ფრანგული ფენოვანი ცომი - მარტივი, უნივერსალური და გემრიელი

კულინარია

22 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

ყველასთვის საყვარელი ნამცხვარი „ნაპოლეონი“, „სიგარეტები“, „ბაქლავა“, „ენა“, ნიგვზიანი ხვეულები, კრემიანი მილაკები, ფენოვანი ხაჭაპური, ლობიანი... ფენოვანი ცომისგან დამზადებული ნუგბარი ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ყველას დასახელება შორს წაგვიყვანს.

უნივერსალური ფენოვანი ცომის რეცეპტი ექსკლუზიურად, „Funtime“-ის მკითხველებისთვის გაგვიზიარა მრავალპროფილიანი კომპანია „მარშეს“ საცხობის მენეჯერ-ტექნოლოგმა ირინა გიქოშვილმა.
ამ რეცეპტით ცომის მომზადებას ნებისმიერი, თუნდაც დამწყები დიასახლისი მარტივად მოახერხებს. მთავარია პროპორციებისა და ტემპერატურული რეჟიმის ზუსტად დაცვა და მონდომება.  


ცომის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები:
ფქვილი - 1 კგ. უმაღლესი ხარისხის;
წყალი -  ნახევარი ლიტრი;
მარილი - 20 გრამი.
ფენოვანი ცომისთვის განკუთვნილი მარგარინი - 250 -300 გრ. ოთახის ტემპერატურის.


ცომის მომზადების წესი:
ფრანგული ფენოვანი ცომისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ.
ფქვილი უნდა იყოს აუცილებლად უმაღლესი ხარისხის, მარგარინი კი - ფენოვანი ცომისთვის განკუთვნილი


ფქვილის, მარილისა და წყლისგან მოზილეთ მაგარი ცომი და გაყავით ორ გუნდად.
თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, დაადეთ მარგარინი, გადაკეცეთ და ისევ გააბრტყელეთ.
ამ პროცესის დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ ტემპერატურული რეჟიმი.
ცომისა და მარგარინის ტემპერატურა ერთნაირი უნდა იყოს.
ცომის გაბრტყელებისა და გადაკეცვის პროცესი, მინიმუმ, ოთხჯერ მაინც უნდა გამეორდეს.
ყოველი დაფენოვნების შემდეგ ცომი მაცივარში (და არა საყინულეში!) ნახევარი საათით შეინახეთ. მთლიანად, ფენოვანმა ცომმა მაცივარში, მინიმუმ, 2 საათი მაინც უნდა გაატაროს, თუმცა, საბოლოო დაფენოვნების შემდეგ შეგიძლიათ, მაცივარში მთელი ღამითაც დატოვოთ და მეორე დღეს გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ამ ცომისთვის დაფენოვნება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.
დაფენოვნება სხვადასხვანაირი არსებობს.
ჩვენთან გამოიყენება ფრანგული კეცვის მეთოდი.
სახლის პირობებში უფრო გავრცელებულია კონვერტისებური დაკეცვა.
ცომის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფენების რაოდენობაზე.
1 სმ. სისქის ფენოვან ცომში ფენების რაოდენობა 70-დან იწყება და შეიძლება 300-მდე ავიდეს.
ჩვენთან დაფენოვნების პროცესს მანქანები ძალიან ეფექტურად ახორციელებენ.
სამწუხაროდ, ასეთი ეფექტის მიღწევა სახლის პირობებში თითქმის შეუძლებელია, თუმცა გახსოვდეთ, რომ ხაჭაპურისთვის და ლობიანისთვის ფენოვანი ცომი, დაახლოებით 1 სმ. სისქეზე უნდა გააბრტყელოთ, „ნაპოლეონი“ და კრემიანი მილაკები კი - 2 სმ-ზე.



ცნობისათვის:
მრავალპროფილიანი კომპანია „მარშე“ სავაჭრო ქსელში გთავაზობთ უნივერსალურ ფენოვან ცომს, რომელიც გაყინული სახით იყიდება.
შეგიძლიათ, ცომი ოთახის ტემპერატურაზე გაალღოთ და შემდეგ გამოიყენოთ ნებისმიერი პროდუქტის საწარმოებლად.
გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ გალღობილი ცომის ხელმეორედ გაყინვა დაუშვებელია.


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?