ტორტი „პრაღა“ - შოკოლადისა და ალკოჰოლის ჰარმონიის ექსკლუზიური რეცეპტი

კულინარია

10 იანვარი 12:00, 2016 წელი

ყველა დიასახლისს სმენია უგემრიელესი შოკოლადის ტორტის „პრაღის“ შესახებ, თუმცა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის გამო მის გამოცხობას ბევრი ვერ ბედავს. ჭავჭავაძის გამზირის N75-ში მდებარე რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს შეფ-მზარეულის ალექსანდრე კოშკელოვის მიერ ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველისთვის გაზიარებული რეცეპტი კი განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს.


მთლიანობაში ტორტისთვის საჭირო პროდუქტი:
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 5 სუფრის კოვზი
გამაფხვიერებელი - 18-გრამიანი შეკვრა ან ჩაის კოვზის მეოთხედი სოდა
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი 
კაკაო - 4 სუფრის კოვზი
35%-იანი ნაღები „პრეზიდენტი“ - 1 ლიტრი
შაქრის პუდრა -  5 სუფრის კოვზი 
კონიაკი - 100 გრ  
ტკბილი შავი ჩაი - 1 ჩაის ჭიქა
შავი შოკოლადი - 3 ფილა
პასტერიზებული რძე - 80 გრ.

აქედან
ბისკვიტისთვის საჭიროა:
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 5 სუფრის კოვზი
გამაფხვიერებელი - 18-გრამიანი შეკვრა ან ჩაის კოვზის მეოთხედი სოდა
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
კაკაო - 2 სუფრის კოვზი


კვერცხები და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ გამაფხვიერებელი (თუ გამაფხვიერებელი ვერ მოიძიეთ, სოდაც გამოგადგებათ).
ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ და მიქსერი გამორთეთ.
ათქვეფილ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და ხის კოვზით კარგად მოურიეთ - ერთგვაროვანი კონსისტენციის ცომი უნდა მიიღოთ.
მზა ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ყალიბში და 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
სანამ ტორტი ცხვება, გაამზადეთ კრემი და დასანამი სიროფი.  


კრემისთვის საჭიროა:
35%-იანი ნაღები „პრეზიდენტი“ - 1 ლიტრი
შაქრის პუდრა - 5 სუფრის კოვზი
კაკაო - 2 სუფრის კოვზი


ნაღები მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
როცა აფუმფულდება და კრემის კონსისტენციის გახდება, მიქსერი გამორთეთ და ხის კოვზის დახმარებით შეურიეთ შაქრის პუდრა.
შემდეგ ამ მოცულობის კრემი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით და მეორე ნაწილს 2 კოვზი კაკაო დაუმატეთ.


დასანამი სიროფისთვის საჭიროა:
კონიაკი - 100 გრ  
ტკბილი შავი ჩაი - 1 ჩაის ჭიქა

თბილ ჩაიში ჩაასხით კონიაკი და გააგრილეთ.


ტორტის აწყობა:
გამომცხვარი და გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე და დანამეთ.
ტორტის პირველ ფენას წაუსვით კრემი, დააფარეთ მეორე ფენა და წაუსვით დარჩენილი კრემი, რომელსაც კაკაო აქვს დამატებული.
ტორტისთვის საბოლოო სახის მისაცემად, ერთი ფილა შავი შოკოლადი გახეხეთ სახეხზე და მოაფრქვიეთ ტორტს თავსა და გვერდებზე.
დარჩენილი ორი ფილა შოკოლადი დატეხეთ, ჩაყარეთ ჯამში, დაასხით 80 გრ. პასტერიზებული რძე, ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ და მოასხით გამზადებულ ტორტს.

გემრიელად მიირთვით!


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?