ღორის ხორცის შნიცელი - მოამზადეთ „წამებში“

კულინარია

25 თებერვალი 10:00, 2016 წელი

დღეს გერმანულ შნიცელს წარმოგიდგენთ. ეს უგემრიელესი და ნოყიერი კერძი შეგიძლიათ, „წამებში“ მოამზადოთ. შემწვარი ღორის ხორცი და კანიანად შემწვარი კარტოფილი - ალბათ, დამეთანხმებით, რომ უკვე საინტერესოდ ჟღერს.

შნიცელის მომზადება რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეულ ალექსანდრე კოშკელოვის რეცეპტით.


მოსამზადებლად საჭიროა:
ღორის ხორცის რბილი ნაჭერი - 300 გრამი;
კვერცხი - 1 ცალი;
პარმეზანი - 20 გრ;
ორეგანო - 2 გრამი;
კარტოფილი - 1 ცალი;
პომიდორი (სასურველია ჩერი) - 1 ცალი;
კარაქი - 20 გრამი;
ნიორი - 2 კბილი;
კამა - 2-3 ღერი;
დაფქული სუხარი - 50 გრამი.


მომზადების წესი:
ღრმა თეფშში ჩატეხეთ  კვერცხი, დაამატეთ გახეხილი ყველი და ორეგანო და ეს ყველაფერი ერთად ათქვიფეთ.
გასუფთავებული და გარეცხილი ღორის ხორცის ნაჭერი ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ დაფქულ სუხარში, მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე და შეწვით დაბალ ცეცხლზე. 
კარგად გარეცხილი კარტოფილი კანიანად დაჭერით კუბიკებად და შეწვით კარაქში ცალკე ტაფაზე.
შეწვის პროცესში დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი. ბოლოს დაამატეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი და წვრილად დაჭრილი კამა. რამდენჯერმე მოურიეთ ფრთხილად, რომ პომიდორი არ ჩაიშალოს და გადადგით გაზქურიდან.
ახლად მომზადებული უგემრიელესი გარნირი გადაიტანეთ ოდნავ მოზრდილ თეფშზე და გვერდით დაუდეთ შემწვარი ღორის ხორცის ნაჭერი.
თქვენი შნიცელი მზად არის.


შენიშვნა: 
პარმეზანი შეგიძლიათ, ნებისმიერი მშრალი ყველით ჩაანაცვლოთ.
თუკი პომიდორი ჩერი არ გაქვთ, აქაც შეგიძლიათ, ჩვეულებრივი პომიდვრით ჩაანაცვლოთ, მხოლოდ ეცადეთ, რომ ცოტა მშრალი და მაგარი პომიდორი შეარჩიოთ. 
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩანაცვლების შემთხვევაში კერძს მთლიანი პომიდორი არ დასჭირდება.



გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?