თევზის ჩაშუშული - განსხვავებული კერძი 25 წუთში

კულინარია

7 აპრილი 12:00, 2016 წელი

თევზს, ალბათ, ხშირად ამზადებთ - შემწვარი, მოხარშული, ბაჟეში, ქინძმარში... დღეს განსხვავებულ რეცეპტს  წარმოგიდგენთ, შედეგით ნამდვილად ისიამოვნებთ.

ამჯერად ორაგულის ჩაშუშულს გავაკეთებთ, რომლის რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვთავაზობს.


ორაგულის ჩაშუშულის მოსამზადებლად საჭიროა:


ორაგულის ფილე - 1 კგ.
ხახვი - 2 ცალი;
პომიდორი - 0,5 კგ;
ტომატი - 1 ს/კ;
ზეთი - 100 გრ;
ქინძი - 100 გრ;
მჟავე კიტრი - 100 გრ;
ნიორი - 5-6 კბილი;
მწვანე წიწაკა - 1 ცალი;
მარილი, პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
კუბიკებად დაჭრილი ფილე მობრაწეთ ზეთიან ტაფაზე, ისე, რომ თევზი არ დაიშალოს.
ცალკე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ტომატი და კანგაცლილი პომიდორი.
ხახვის მოშუშვის პარალელურად, წვრილად დაჭერით ქინძი, მჟავე კიტრი, ნიორი, მწვანე წიწაკა და ეს ყველაფერი ჩაამატეთ ხახვიან ტაფაში.
დაახლოებით,  5-7 წუთის შემდეგ, დაამატეთ ცოტა წყალი, ისე რომ საშუალო სისქის სოუსი მიიღოთ.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ ინგრედიენტები კარგად ჩაიშუშა, დაამატეთ შემწვარი თევზის ფილე, ოდნავ მარილი, პილპილი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.
თევზის უგემრიელესი ჩაშუშული მზად არის!


შენიშვნა:
თევზის ფილეს მოსაბრაწად, მაქსიმუმ, 15 წუთია საჭირო.
ეცადეთ, ფილე არ ჩაიშალოს;
იმისთვის, რომ პომიდორს კანი მარტივად გააცალოთ, ჩადეთ ადუღებულ წყალში;
როგორც ნახეთ, ორაგულის ჩაშუშულს მწვანე წიწაკაც სჭირდება და პილპილიც. ეცადეთ, კერძი ძალიან ცხარე არ გამოგივიდეთ.
თევზის ჩაშუშულის მოსამზადებლად, 20-25 წუთი საკმარისია.


გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?