„აკროშკის“ რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვთავაზობს.
„აკროშკის“ მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
კარტოფილი - 200 გრ;
კვერცხი - 2 ცალი;
კიტრი - 150 გრ;
ლორი - 100 გრ;
კამა - 15 გრ;
მწვანე ხახვი - 15 გრ;
მაწონი - 400 გრ;
არაჟანი - 200 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
ასევე, საშუალო ზომებად დაჭერით ლორი და გათლილი კიტრი.
ეს ყველაფერი გადაიტანეთ ქვაბში.
დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
ცალკე ჭურჭელში გადმოასხით მაწონი და კოვზით კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ქვაბში და დაამატეთ არაჟანი.
მიღებული მასა კარგად აურიეთ და დაამატეთ ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს. ბოლოს, შეაგემეთ მარილითა და პილპილით.
სულ ეს არის.
შენიშვნა:
გამზადებული „აკროშკა“ ცოტა ხნით მაცივარში შედგით და გააცივეთ.
სურვილისა და გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, სხვადასხვა ბოსტნეული დაამატოთ.
„აკროშკის“ მომზადებას, დაახლოებით, 15 წუთი სჭირდება.
გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია