ტროპიკული ხილისა და შავი ჩაის გამაგრილებელი სასმელები - ზაფხულის ცხელი დღეების ნეტარება

კულინარია

5 ივლისი 10:00, 2015 წელი

სადაც არ უნდა ბრძანდებოდეთ, სახლში თუ აგარაკზე, მთაში თუ ზღვაზე, ცივი ჩაის გამაგრილებელი სასმელები ზაფხულის ცხელი დღეების გადატანაში დაგეხმარებათ.


ქიაჩელის 4 მდებარე „ჩაის სახლის“ თანამშრომელი ანა პატაშური ექსკლუზიურად  „FunTime”-ის მკითხველებს ტროპიკული ხილისა და შავი ჩაის გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს სთავაზობს.



ტროპიკული ხილის ჩაი „კივი-კოლადა“


ინგრედიენტები:
8 გრამი (3 ჩაის კოვზი) ჩაი კივი-კოლადა (თუ არა გაქვთ, ნებისმიერი სხვა ხილის ჩაი)
150 მლ.მდუღარე წყალი
3 ჩაის კოვზი შაქარი
200-250 გრამი ყინულის კუბიკები
და ნებისმიერი ტროპიკული ხილი.


ჩაყარეთ კივი-კოლადა ჩაის საწურში და დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ ჩაი მთლიანად დაიფაროს. დააცადეთ 6-7 წუთი და საწური ამოიღეთ წყლიდან.
ჩაის ნაყენს დააყარეთ შაქარი და კარგად მოურიეთ, რომ შაქარი მთლიანად გაიხსნას.
ამასობაში, მაღალ ჭიქაში ჩაყარეთ ყინულის კუბიკები და დაუმატეთ გამზადებული, ჯერ კიდევ ცხელი ჩაის ნაყენი.
კუბიკების  ნახევარი გადნება, ნახევარი კი დარჩება. 
ტროპიკულ ჩაიში  შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებით ჩაამატოთ დაჭრილი კივი, ბანანი ან ანანასი.
 
ლამაზად გააფორმეთ და ცივი ჩაი მზადაა.


 


შავი ჩაი „ელ გრეი ბერგამოტით“


ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი შავი ჩაი „ელ გრეი“ ბერგამოტით
1 ჩაის კოვზი შაქარი
150 გრ მდუღარე წყალი
200-250 გრამი ყინულის კუბიკები.


ჩაყარეთ ჩაის საწურში ელ-გრეის ბერგამოტიანი შავი ჩაი.
დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ საწური მთლიანად დაფაროს.
5 წუთის შემდეგ საწური ამოიღეთ და ჩაის ნაყენში ჩაყარეთ შაქარი.
კარგად მოურიეთ, რომ შაქრის კრისტალები გადნეს და ცხელ-ცხელი ჩაასხით ყინულის კუბიკებიან ჭიქაში. სასურველია, ფორთოხლის ნაჭერის დამატებაც, რადგან ბერგამოტი ციტრუსოვანია და ფორთოხალი სასმელის გემოს უფრო გაამდიდრებს.  


შენიშვნა:
შეგიძლიათ, ცივ ჩაის ცოტაოდენი ალკოჰოლი დაუმატოთ.
ჩაის კოქტეილს ყველაზე მეტად უხდება ბაკარდი - მისი ნეიტრალური გემოს გამო.
50 გრამი ბაკარდის დამატება კივი-კოლადას ჩაის განსაკუთრებულ არომატს მატებს.
ამავე კოქტეილს ძალიან უხდება ტკბილი ან ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო - თუნდაც,  „ქინძმარაული“. თუ გსურთ, რომ გამაგრილებელი ჩაისგან არაჩვეულებრივი და პიკანტური გემოს მქონე კოქტეილი მიიღოთ, ელ-გრეის ჩაის 50 გრამი კონიაკი დაუმატეთ.
თქვენც და თქვენი სტუმრებიც შედეგით ნამდვილად კმაყოფილები დარჩებით.






გემრიელად მიირთვით! 


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.