ხბოს ჩაქაფული - გაზაფხულის ექსკლუზიური კერძი სააღდგომოდ

კულინარია

28 აპრილი 12:00, 2016 წელი

ჩაქაფულის უცვლელი ინგრედიენტები - ტარხუნა და ახალი ტყემალი გაზაფხულზე შემოდის, ამ დროს დიდი მარხვაც სრულდება და სწორედ ამიტომ ამ კერძის დროც სწორედ ახლა დგება. კლასიკური ჩაქაფულისთვის ბატკნის ხორცია საჭირო, თუმცა მომზადება ხბოს ხორცითაც შეიძლება. დღეს ხბოს ჩაქაფულის რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.

ხბოს ჩაქაფულის მოსამზადებლად საჭიროა:


ხბოს ხორცი - 1 კგ;
ქინძი - 300 გრ;
მწვანე ხახვი - 300 გრ;
ტარხუნა - 300 გრ;
ახალი მწვანე ნიორი - 1-2 ღერი;
ახალი ტყემალი - 200 გრ;
თეთრი ღვინო - 0,5 ლიტრი;
კარაქი - 100 გრ;
მწვანე წიწაკა და მარილი - გემოვნებით.


ხბოს ჩაქაფულის მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი ხბოს ხორცი დაჭერით სასურველ ზომებად.
მწვანილები საგულდაგულოდ გარეცხეთ და დაჭერით.
შემდეგ მოზრდილ ქვაბში ხორცი და მწვანილები ფენებად ჩააწყვეთ - ქვაბში ჯერ ხორცი მოათავსეთ, ზემოდან მწვანილები მოაყარეთ, შემდეგ ისევ ხორცი და ზემოდან კვლავ მწვანილები.
ხორციან და მწვანილებიან ქვაბში ჩაამატეთ კარაქი, დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ ტყემალი, მოასხით თეთრი ღვინო და დადგით ნელ ცეცხლზე.
როგორც კი კერძი წამოდუღდება, მოურიეთ და მარილით შეაგემეთ.
როგორც კი სამზარეულოში მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდება, 
ხორცი შეამოწმეთ - თუკი მოიხარშა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაქაფული მზად არის. 


შენიშვნა:
იმავე მეთოდით მზადდება ბატკნისა და სოკოს ჩაქაფული;
ჩაქაფულის მომზადებისას ხორცი მხოლოდ ღვინოში იხარშება და კერძი წყლის დამატებას არ საჭიროებს;
ჩაქაფულის მომზადების დრო ხბოს ხორცის მოხარშვაზეა დამოკიდებული -მთლიანობაში, სავარაუდოდ, 40-50 წუთი სჭირდება.

გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი



კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?