ბისკვიტის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 140 გრ.
თაფლი - 70 გრ.
ფქვილი - 200 გრ.
გამაფხვიერებელი - 8 გრ. (1/2 ჩ.კ.)
მარილი - 1 მწიკვი
გამდნარი კარაქი - 180 გრ.
1 ცალი ფორთოხლის ცედრა.
მომზადების ტექნოლოგია:
ბისკვიტი მზადდება ხელით შერევის პრინციპით.
შაქარი და კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ და თაფლი დაუმატეთ.
ფქვილში შეურიეთ მწიკვი მარილი და გამაფხვიერებელი, კარგად აურიეთ და კვერცხიან მასაში ჩაუშვით.
ბოლოს დაუმატეთ გამდნარი კარაქი, ფორთოხლის ცედრა და ყველაფერი კარგად აურიეთ.
ბისკვიტის ცომი გაყავით ორ ნაწილად, მოათავსეთ ყალიბში და ცალ-ცალკე 170%-ზე 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
დასანამი სიროფი:
შაქარი - 100 გრ.
წყალი - 100 გრ.
კონიაკი - 50 გრ.
შაქარი და წყალი წამოადუღეთ. რომ გაგრილდება, დაუმატეთ კონიაკი.
იტალიური მერინგი
კვერცხის ცილა - 100 გრ. (3 ცალი)
შაქარი - 200 გრ.
წყალი - 50 გრ.
შაქარი და წყალი დაახლოებით 15-25 წუთი ადუღეთ.
იმდენ ხანს უნდა იდუღოს, რომ სიროფმა ღია მოყვითალო ფერი მიიღოს და წყლიან ჭიქაში ჩაწვეთებისას არ გაიშალოს.
ჩართეთ მიქსერი და დაიწყეთ კვერცხის ცილის თქვეფა.
თქვეფის დაწყებისთანავე, ცოტ-ცოტა დაუმატეთ ცხელი სიროფი.
როცა ბეზე კარგად გაფუმფულდება და ორმაგი გახდება, ბეზე მზადაა.
ტორტის აწყობა:
ბისკვიტის ორივე ფენა უკანა მხრიდან კარგად დანამეთ.
წაუსვით ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი კრემი და ბისკვიტის მეორე ფენა დააფარეთ.
მზა ტორტს თავზე მერინგი გადაუსვით და რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.
გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია.