ლოქო ქინძმარში – უგემრიელესი კერძი 20 წუთში

კულინარია

11 ივნისი 10:00, 2015 წელი

ძალიან არომატული და სასარგებლო კერძის მარტივად მომზადებას ნებისმიერი შეძლებთ.

ლოქოს ქინძმარში მომზადების წესს რესტორან შატროს მზარეული დათო გიორგბერიძე გვასწავლის.


მასალა ორი ულუფისთვის:
ლოქო (ან ლოქოს ფილე) – 500 გრ
ხახვი – 1
ლიმონინახევარი
დაფნა – 4-5 ფოთოლი
ქინძი – 200 გრ
ძმარი – 300-400 გრ
მარცვალი პილპილი – 10-12 ცალი
წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.


მარინადი, რაშიც ლოქოს ხორცი უნდა მოვხარშოთ:
მოზრდილ ქვაბში ვასხამთ 1 წყალს, ვყრით 10-12 მარცვალ პილპილს, დაფნის ფოთლებს, ოთხად დაჭრილ ხახვს და ასევე ოთხად დაჭრილ ნახევარ ლიმონს, ძმარს, 3 / მარილს, რამდენიმე ღერ ქინძს და ვადუღებთ. 
წამოდუღებიდან კიდევ 5 წუთი ვხარშავთ მარინადს, შემდეგ მასში ვყრით კარგად გასუფთავებულ და კუბიკებად დაჭრილ ლოქოს ხორცს და ვხარშავთ. 
მოხარშვას, დაახლოებით, 7-8 წუთი დასჭირდება.
სანამ ლოქო მოიხარშება, მანამდე ბლენდერში ვყრით ქინძს, 2 ჭიქა წყალს, გემოვნების მიხედვით ვამატებთ ცოტა ძმარს, მარილს, ცოტა დაფქულ წიწაკას და კარგად ვაბლენდერებთ
მოხარშული ლოქოს ხორცი ამოგვაქვს მარინადიდან, ვათავსებთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვასხამთ დაბლენდერებულ მასას
კერძი მზადაა.


შენიშვნა:
სასურველია, რომ კერძი მომზადებიდან  ერთი საათის განმავლობაში მაინც გავაჩეროთ ღრმა ჯამში, რათა ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაჯდეს
ლოქოს ქინძმარში მომზადებას, დაახლოებით, 20 წუთი დასჭირდება.
აღნიშნული რაოდენობის კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტების შეძენა, დაახლოებით,  12 ლარი დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...