უგემრიელესი და განსხვავებული მარწყვის ტორტი - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!

კულინარია

7 ივნისი 10:00, 2015 წელი

მარწყვის ტორტის ეს რეცეპტი ტკბილეულის მოყვარულებისთვის აღმოჩენად იქცევა.

თავისუფლების მოედანზე მდებარე საკონდიტრო „lik@nik“-ას კონდიტერი დოდო ებანოიძე FunTime-ს მკითხველებს განსხვავებულ, ორფერი მარწყვის ტორტის რეცეპტს გთავაზობთ. 


ბისკვიტის ინგრედიენტები:
15 კვერცხი
15 სუფრის კოვზი შაქარი
15 სუფრის კოვზი ფქვილი
50 გრამი კაკაო
მწიკვი ლიმონმჟავა და ვანილი

კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ, ისე რომ გადმობრუნებისას ჯამიდან არ გადმოვიდეს. 
თქვეფის შეუჩერებლად დაამატეთ შაქარი, სათითაოდ კვერცხის გულები, ლიმონმჟავა, ვანილი და ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ. 
თქვეფის დასრულების შემდეგ, ხის კოვზით შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად ურიეთ.
ტორტის ყალიბში  ჩააფინეთ ცხიმწასმული კალკის ქაღალდი და ცომი ჩაასხით, მაგრამ ისე, რომ ერთი მესამედი დაიტოვეთ.  
შენახულ ცომს დაამატეთ გაცრილი კაკაო, ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ და ტორტის მეორე ყალიბში ჩაასხით.
ორივე ყალიბი შედგით ჰაერღუმელში საშუალო ცეცხლზე და, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში აცხვეთ.



დასანამი სიროფის ინგრედიენტები:
1 ჭიქა წყალი
ნახევარი ჭიქა შაქარი
1 სუფრის კოვზი კონიაკი

შაქარი და წყალი წამოადუღეთ და გაციებულს დაუმატეთ კონიაკი.



„ცივი“ კრემის ინგრედიენტები:
1 ქილა შესქელებული რძე
200 გრამი კარაქი
ვანილი

კარაქი კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ შესქელებული რძე. 
თქვეფის დასრულებისას დაუმატეთ ვანილი.



მოხარშული კრემის ინგრედიენტები:
1/2 ლიტრი რძე
1    ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა ფქვილი
75  გრამი კარაქი
1/2 ქილა შესქელებული რძე


რძე ჩაასხით ქვაბში და ცეცხლზე დაადგით.
ცალკე ჯამში აურიეთ შაქარი და ფქვილი.
როგორც კი რძე ადუღებამდე მივა, ერთმანეთში არეული შაქარი და ფქვილი ჩააყარეთ და ცეცხლზევე დაიწყეთ მიქსერით თქვეფა.
კრემი რომ წამოდუღდება, მიქსერი გამორთეთ, ქვაბი გადმოდგით და კრემი გააცივეთ.
შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ კარგად ათქვიფილი კარაქი და შესქელებული რძე.



ტორტის მომზადება:
ტორტის თეთრი ფენა გაჭერით შუაზე, დანამეთ სიროფით, წაუსვით ცივი კრემი და მოალაგეთ შუაზე გაჭრილი მარწყვები. 
ამის შემდეგ დანამეთ შავი ბისკვიტი, დაადეთ პირველ ფენას, წაუსვით მოხარშული კრემი და მოაწყვეთ მარწყვები.
იგივე გაიმეორეთ მესამე ფენაზეც. 
ტორტს თავზე დაჭრილი მარწყვები მოაწყვეთ და წითელი ჟელე მოასხით (მზა ჟელე მაღაზიებში იყიდება). შესაძლებელია,  ჟელეს ნაცვლად, ტორტი კრემით გააფორმოთ. 
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზე. 
გამზადებული ტორტი მაცივარში გააცივეთ.


გემრიელად მიირთვით!


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?