„მთვრალი ალუბალი“ შოკოლადის კრემით - ძნელია, ცდუნებას გაუძლო

კულინარია

11 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

ალუბლის სეზონი უკვე დასრულდა, თუმცა ამ უგემრიელესი ტორტის მოსამზადებლად გაყინული ალუბალი ან ალუბლის კომპოტიც გამოგადგებათ.

„მთვრალი ალუბლის“ რეცეპტი თავისუფლების მოედნის #4  მდებარე საკონდიტრო „lik @ nik“-ას გამოცდილმა კონდიტერმა დოდო ებანოიძემ ექსკლუზიურად მოგვაწოდა. 

ბისკვიტის ინგრედიენტები:
კვერცხი - 8
შაქარი -  8 სუფრის კოვზი
ფქვილი - 8 სუფრის კოვზი 
კაკაო - 100 გრ.
ვანილი


კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ. გული შეინახეთ, ცილებს კი შაქარი დააყარეთ და მიქსერით მკვრივი ბეზეს წარმოქმნამდე თქვიფეთ.
როცა ბეზე ისე გამაგრდება, რომ ჯამის გადმოტრიალებისას არ გადმოვა, სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. რამდენიმე წუთი თქვიფეთ და მიქსერი ამოიღეთ.
ცალკე ჯამში აურიეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო, ვანილი და ხის კოვზის დახმარებით ფაქიზად შეურიეთ ათქვეფილ კვერცხში. გამზადებული ცომი დაასხით ცხიმწასმულ კალკაზე და 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე გამოაცხვეთ.


დასანამი სეროფის ინგრედიენტები:
წყალი - 1 ლიტრი 
შაქარი - ნახევარი ჭიქა
კონიაკი - 1 სუფრის კოვზი
ხსნადი ყავა -  ერთი სუფრის კოვზი 


შაქარი და წყალი წამოადუღეთ და გაგრილების შემდეგ დაუმატეთ კონიაკი და ყავა.



კრემის ინგრედიენტები:
წყალი - 1 ლიტრი
ფქვილი - 1 ჭიქა  
შაქარი - 1 ჭიქა
კარაქი - 200 გრ.
შოკოლადი - 50 გრამი  
ვანილი - დანის წვერით


ფქვილი და შაქარი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
ნელ-ნელა დაასხით წყალი და შეუჩერებელი მორევით, კრემი მოადუღეთ.
წამოდუღებიდან 2-3 წუთში ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და კრემი გააგრილეთ.
გაციებულს შეათქვიფეთ ცალკე ათქვეფილი კარაქი, ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და ვანილი.


ტორტის მომზადება:
გამომცხვარი ბისკვიტი ჯერ სიგანეზე გაჭერით, შემდეგ სიგრძეზე.
გამოვა 4 ფენა, რომლებიც ერთმანეთზე უნდა დაალაგოთ.  
თითოეული ფენა კარგად დანამეთ, მოაწყვეთ კურკებგამოცლილი ალუბალი, წაუსვით კრემი და დაადეთ წინასწარ დანამული მეორე ფენა.
ასე გაიმეორეთ ყველა ფენაზე და ბოლოს თავზე მოასხით 200 გრამი გამდნარი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.