ხბოს ხორცი შავი ღვინის სოუსში - არომატული და განსხვავებული კერძი

კულინარია

21 იანვარი 10:00, 2016 წელი

თუკი ხბოს ხორცს შავ ღვინოში მოხარშავთ და მას თაფლსაც დაუმატებთ, მსუბუქ და საოცრად არომატულ კერძს მიიღებთ. მოკლედ, გირჩევთ, გადახედოთ ამ ევროპული კერძის რეცეპტს და მის მომზადებასაც შეუდგეთ.

შავი ღვინის სოუსში მომზადებული ხბოს ხორცის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


ხბოს ხორცის შავი ღვინის სოუსში მოსამზადებლად საჭიროა:
ხბოს ხორცი - 250 გრ;
სტაფილო - 1 ცალი;
ხახვი - 1 თავი;
შავი ღვინო - 800 გრ;
როზმარინი - 1 ჩაის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
თაფლი - 1 სუფრის კოვზი;
შავი ბალზამიკო - 1 ჩაის კოვზი.


მომზადების წესი:
საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით შავი ღვინო და მოათავსეთ შიგ კარგად გარეცხილი, დაჭრილი ხბოს ხორცი.
როგორც კი ხორცი წამოდუღდება, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და ოთხ ნაწილად დაჭრილი ხახვი. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ მარილი, პილპილი - გემოვნებით და 1 ჩაის კოვზი როზმარინი.
როგორც კი ხორცი და სტაფილო მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან.
ეს სტაფილო და ხახვი აღარ დაგჭირდებათ, ხოლო ხორცი ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ.  
ქვაბში დარჩენილ ღვინოს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შავი ბალზამიკო.
ადუღეთ შავი ღვინო  გასქელებამდე, დაახლოებით, 5-10 წუთი.
ხბოს ხორცი გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე და ზედ მოასხით ღვინის სოუსი.


შენიშვნა:
ხბოს ხორცი შავი ღვინის სოუსში შეგიძლიათ, გემრიელი გარნირით გაამდიდროთ: ზეთში მოთუშეთ დაჭრილი სტაფილო, ბროკოლი და თეფშზე მოთავსებულ კერძს გვერდით მოუწყვეთ.
თუკი მოხარშული ხბოს ხორცი სპეციალური სოუსის მომზადებამდე გაგრილდა, ჩააბრუნეთ ღვინიან ქვაბში და თეფშზე სოუსთან ერთად გადმოიღეთ.
თუკი უფრო მოტკბო გემო გსიამოვნებთ, ღვინის სოუსს შეგიძლიათ, უფრო მეტი რაოდენობის თაფლი დაამატოთ.
ამ კერძის მოსამზადებლად, დაახლოებით, 40 წუთი დაგჭირდებათ.

გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?