მათრობელა „ოპიუმი“ – ტორტი დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის

კულინარია

14 ივნისი 12:00, 2015 წელი

ჩვენი ტრადიციული მასპინძლები თავისუფლების მოედანზე #4 მდებარე კაფე lik@nik და მისი დახელოვნებული კონდიტერი დოდო ებანოიძე არიან. ქალბატონი დოდო ამჯერად მათრობელა „ოპიუმის“ ექსკლუზიურ რეცეპტს გვთავაზობს. მაშ ასე:

ბეზეს ფირფიტებისთვის საჭირო ინგრედიენტები:
12 კვერცის ცილა
1
კგ. 200 გრ შაქარი
მწიკვი ლიმონმჟავა და მარილი


3 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, ისე, რომ ჯამის გადმობრუნებისას ბეზე არ გადმოდიოდეს. 
თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დააყარეთ 300 გრამი შაქარი, მწიკვი ლიმონმჟავა და მარილი. 
გამზადებული ბეზე გადაიტანეთ ცხიმწასმულ კალკაზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში აცხვეთ. 
ასე გაიმეორეთ ოთხჯერ და მიიღებთ გამომცხვარი ბეზეს ოთხ ფენას.


პირველი კრემის ინგრედიენტები:
200 გრამი კარაქი
1
ქილა შესქელებული რძე
ვანილი


კარაქი კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ 1 ქილა შესქელებული რძე და ვანილი. 
3
წუთი კიდევ თქვიფეთ და კრემი მზადაა.


მეორე კრემის ინგრედიენტები:
1 ლიტრი რძე
2
ჭიქა შაქარი
1
ჭიქა ფქვილი
150
გრამი კარაქი
1
ქილა შესქელებული რძე
ლიმონის და ფორთოხლის ცედრა.



რძე ჩაასხით ქვაბში და ცეცხლზე ადგით
ცალკე ჯამში ერთმანეთში კარგად აურიეთ შაქარი და ფქვილი
რძე რომ ადუღებამდე მივა, ჩაყარეთ ერთმანეთში არეული შაქარი, ფქვილი და ცეცხლზევე დაიწყეთ მიქსერით თქვეფა
კრემი რომ წამოდუღდება, მიქსერი გამორთეთ, ქვაბი გადმოდგით და კრემი გააცივეთ
ცალკე ჯამში ათქვიფეთ კარაქი და თითო-თითო კოვზობით შეათქვიფეთ შესქელებული რძე. 
ბოლოს ათქვეფილი კარაქი და გაციებული კრემი ერთად ათქვიფეთ, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ და მეორე კრემიც მზადაა.


 


ტორტის მომზადების წესი:
ფენების აწყობისას უნდა გახსოვდეთ, რომ  გამომცხვარი ბეზეს ფენა მოხარშულ კრემთან კონტაქტისას დნება. 
სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გვჭირდება პირველი კრემი. 
ტორტის მოსამზადებლად ბეზეს პირველ ფენას წაუსვით პირველი კრემი და ამის შემდეგ მეორე. 
სანამ ბეზეს პირველ ფენას მეორეს დაადებდეთ, მეორეს ქვემოდან წაუსვით პირველი კრემი. დაადეთ პირველ ფენაზე და იგივე გაიმეორეთ, რაც პირველი ფენის შემთხვევაში, ანუ ჯერ პირველი კრემი და შემდეგ მეორე. 
ასე გააგრძელეთ ბოლომდე. 
კარგი იქნება, თუ კრემთან ერთად ფენებს ძალიან თხლად წაუსვამთ შინდის ჟელეს. 
ეს ტორტს განუმეორებელ არომატს მიანიჭებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორე კრემს ლიმონი აღარ უნდა დაუმატოთ. 
ბოლო ფენას თავზე კრემი აღარ წაუსვათ და მხოლოდ შაქრის პუდრა მოაყარ. 

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.