ფიგურული კალათები ან, უბრალოდ, გემრიელი ტარტალეტკები

კულინარია

2 აგვისტო 10:00, 2015 წელი

ფიგურული კალათები ცომის პატარა გუნდისგან მომზადებული ნამცხვარია, რომელიც ყველაზე უბრალო სუფრასაც კი საზეიმო ელფერს ანიჭებს.


ტარტალეტკების შიგთავსად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი, ჟელე და კრემი. მეტიც, ამ არაჩვეულებრივ ნამცხვარში ძალიან ეფექტურად გამოიყურება ხორცის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა სალათების გულსართიც.
მიცკევიჩის #29 მდებარე კაფე „იდეალის“ გამოცდილი  კონდიტერი ნონა კალანდაძე ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველისთვის, სრულიად განსხვავებული და უნივერსალური კალათების რეცეპტს გაგვიმხელს, რომელიც შეგიძლიათ როგორც სამარხვო, ისე ხსნილ დღეებში გამოიყენოთ.


ცომის ინგრედიენტები:


250 გრამი მარგარინი „ონა“
2 სუფრის კოვზი ზეთი
1 ჭიქა შაქრის პუდრა
2 სუფრის კოვზი წყალი
მწიკვი მარილი
1/2 ჩაის კოვზი სოდა
დაახლოებით, 2-3 ჭიქა ფქვილი.


ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ და იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ პლასტელინივით დამყოლი ცომი გამოგივიდეთ.
გამზადებული ცომი მაცივარში ნახევარი საათით გააჩერეთ.
შემდეგ პატარა გუნდებად დაყავით და სათითაოდ მოათავსეთ წინასწარ ფქვილში ამოვლებულ ფორმებში. თითების მოძრაობით (და ფქვილის დახმარებით) ცომი ისე უნდა გაანაწილოთ, რომ მხოლოდ ძირი და კედლები დაფაროს და არა მთლიანად ფორმა.
კალათის ფორმები საშუალო ცეცხლზე გამოაცხვეთ და გამოცხობისთანავე ფორმებიდან ამოიღეთ.


კალათის შიგთავსი:
შიგთავსის შერჩევა საკუთარი გემოვნებით შეგიძლიათ, თუმცა შეგახსენებთ, რომ ტარტალეტკას მომჟავო არომატები უხდება.
კალათის ძირში შეგიძლიათ ჩადოთ 1 ჩაის კოვზი შინდის ან ნებისმიერი მომჟავო არომატის ჯემი.
ჯემის თავზე კი ჩვეულებრივი მოხარშული კრემი ან ბეზე.
თუ სამარხვო კალათების გაკეთებას აპირებთ, ჩვენი სამარხვო კრემი ამისთვის იდეალური ვარიანტია.



კრემის ინგრედიენტები:
1 ჭიქა თბილი წყალი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი მარგარინი „დაჩა“.


ფქვილი და შაქარი ერთმანეთს კარგად შეურიეთ.
დაასხით თბილი წყალი და ნელ ცეცხლზე მოადუღეთ.
კარგად გაციებულს შეათქვიფეთ მარგარინი „დაჩა“.


კალათის თავზე „დამასრულებელი აკორდის“ როლს ნაღების კრემი შეასრულებს, რომელიც მაღაზიებში იყიდება და სამარხვო პარმალატის რძეს ეძახიან.
პროპორციით 1:1-ზე ნაღები წყალში გააზავეთ და კარგად ათქვიფეთ.
თუ თქვენი კალათები სამარხვო არაა, შესქელებული რძის დამატებაც შეგიძლიათ.
ეს კრემს განუმეორებელ არომატს მიანიჭებს.
გამზადებულ კალათებს თავზე კარამელი ან გამდნარი შოკოლადი მოასხით და ხილით გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!


კაფე „იდეალის“ ტორტები და ნამცხვრები შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე caffeideal.ge



 
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?