კარამელიანი საბავშვო ტორტი „გუდვილისგან“, რომელსაც სახლშიც მარტივად დაამზადებთ

კულინარია

13 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

სპეციალურად სასწავლო წლის დაწყებისთვის, „გუდვილის“ ტექნოლოგი „funtime“-ის მკითხველებს ამ უგემრიელესი საბავშვო ტორტის რეცეპტს გიზიარებთ...

ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ კონდიტერების მიერ იტალიური და ფრანგული ტექნოლოგიებით დამზადებულ, უმაღლესი ხარისხის ტორტებსა და ნამცხვრებში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტები გამოიყენება. მათი ნუგბარი ყველაზე პრეტენზიული გემოვნების მომხმარებელსაც აკმაყოფილებს.


ინგრედიენტები ტორტის ბისკვიტისთვის:
4 კვერცხი
200 გრამი შაქარი
250 გრ. გაცრილი ფქვილი
40 გრ. სიმინდის სახამებელი
მწიკვი ვანილი და მარილი.


კვერცხის გულებს დააყარეთ 100 გრამი შაქარი, ჩადგით „ცხელ აბაზანაში“ და კარგად ათქვიფეთ (ცხელ აბაზანაზე შაქრის გალღობის შემდეგ, კვერცხის გულები უფრო სწრაფად და კარგად აითქვიფება).
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილები და 100 გრამი შაქარი.
ათქვეფილ გულებს დაამატეთ მშრალი პროდუქტები ანუ ფქვილი, სახამებელი, მარილი, ვანილი და ბოლოს ათქვეფილი ცილა.
ბისკვიტის ცომს ფრთხილად ამოურიეთ ზემოდან ქვემოთ, რომ ჰაერის ბუშტები შევიდეს და მოცულობამ მოიმატოს.
ცომი ჩაასხით წინასწარ გამზადებულ ყალიბში, რომელსაც ძირსა და კედლებზე ცხიმი აქვს მოსმული. გაითვალისწინეთ, რომ ზომიერ ცეცხლზე ამ ზომის ბისკვიტის გამოსაცხობად 20-25 წუთი სრულიად საკმარისია.



დასანამი სიროფის ინგრედიენტები:
200 გრამი შაქარი
100 წყალი.
წყალი და შაქარი წამოადუღეთ და გააცივეთ.



კარამელიანი მოხარშული კრემის ინგრედიენტები:
80 გრ. რძე
25 გრ. გაცრილი ფქვილი
40 გრ. შაქარი
6 გრ. კარტოფილის სახამებელი
150 გრ. 35%-იანი ცხოველური ნაღები („პრეზიდენტი“, „პარმალატი“, „სმეტანკა“)
150 გრ. მოხარშული შესქელებული რძე
მწიკვი ვანილი და მარილი.


კრემის მომზადება:
რძე ადუღებამდე გააცხელეთ.  
ცალკე ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი, კარტოფილის სახამებელი, ვანილი, მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და დაასხით ცხელი რძე.
ქვაბი შემოდგით გაზქურაზე და შეუჩერებელი მორევით, კრემი ადუღებამდე მიიყვანეთ.
სასურველია, რომ ადუღებიდან რამდენიმე წუთი კიდევ იდუღოს, რათა კარგად  მოიხარშოს.
გაციების შემდეგ კრემს შეურიეთ ნაღები, მოხარშული შესქელებული რძე და კარგად ათქვიფეთ.



ტორტის მომზადება:
გამომცხვარი და გაციებული ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად.
თითოეული ნაწილი დანამეთ, წაუსვით მოხარშული კარამელის კრემი და შეაერთეთ.
გამზადებულ ტორტს გარედან წაუსვით 100 გრ. კარაქისა და 150 გრ. შესქელებული რძისგან დამზადებული კრემი.



შენიშვნა:
გამზადებული ტორტი შეგიძლიათ, თქვენი ფანტაზიით გააფორმოთ (გახეხილი შოკოლადით, ბისკვიტის ნაფხვენებით, მარცეპანით...).
„გუდვილი“ ტორტის მოსართავად იყენებს იტალიური „მოდეკორის“ ფირმის სერტიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა მარცეპანს, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. 
ალერგიული ბავშვების ფაქტორის გათვალისწინებით, ტორტი არ იტვირთება ხილით, თხილითა და ნიგვზით. ამდენად, ეს ნუგბარი ყველაზე პრეტენზიული გემოვნებისა და წუნია ბავშვებისთვისაც კი ზედგამოჭრილია. 



გემრიელად მიირთვით! 


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?