გემრიელი „კარტოფილები“ თხილითა და შოკოლადით

კულინარია

20 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

ეს უგემრიელესი დესერტი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. რესტორან „საამოს“ (ხეივინის შესახვევი #2) გამოცდილი შეფ-მზარეული ლევან თებიძე ექსკლუზიურად „Funtime“-თვის სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი „კარტოფილების“ რეცეპტს გვთავაზობს.

ამ ნუგბარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კვერცხი - 5 ცალი
მაწონი -1 ქილა
მარგარინი - 200 გრ.
შაქარი - 2,5 ჩ/ჭ.
კაკაო - 1 ჩ/ჭ.
ფქვილი - 3 ჩ/ჭ.
სოდა - 1 ჩ/კ.
მწიკვი ვანილი,
შესქელებული რძე - 2 ქილა
ნიგოზი ან თხილი - გემოვნებით
კონიაკი - 30 გრ.

მომზადების წესი:
1-ლი მოქმედება:

კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ.
კარგად რომ აფუმფულდება და მოცულობაში მოიმატებს, დაუმატეთ მაწონში არეული სოდა და თქვეფა გააგრძელეთ.
ცალკე ჯამში გაადნეთ მარგარინი და ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ.
ყველაზე ბოლოს დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი, კაკაო და ვანილი და კარგად აურიეთ.
ცომი ცხიმწასმულ ფორმაზე დაასხით და 180 გრადუსზე, 20-25 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

მე-2 მოქმედება:
გამომცხვარი და გაცივებული ბისკვიტი კარგად დაფშვენით.
დაუმატეთ შესქელებული რძე, სურვილისამებრ, თხილი ან ნიგოზი და კონიაკი. ყველაფერი კარგად აზილეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გააკეთეთ კარტოფილის ფორმის ბურთულები და ქოქოსის ფანტელში, გახეხილ შოკოლადში ან კაკაოში ამოავლეთ.

შენიშვნა:
მზა „კარტოფილები“ სასურველია, ცოტა ხნით მაცივარში მოათავსოთ.

გემრიელად მიირთვით!


საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

როგორია ოჯახური ცხოვრება სინამდვილეში

ფოტოგრაფ დანიელე გიუნტერს (Danielle Guenther) მობეზრდა ჩვეულებრივი საოჯახო ფოტოსესიები ლამაზ ინტერიერში, სადაც ყველა გამოპრანჭულია და ბედნიერი იღიმება. მან გადაწყვიტა, საოჯახო ცხოვრება ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადაეღო. რა გამოვიდა, ამას ქვემოთ იხილავთ.