ოთახის ჟასმინი - მომაჯადოებელი არომატი თქვენს ოთახში

მებაღის რჩევები

5 მარტი 12:00, 2016 წელი

ჟასმინი ულამაზესი, არომატული ყვავილებით გამორჩეული მარადმწვანე მცენარეა, რომლის ყვავილებისგან მიღებულ ეთერზეთებს დღემდე აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიასა თუ პარფიუმერიაში. მართალია, ჟასმინს, ძირითადად, ბაღებსა და პარკებში რგავენ, ან კედლების, აივნებისა და ტალავერის გასამწვანებლად იყენებენ, მაგრამ არსებობს ჟასმინის საოთახო სახეობებიც. დღეს სწორედ ჟასმინის საოთახო სახეობებზე გესაუბრებით:

ჟასმინი (ლათ. Jasminum) ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც უმთავრესად აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. საქართველოში ჟასმინის მხოლოდ რამდენიმე სახეობა ხარობს, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება სამკურნალო, ანუ ნამდვილი ჟასმინი (ლათ. Jasminum officinale) და ტანდაბალი, ანუ ბუჩქოვანი ჟასმინი (ლათ. Jasminum fruticans). ორივე მათგანი კარგი დეკორატიული მცენარეა, რომელსაც, ძირითადად, ბაღებსა და პარკებში რგავენ, ან კედლების, აივნებისა და ტალავერის გასამწვანებლად იყენებენ, თუმცა არსებობს ჟასმინის სახეობები, რომლებიც თავს ოთახის პირობებშიც მშვენივრად გრძნობენ.
ასეთებია, მაგალითად: დიდყვავილა ჟასმინი (ლათ.Jasminum grandiflorum), სამკურნალო ჟასმინი (ლათ.Jasminum officinale), უხვყვავილიანი ჟასმინი (ლათ.Jasminum polyanthum) და სამეფო ჟასმინი (ლათ. Jasminum rex).  
ჟასმინის ყვავილისგან ამზადებენ არომატულ და სასარგებლო თვისებებით გამორჩეულ ჩაის, იღებენ სურნელოვან ეთერზეთს, რომელსაც აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში. სწორედ ამ მომაჯადოებელი სილამაზისა და არომატის მქონე ყვავილების გამო ჟასმინს მეორენაირად „ღამის დედოფალი“ შეარქვეს.


განათება

ჟასმინი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ, მხოლოდ ზაფხულობით შუადღის მწველი მზე ფარდით გაუფანტეთ.

ტემპერატურა
ტემპერატურული რეჟიმის მიმართ ჟასმინი მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ - გაზაფხულსა და ზაფხულში ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურას საჭიროებს, ზამთარში კი 12-16 გრადუსზე „ისვენებს“.

ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა ჟასმინისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თუ მცენარე მშრალ გარემოში იმყოფება ფოთლებზე წყალი რეგულარულად შეასხურეთ, მხოლოდ ეცადეთ, წყალი ყვავილებზე არ მოხვდეს.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში ჟასმინი უხვად მორწყეთ. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ. კარგი იქნება, თუ მოსარწყავ წყალში რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენსაც ჩაამატებთ.
ზამთრიდან, როცა ჟასმინი ყვავილობისთვის მომზადებას დაიწყებს, მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ და მცენარე მხოლოდ კვირაში 1-ხელ მორწყეთ.

განოყიერება
გაზაფხულიდან შემოდგომამდე ჟასმინი 2 კვირაში ერთხელ, მინერალური და ორგანული სასუქებით მონაცვლეობით გაანოყიერეთ. შემოდგომიდან სასუქი მხოლოდ თვეში 1-ხელ მიაწოდეთ, ზამთარში კი განოყიერება საერთოდ შეუწყვიტეთ.

გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე (3 წლამდე) ყოველწლიურად, გაზაფხულობით გადარგეთ, მოზრდილი ეგზემპლარები კი (3 წლიდან ზემოთ) გადარგვას 2-3 წელიწადში 1-ხელ საჭიროებს.



ნიადაგი
ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი და ოდნავ მჟავე უნდა იყოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას თანაბარი რაოდენობის ფოთლოვანი მიწის, კორდის მიწის, ტორფისა და ქვიშისგან მოამზადებთ.
შეგიძლიათ, საჭირო ნიადაგი ნაყიდი სუბსტრატების შერევითაც მოამზადოთ, ამისთვის საჭიროა: 1 წილ აზალიებისთვის ან ვარდებისთვის განკუთვნილ ნიადაგს, 3 წილი ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი ნიადაგი, 1 წილი ქვიშა და ცოტაოდენი ვერმიკულატი გადაურიოთ.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ძირში კერამზიტის ნატეხების თხელი ფენაც უნდა მოაყაროთ.

გასხვლა
როგორც წესი, ჟასმინი ლიანას ფორმით უნდა გაზარდოთ, ამიტომ საჭიროა მცენარეს ქოთანში სპეციალური სამაგრი მოუწყოთ.
აქტიური ზრდისთვის აუცილებელია, გაზაფხულობით ახალგაზრდა ტოტები 1-2 სმ-ით, გრძელი და უშნოდ გამოზრდილი ტოტები კი 1/3-ით დაუმოკლოთ. თუ საჭიროება მოითხოვს, მცენარე შეგიძლიათ წელიწადში 2-3-ჯერაც გასხლათ.

გამრავლება

ყველაზე ადვილია ჟასმინის კალმით გამრავლება. ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს დაახლოებით 12-15 სმ-ის სიგრძის კალამი (კალამზე 4-6 ფოთოლი მაინც უნდა იყოს) და დასაფესვიანებლად წყალში ან ქვიშისა და ფოთლოვანი მიწის ნაზავში მოათავსოთ. უკეთესად დაფესვიანებისთვის, შეგიძლიათ ზრდის სტიმულატორები - ჰეტეროაუკსინი ან კორნევინი გამოიყენოთ. როგორც კი კალამს ახალი ფოთლები ამოეზრდება (დაახლოებით 1-1,5 თვეში) მცენარე შეგიძლიათ პატარა ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დაავადებები
არასაკმარისი მოვლის შემთხვევაში ჟასმინს შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა მავნებელი. ეს მავნებლები შეგიძლიათ, სპეციალური ხსნარით გაანადგუროთ. ასეთი ხსნარის მოსამზადებლად ერთმანეთში უნდა აურიოთ წყალი, თამბაქოსა და გვირილის ნაყენი, სარეცხი საპონი და პერმეტრინის შემცველი პრეპარატები და მცენარეს მიასხუროთ ან/და ფოთლები გაუწმინდოთ.
ხსნარის გამოყენებიდან 2-3 საათის შემდეგ ფოთლებს თბილი წყალი უნდა გაავლოთ.
აღნიშნული პროცედურა მანამ უნდა გააგრძელოთ, სანამ მავნებლები სრულად რა განადგურდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?