აჯაფსანდალი - ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი

კულინარია

13 აგვისტო 10:00, 2015 წელი

ზაფხულის დადგომისთანავე ქართული სამზარეულოს ამ უგემრიელესი კერძის მადისაღმძვრელი სურნელი, ალბათ, ყველა თქვენგანის სამზარეულოში ტრიალებს. თუმცა ახლა გთავაზობთ, მოამზადოთ აჯაფსანდალი ჩვენთან ერთად.

რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძის ექსკლუზიური რეცეპტი.

3 ულუფისთვის საჭირო ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 400 გრ;
ბულგარული წიწაკა წითელი/მწვანე - 300 გრ;
სტაფილო - 200 გრ;
კარტოფილი - 200 გრ;
ხახვი - 200 გრ;
მწვანილები: ქინძი, რეჰანი, ოხრახუში, მწვანე წიწაკა - 100 გრ;
რბილი პომიდორი - 1 კგ;
ზეთი - 300 გრ;
მარილი - გემოვნებით;

მომზადების წესი:
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად გარეცხეთ.
ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად.
ცალკე ჯამზე მოათავსეთ გახეხილი სტაფილო და ასევე, ცალკე, ღრმა თეფშზე - კანგაცლილი პომიდორი.
ბადრიჯანი გათალეთ ორი საპირისპირო  მხრიდან,  დაჭერით გრძლად და ზეთმოსხმულ ტაფაზე შეწვით. 
სანამ ბოსტნეულს ამზადებთ, დაზოგეთ დრო, დადგით ცეცხლზე კარტოფილი და მოხარშეთ.
თუკი უკვე ხახვიც წვრილად დაჭერით და მწვანილებიც, შეგიძლიათ კერძის მომზადებას შეუდგეთ.
აჯაფსანდალისთვის, სასურველია, ცოტა მოზრდილი ქვაბი აარჩიოთ, რათა ყველა ინგრედიენტი შიგ კარგად მოთავსდეს და მოითუშოს.
მაშ ასე, დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით ცოტა ზეთი და გაცხელებისთანავე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ხახვი მოითუშა, დაამატეთ კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პომიდორი.
პომიდვრის შემდეგ 2-3 წუთში ქვაბში უკვე უნდა ჩაყაროთ მოხარშული კარტოფილი და ნელ-ნელა დაუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტებიც (შემწვარი ბადრიჯანი, გახეხილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანე წიწაკა, მწვანილები, მარილი გემოვნებით).
ბოლოს კი ჩაასხით ქვაბში იმ რაოდენობის წყალი, როგორი სისქის კერძიც გსურთ მიიღოთ (გირჩევთ - 200 გრ.-ს).
ხარშეთ ნელ ცეცხლზე - მაქსიმუმ, 15 წუთი.
ცოტა ხანში თქვენს სამზარეულოში მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალება, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძი მზად არის.



შენიშვნა:
თუკი კერძს მომზადებისას ერთ სუფრის კოვზ ტომატს დაუმატებთ, უფრო მკვეთრი ფერი და გაჯერებული გემო ექნება;
აჯაფსანდალის  მომზადებას, დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდება;
პომიდორს ადვილად რომ გააცალოთ კანი, დაასხით ადუღებული წყალი, რამდენიმე წუთი დატოვეთ და შემდეგ მარტივად გაფცქვენით.
აჯაფსანდალი იჭმევა, როგორც ცივად, ასევე ცხლად - სურვილის მიხედვით.


გემრიელად მიირთვით! 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?