„კიევური ტორტი“ - ხრაშუნა რეცეპტი თბილისელი კონდიტერისგან

კულინარია

5 ივნისი 12:00, 2016 წელი

თუ გამომცხვარი ბეზესა და თხილეულის მოყვარული ხართ და „კიევური ტორტის“ მდიდარი გემოც მოგწონთ, გამოცდილი კულინარის მანანა ვაჭარაძისგან ეს ორიგინალური რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ.


ბისკვიტისთვის საჭიროა:
კვერცხის ცილა - 12 კვერცხის
შაქარი - 3 ჭიქა
წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი - 200 გრ.
ფქვილი - 2,5 ჭიქა.


მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხის ცილა და გული საგულდაგულოდ გააცალკევეთ, ისე რომ ცილას გულის მცირე ნაწილიც კი არ შეჰყვეს.
ცილა მოათავსეთ ლითონის ჯამში და თქვიფეთ მყარი კონსისტენციის მასის მიღებამდე.
ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დადეთ გამანაწილებელი და ბეზეს ჯამი ზედ დადგით. თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და როცა შეატყობთ, რომ ბეზე შეთბა, ცეცხლიდან გადმოდგით.
თქვეფა ბეზეს გაცივებამდე უნდა გააგრძელოთ.
შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი ან თხილი და გაცრილი ფქვილი. ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ და ორი თანაბარი ზომის ფორმაში გადაიტანეთ, რომლებშიც კარაქწასმული საცხობი ქაღალდი იქნება ჩაფენილი. ბეზეს ფენები ცხვება 45-50 წუთის განმავლობაში, ზომიერად ცხელ ღუმელში.



კრემისთვის საჭიროა:
კვერცხის გული - 12 კვერცხის
შაქარი - 1ჭიქა
რძე - ჭიქის მესამედი
კარაქი - 500 გრ.
ვანილი - დანის წვერით
კონიაკი - 1 ჩაის კოვზი
კაკაო - 1 სუფრის კოვზი


კრემის მომზადება:
კვერცხის გულებით და შაქრით გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ ცივი რძე და დაბალ ცეცხლზე შემოდგით.
როგორც კი კრემი წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააციეთ.
ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ კარაქი. რომ გათეთრდება და მოცულობაში მოიმატებს, დაუმატეთ ვანილი, კონიაკი, კაკაო და ბოლოს გაციებული კრემი. კიდევ რამდენიმე წუთი თქვიფეთ და კრემი მზადაა.


ტორტის მოსართავი „პირამიდები“:
5 კვერცხის ცილა თქვიფეთ მყარი კონსისტენციის მასის მიღებამდე. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და 5 წუთი კიდევ თქვიფეთ. მიღებული ღრუბლოვანი მასა ოდნავ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე, კულინარიული ფორმის დახმარებით დასვით და ზომიერ ცეცხლზე გამოაცხვეთ.


ბოლო ეტაპი - ტორტის აწყობა:
ტორტის პირველ ფენას წაუსვით კრემი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და ტორტის მეორე ფენა დააფარეთ.
დარჩენილი კრემი ტორტს თავზე და გვერდებზე წაუსვით. მოაწყვეთ გამომცხვარი და გაგრილებული ბეზეს „პირამიდები“ და დარჩენილი ნიგვზით გააფორმეთ.
მზა ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით. 


შენიშვნა:
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ტორტი გახეხილი შოკოლადით ან დაფშვნილი ბეზეთიც გააფორმოთ. მოკლედ, ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით!


 


 

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?