აჭარული ბორანო - უმარტივესი და უგემრიელესი კერძი

კულინარია

17 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

მას, ვინც ზაფხულობით მზიან ბათუმს სტუმრობს, მსუყე და ნოყიერი აჭარული კერძების გემო დიდხანს არ ავიწყდება. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული კერძია ბორანო.

აჭარული ბორანო რესტორან „აჭარული სახლის“ გამოცდილმა მზარეულმა ბულბული ფარტენაძემ შემოგვთავაზა.


1 ულუფა ბორანოსთვის საჭირო ინგრედიენტები:
აჭარული (ჩეჩილი/დაპწნილი) ყველი - 100 გრამი;
იაღი (კარაქი) - 50 გრამი (აჭარაში ნებისმიერი სახის ცხიმს  „იაღს“ უწოდებენ, ქარხნული წესით მომზადებულსაც კი);


მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ყველი მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში.
დაასხით მას ადუღებული წყალი და დაალბეთ. 
თუკი ყველი ძალიან მარილიანია, წყალი რამდენჯერმე შეუცვალეთ.
ბოლოს გადაწურეთ და დატოვეთ ქვაბში.
ტაფაზე გაადნეთ 50 გრამი კარაქი, ისე რომ კარაქმა მოყავისფრო ფერი მიიღოს.
კარგად მობრაწული კარაქი მოასხით დამბალ ყველს და ამოურიეთ.
გააჩერეთ 10-15 წუთი და... ბორანო მზად არის.  გემრიელად მიირთვით!


შენიშვნა:
ყველი სასურველია, დაძველებული იყოს.
აჭარელი გურმანები და მზარეულები ამტკიცებენ, რომ სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს განსაკუთრებულს ხდის.
თუკი ბორანო ოდნავ თხელი გამოგივიდათ, მობრაწული კარაქის მოსხმის შემდეგ შეგიძლიათ ოდნავ (დაახლოებით, 50 გრამი) პურის ფქვილიც დაუმატოთ.
ბორანის მომზადებას, დაახლოებით, 30 წუთი დასჭირდება (გამომდინარე იქიდან, რამდენად მარილიანია ყველი და რამდენჯერ დასჭირდება მას წყლის გადაწურვა).
1 ულუფა ბორანოს მოსამზადებლად, დაახლოებით, 3 ლარი დაგჭირდებათ.



დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...