ტროპიკული ხილის ტორტი ჟელეთი

კულინარია

27 მარტი 12:00, 2016 წელი

რა უნდა იყოს ტროპიკულ ხილზე უფრო არომატული და გემრიელი? ალბათ, მხოლოდ ტროპიკული ხილის ტორტი, რომლის რეცეპტსაც თავისუფლების მოედნის #4-ში მდებარე საკონდიტრო „lik @ nik“-ის გამოცდილი კონდიტერი დოდო ებანოიძე სპეციალურად „funtime“-ის მკითხველისთვის გაგვიზიარებს.

ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კლასიკური ტორტის ბისკვიტი, დასანამი სიროფი, მოხარშული კრემი, ნაღების კრემი და 10 ცალი უგემრიელესი კივი.       


ბისკვიტის ინგრედიენტები:
კვერცხი - 8
შაქარი - 8 სუფრის კოვზი 
ფქვილი - 8 სუფრის კოვზი 
ვანილი

მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ.
ცილა მიქსერით მკვრივი კონსისტენციის ბეზეს წარმოქმნამდე თქვიფეთ. 
როცა კარგად გამაგრდება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და კვერცხის გულები. ხის კოვზის დახმარებით ფრთხილად შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ვანილი. ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე გამოაცხვეთ.
გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით ჯერ დიაგონალზე და შემდეგ სიგანეზე, რომ ოთხი ფენა გამოვიდეს.


დასანამი სიროფი:
ნახევარ ლიტრ წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და წამოადუღეთ. გაგრილებულს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი ან ლიქიორი.


მოხარშული კრემის ინგრედიენტები:
რძე - 1 ლიტრი
ფქვილი - 1 ჭიქა  
შაქარი - 1 ჭიქა
კარაქი - 200 გრ.
ვანილი - დანის წვერით


მომზადების ტექნოლოგია:
ფქვილი და შაქარი ერთმანეთში აურიეთ.
ნელ-ნელა, შეუჩერებელი მორევით დაასხით რძე.
ფქვილი რძეში რომ გაიხსნება, დაადგით ცეცხლზე და კრემი მოადუღეთ. 
გაგრილებულს შეათქვიფეთ ცალკე ათქვეფილი კარაქი და ვანილი.


გარედან წასასმელი ნაღების კრემი:
კარგად ათქვიფეთ ნახევარი ლიტრი წყალი და ნახევარი ჭიქა ნაღები.
ეს კრემი ტორტის გარედან გაფორმებისთვის დაგჭირდებათ.  


ტორტის აწყობა:
ტორტის თითოეული ფენა კარგად დანამეთ.
წაუსვით კრემი, მოაწყვეთ თხლად დაჭრილი კივი და ასე გაიმეორეთ ბოლომდე. ტორტს ზემოდან ნაღების კრემი გადაუსვით, დარჩენილი კივის ნაჭრები მოაწყეთ და დაახლოებით 200 გრ. კივის ჟელეთი გააფორმეთ.


შენიშვნა:
კივის ჟელე შეგიძლიათ, საკონდიტრო მაღაზიებში შეიძინოთ.  

გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?