იტალიური რიზოტო - ღვინის, სოკოსა და ბრინჯის პიკანტური კომბინაცია

კულინარია

31 მარტი 12:00, 2016 წელი

რიზოტო პოპულარული იტალიური კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი ბრინჯია. დანარჩენი დანამატები კი უკვე თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. დღეს წარმოგიდგენთ კლასიკური რიზოტოს რეცეპტს თეთრი ღვინითა და სოკოთი.

კლასიკური რიზოტოს რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს გამოცდილი მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


რიზოტოს მოსამზადებლად საჭიროა:
ბრინჯი, მრგვალი, ყვითელი - 100 გრ.
თეთრი ღვინო - 100 გრ.
ქამა სოკო - 60 გრ.
პარმეზანი - 30 გრ.
ხახვი - 1 თავი
კარაქი - 30 გრ;
ყვითელი ყვავილი - 1 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
დადგით ბრინჯი გაზქურაზე მოსახარშად.
ბრინჯის მოხარშვამდე წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ დაჭრილი ქამა სოკო და მოასხით თეთრი ღვინო.
მიღებულ მასას დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, ყვითელი ყვავილი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ ხის კოვზით.
ბოლოს კი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, მარილი, პილპილი და  დაუმატეთ კარაქი. ეს კერძს კრემოვან სტრუქტურას შესძენს. 
დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ გაზქურა გამორთეთ.
აბა, გასინჯეთ, გემრიელია?


შენიშვნა:
რიზოტოს სპეციალური ბრინჯით ამზადებენ, რომელსაც არბორიო ეწოდება. მისი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სუპერმარკეტში.
როდესაც ცალკე ქვაბში ბრინჯს მოხარშავთ, ეცადეთ, ძალიან არ გადახარშოთ. უმჯობესია, თუკი ბრინჯს სრულ მოხარშვამდე 5 წუთით ადრე გადაიტანთ ტაფაზე.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ ტაფაში ბრინჯი  ჩაიხარშა, დაუმატეთ ცოტა წყალი.
რიზოტოს მომზადებისას მუდმივად უნდა ურიოთ.
ნუ დატოვებთ კერძს უმეთვალყურეოდ!
რიზოტოს მომზადებას, დაახლოებით, 30 წუთი სჭირდება.


გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?