ინდაური ნიგვზით - მოვემზადოთ შობისთვის

კულინარია

5 იანვარი 12:00, 2017 წელი

მსოფლიოს მრავალ  ქვეყანაშისაშობაო-საახალწლო სუფრისთვის ინდაურს, როგორც წესი, სხვადასხვა გულსართით ტენიან და ღუმელში წვავენ. საქართველოში კი, ძირითადად, საცივს ამზადებენ, რაც საკმაოდ შრომატევადია.  დღეს გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ კერძს - ინდაურს ნიგვზით. მას არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება, არც დრო და შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც ცივად, ასევე ცხლად... 

საჭირო ინგრედიენტები:
ინდაურის ხორცი - 1 კგ;
ხახვი - 600 გრ;
ქინძი - 2 საშუალო კონა;
ნიგოზი - 300 გრ;
ნიორი - 2-3 კბილი;
მარილი, შავი პილპილი და თეთრი ღვინის ძმარი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
გასუფთავებულ ინდაურს გააცალეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად ისე, რომ ხორცი ძვალს არ მოაშოროთ;
დაჭრილი ხორცი მოათავსეთ ქვაბში.
ჩაამატეთ  გარჩეული ხახვი დაუჭრელად და გარეცხილი ქინძის მთლიანი კონები. დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს.
შედგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე  და მოხარშეთ;


როგორც კი ხორცი მოიხარშება, ქვაბიდან ფრთხილად ამოიღეთ მთლიანი ხახვი და ქინძის კონა. შემდეგ კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზთან და ნიორთან ერთად;
მოხარშული ხორცი ამოიღეთ ქვაბიდან, ოდნავ შეაგრილეთ და გააცალეთ ძვლები. შემდეგ კი, გატარებულ ინგრედიენტებთან ერთად, ჩააბრუნეთ ნახარშში. დაუმატეთ ძმარი, მარილი, შავი პილპილი და წამოადუღეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში.
კერძი მზად არის.

შენიშვნა:
ინდაურის ეს ნიგვზიანი კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე, ცივად;
სურვილის შემთხვევაში, ინდაურის ხორცს პირველი ნახარში წყალი შეგიძლიათ გადაუწუროთ. შემდეგ დაამატეთ ანადუღარი წყალი და მომზადება მოცემული რეცეპტის მიხედვით განაგრძეთ;
კერძის მოსამზადებლად 50 წუთი საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!


საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

როგორია ოჯახური ცხოვრება სინამდვილეში

ფოტოგრაფ დანიელე გიუნტერს (Danielle Guenther) მობეზრდა ჩვეულებრივი საოჯახო ფოტოსესიები ლამაზ ინტერიერში, სადაც ყველა გამოპრანჭულია და ბედნიერი იღიმება. მან გადაწყვიტა, საოჯახო ცხოვრება ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადაეღო. რა გამოვიდა, ამას ქვემოთ იხილავთ.