ყველის სალათი - მარტივი, სასარგებლო და ნოყიერი

კულინარია

15 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

დღეს ყველის მოყვარულებს შემოგთავაზებთ ყველის სალათს, რომლის მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო გემო - განუმეორებელი. 


ყველის სალათი რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძის რეცეპტით.


2 ულუფა ყველის სალათისთვის საჭირო მასალა:
სულგუნი - 100 გრ;
კიტრი - 50 გრ;
პომიდორი - 50 გრ;
უკურკო ზეთის ხილი - 30 გრ;
გაუდა (ჰოლანდიური ყველი) - 50 გრ;
სალათის ფურცლები - 50 გრ;
მაიონეზი - 50 გრ;
მარილი, თეთრი ან შავი პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
კუბიკებად დაჭრილი სულგუნი ჩაყარეთ თასში.
პომიდორს ამოაცალეთ გული, დაჭერით კუბიკებად. დაამატეთ, ასევე კუბიკებად დაჭრილი კიტრი და გადაიტანეთ ყველიან თასში.
დაამატეთ წვრილად დაჭრილი სალათის ფურცლები,  რამდენიმე ნაწილად გაჭრილი ზეთის ხილი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მიღებულ მასას მოასხით მაიონეზი და კარგად გადაურიეთ.
გადაიტანეთ სალათი ლამაზ თეფშზე და ბოლოს ზემოდან ლამაზად მოაყარეთ გახეხილი გაუდას ყველი.
სალათი მზად არის!




შენიშვნა:
თუკი ყველი მარილიანია, სალათს მარილის დამატება არ დასჭირდება. 
თუკი ყველის სალათს სადღესასწაულო სუფრისთვის ამზადებთ, შეგიძლიათ, უკვე თეფშზე გადატანილი სალათი მწვანილებით ლამაზად მორთოთ.
2 ულუფა ყველის სალათის მომზადებას 15 წუთი დასჭირდება და 6 ლარი დაგიჯდებათ.

გემრიელად მიირთვით!



დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.