (სიროფი ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ და გააციოთ).

დანამული ბისკვიტის ერთ ნაჭერზე წაუსვით გამზადებული კრემი და ზედ დაადეთ მეორე დანამული ნაჭერი.
ტორტს გარშემო, გვერდებზე წაუსვით კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი, კაკაო  ან თავისივე გვერდების ჩამონაჭრების ნაფხვენები. გამზადებულ ტორტს თავზე მოასხით შოკოლადის მინანქარი.


შოკოლადის მინანქარის მომზადების წესი:
1 ფილა სუფთა შოკოლადი დატეხეთ, ჯამში ჩაყარეთ და დაამატეთ 1 ან 2 სუფრის კოვზი ზეთი.

ჯამი დადგით ორთქლის აბაზანაზე.
როგორც კი შოკოლადი გადნება, კარგად მოურიეთ და ტორტს ზემოდან მოასხით.
უგემრიელესი საფირმო ტორტი მზადაა.

შენიშვნა:
შოკოლადის მინანქრის მოსამზადებელ შოკოლადის ფილაში არ უნდა იყოს თხილი ან ქიშმიში.

კრემის მოსამზადებლად ნაღების ფხვნილს აუცილებლად მაცივარში გაციებული წყალი უნდა დაასხათ, რათა კრემი ფაფუკი გამოვიდეს.
„ესკიმო“, ისევე როგორც „ჭიამაიას“ სხვა პროდუქცია, მხოლოდ კარაქზე მზადდება, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად დააგემოვნებინოთ ბავშვებსაც და მოხუცებსაც.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?