„ბურჟუიკაში“ გამომცხვარი ვანილიანი კექსი ბებიის რეცეპტით

კულინარია

6 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

ზამთრის სუსხიან დილას ლიმონიან ჩაისა და არომატულ კექსს არაფერი სჯობს, მით უფრო, თუ კექსი ბებოს რეცეპტითა და ძველისძველ „ბურჟუიკაშია“ გამომცხვარი. გურამიშვილის #33ა-ში მდებარე საცხობ „ნითას“ გამოცდილი კულინარი, ექსკლუზიურად, „funtime“-ის მკითხველისთვის, ბებიების ტრადიციული კექსის რეცეპტს გაგვიზიარებს.

კექსის მომზადებისთვის საჭიროა:
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 200 გრ. 
ფქვილი - 300-400 გრ.
მაწონი - 250 გრ. 
სოდა - 1 ჩ.კ. 
ზეთი - 100 გრ. 
ვანილი 
მწიკვი მარილი
გახეხილი ლიმონი - 1 ცალი.


მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
მოცულობაში კარგად რომ მოიმატებს, დაუმატეთ მაწონი, სოდა, ზეთი, ლიმონი, ვანილი და მარილი.
ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ და ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, ისე რომ არაჟნის სისქის ცომი მიიღოთ.
გამზადებული ცომი ცხიმწასმულ „ბურჟუიკაში“ ჩაასხით და თავზე ტკბილი საფანელი მოაყარეთ.



ტკბილი საფანელის მომზადების წესი:
2 სუფრის კოვზი შაქარი, 4 სუფრის კოვზი ფქვილი და 2 სუფრის კოვზი ზეთი კარგად ასრისეთ ერთმანეთში და „ბურჟუიკაში“ ჩასხმულ ცომს თავზე მოაყარეთ.
სურვილის შემთხვევაში, 2 სუფრის კოვზი კაკაოს დამატებაც შეგიძლიათ.

კექსი ცხვება საშუალო ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში. 


შენიშვნა:
თუ სახლში ბებიას დანატოვარი „ბურჟუიკა“ არ მოგეპოვებათ, გულს ნუ გაიტეხთ.
ამ მარტივად მოსამზადებელი კექსის გამოცხობა ნებისმიერ ფორმაში ან გაზქურის ლანგარზეც შესაძლებელია.



გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.