ეპისცია - „მანათობელი მცენარე“

მებაღის რჩევები

29 აგვისტო 12:00, 2015 წელი

ეპისცია საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებული მცენარეა, რომლის სახელწოდება ბერძნულიდან მომდინარეობს და ქართულად მუქს, ჩაბნელებულს ნიშნავს, თუმცა ხალხში ერთი საოცარი თვისების გამო, პირიქით - „მანათობელ მცენარეს“ უწოდებენ.


ეპისცია (ლათ. Episcia)
– საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებულ გესნერისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და დაახლოებით 30-40 სახეობას აერთიანებს. მცენარის სახელწოდება ბერძნულიდან მომდინარეობს („episkios“ - მუქი, ჩაბნელებული), თუმცა ინგლისურ წყაროებში მას - „Flame Violet“-ს, „Chameleon Plant“-სა და „Orange african violet“-საც უწოდებენ, რაც ქართულად „იისფერ ალს“, „მცენარე-ქამელეონსა“ და „ფორთოხლისფერ აფრიკულ იას“ ნიშნავს.
ეპისცეას სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, სადაც ტროპიკულ ტყეებში დაბალი ბალახების სახითაა წარმოდგენილი.
მცენარეს ერთი უცნაური თვისება ახასიათებს - მისი ჭრელი და ბარხატისებური ფოთლები თითქოს შუქს გამოსცემსო, ისე ანათებს. ამას ეპისციას ფოთლების ზოგიერთი ნაწილის შუქის არეკვლის უნარი განაპირობებს.
ეპისცეას ამგვარ „ნათებას“ წითლად და ჟოლოსფრად შეფერილი ცეცხლოვანი ყვავილებიც ემატება და ამ ყველაფრის გამო ხალხში მას „მანათობელი მცენარეც“ შეარქვეს.


 


განათება და ტემპერატურა
ეპისციას ბევრი შუქი სჭირდება, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები ვნებს.
ამიტომ მცენარე ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ, მხოლოდ ისე, რომ შუადღის მცხუნვარე მზე არ ხვდებოდეს.
ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 18-25 გრადუსია, რაც შესანიშნავად შეესაბამება ოთახის პირობებს.


 


ჰაერის ტენიანობა
მოზრდილი ეპისცია ჰაერის ტენიანობის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ,  ახალგაზრდა მცენარეს კი შედარებით მაღალი ტენიანობის პირობები უნდა შეუქმნათ.
ამ მიზნით რეკომენდებულია მორწყვის შემდეგ მცენარეს რამდენიმე საათით პოლიეთილენის პარკი გადააფაროთ.
ბუსუსებიანი ფოთლების გამო, არ არის რეკომენდებული ეპისციასთვის ფოთლებზე წყლის შესხურება, ან შხაპის მოწყობა.


 


მორწყვა
მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში რეგულარულად, მაგრამ ზომიერად უნდა მოირწყას, ზამთარში კი მორწყვიდან მორწყვამდე მიწის კარგად გამოშრობას უნდა დაელოდოთ.
დაუშვებელია მორწყვისას ფოთლებზე წყლის მოხვედრა, ქოთნის სადგამზე ჩამოღვრილი წყალი კი დაუყოვნებლივ უნდა გადაღვაროთ.



ნიადაგი და გადარგვა
ეპისცია ყოველწლიურად მხოლოდ გაზაფხულზე უნდა გადაირგოს. 
ქოთანი არცთუ ისე დიდი ზომის უნდა იყოს.
ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟის მოწყობა აუცილებელია, ამისთვის კენჭების ან კერამზიტის ნატენების გამოყენება შეგიძლიათ.
რაც შეეხება ნიადაგს, ის ფხვიერი, მაგრამ არცთუ ნოყიერი უნდა იყოს.
შეგიძლიათ, სპეციალურად იებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგი შეიძინოთ, ან ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშისგან (3/2/1) თავადვე მოამზადოთ.


 


განოყიერება
ეპისცია ყვავილობის პერიოდში, თვეში 2-ჯერ, მოყვავილე დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით უნდა გაანოყიეროთ.


 


გამრავლება
ეპისცია შეგიძლიათ თესლით, ფოთლით ან შვილობილი როზეტებით გაამრავლოთ.
ეპისციას თესლით გამრავლება შედარებით რთულია, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეთ, მცენარე ამ მეთოდით გაამრავლოთ, გაითვალისწინეთ, რომ ნათესს ზემოდან შუშის ქილა უნდა დააფაროთ, დროდადრო მიწა ოდნავ უნდა დაასველოთ და გაანიავოთ.
შედარებით მარტივია მცენარის შვილობილი როზეტებით გამრავლება, ამისთვის საჭიროა: განვითარებული როზეტები (3-4 ფოთლით) დედა მცენარეს ფრთხილად მოაშოროთ და დასაფესვიანებლად წყალში (3-4 სმ-ზე) ჩადოთ. ასეთი წესით, მცენარე ძალიან მოკლე დროში დაფესვიანდება.
რაც შეეხება მცენარის ფოთლით გამრავლებას, ამისთვის: უნდა მოაჭრათ მცენარეს კარგად განვითარებული ფოთოლი და წყალში, ან მსუბუქ სუბსტრატში დააფესვიანოთ. დასაფესვიანებელ ფოთოლს ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის ბოთლი უნდა დააფაროთ. როგორც კი ფოთოლი კარგად დაფესვიანდება, შეგიძლიათ, ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?