ფურისულა - გაზაფხულის მაცნე

მებაღის რჩევები

16 მარტი 14:00, 2016 წელი

ფურისულა ოთახისა და ბაღის ულამაზესი მცენარეა, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა მემცენარეებში. ამ სტატიაში ფურისულას მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.

ფურისულა (ლათ. Primuma) - ფურისულასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარე, რომელიც ადრიან გაზაფხულზე, თოვლის დადნობისთანავე იწყებს ყვავილობას და საკმაოდ ხანგრძლივად, ივნისის ბოლომდე ყვავის. ფურისულა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უპირატესად ზომიერი კლიმატის რაიონებში - ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩინეთში. ბუნებაში არსებობს მცენარის დაახლოებით 500-მდე სახეობა, თუმცა ყველაზე პოპულარულია შემდეგი სახეობები:
გაზაფხულის ფურისულა - 30 სმ-მდე იზრდება, გამოირჩევა ქოლგისებურად შეკრული ყვითელი ან ფორთოხლისფერი ყვავილებით და მაისიდან ივნისის ბოლომდე ყვავის;
ტანმაღალი ფურისულა - 35 სმ-მდე იზრდება, ფოთლები ფესვის ყელთან როზეტისებურად აქვს შეკრული, ხოლო ყვავილები შესაძლოა, ჰქონდეს ყვითელი, თეთრი, ფორთოხლისფერი, წითელი ან ცისფერი;
იაპონური ფურისულა - წარმოშობით იაპონიიდანაა და სიმაღლეში 25 სმ-ს აღწევს, მაგრამ საკმაოდ მაღალი (45 სმ-მდე) ყვავილედი აქვს, რომელზეც წვრილ-წვრილი ყვავილები შანდლისებურად აქვს განლაგებული. იაპონური ფურისულას ყვავილები შეიძლება იყოს წითელი, ჟოლოსფერი ან ვარდისფერი;
ჩვეულებრივი ფურისულა - უხვად ყვავის და კონკრეტული სახეობიდან გამომდინარე შესაძლოა, იყოს წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი ან ფორთოხლისფერი.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე პოპულარულია ე.წ. ოთახის ფურისულა, რომელსაც მრგვალი ფორმის ფოთლები ქვემოთ აქვს დახრილი, ხოლო ყვავილები ქოლგისებურად აქვს შეკრული და შესაძლოა, იყოს თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ლურჯი ან იასამნისფერი.
ფურისულას სამკურნალო თვისებებიც აქვს - მისი ყვავილებისგან ამზადებენ დამამშვიდებელ ჩაის, ნორჩ ფოთლებს კი იყენებენ სალათებში (ითვლება რომ ველური ფურისულას ერთი ფოთოლი ორგანიზმისთვის აუცილებელი C ვიტამინის დღიურ დოზას შეიცავს).

განათება
ფურისულას მზის პირდაპირი სხივები ვნებს (ფოთლები უხუნდება და ეწვება), ამიტომ შუადღისას მზე ფარდით მოუჩრდილეთ, ან ცოტა ხნით ნახევრად ჩრდილში გადადგით.

ტემპერატურა
ყვავილობის პერიოდში ფურისულას სახეობათა უმრავლესობას 12-150C ტემპერატურაც ჰყოფნის, თუმცა ოთახის ფურისულას ოდნავ მაღალი - 16-200C ტემპერატურა სჭირდება. ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარე სახლის ყველაზე გრილ ოთახში დადგათ, ან  ბაღში, ნახევრად ჩრდილში გადარგეთ და სახლში მხოლოდ ზაფხულის ბოლოს დააბრუნეთ.

ჰაერის ტენიანობა
ჰაერის ტენიანობის მიმართ მცენარე მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ, მაგრამ ზედმეტად მშრალ ჰაერზე ფოთლის კიდეები უხმება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ პერიოდულად ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.

მორწყვა
ყვავილობის დროს, ნიადაგი მუდმივად ოდნავ ტენიანი უნდა იყოს, მხოლოდ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ფესვებში წყალი არ ჩადგეს. ყვავილობის დასრულების შემდეგ მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ - დაახლოებით 1 კვირაში ერთხელ მორწყეთ.

ნიადაგი და გადარგვა
ყვავილობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, ფურისულა ღია გრუნტში გადარგოთ, მაგრამ თუ მცენარეს ოთახში დატოვებთ - შვილეული როზეტები მაინც გადარგეთ.
ნიადაგი ფხვიერი და წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ მას თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, ტორფის, ფოთლოვანი მიწისა და ქვიშისგან მოამზადებთ. ქოთნის ფსკერზე მსხვილი კენჭების, ან აგურის ნატეხებით კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ.

განოყიერება
გაკვირტვიდან ყვავილობის დასრულებამდე, 2 კვირაში ერთხელ მცენარე მიკროელემენტებით მდიდარი რომელიმე კომპლექსური სასუქის სუსტი ხსნარით გაანოყიერეთ.

გამრავლება
ფურისულას თესლით, ფოთლის დაკალმებით, ან გადარგვისას - ბუჩქის დაყოფით ამრავლებენ.
თესლით გამრავლებისთვის საჭიროა: ხელოვნური დამტვერვით მიღებული თესლი ივნისში ან ივლისში უნდა ჩათესოთ ტორფისა და ქვიშის ნაზავში და ზემოდან შუშა დააფაროთ. ნათესი უნდა მოათავსოთ გრილ (15-180C) და ბნელ ადგილას და პირველი ყლორტების ამოსვლას დაელოდოთ. წესით, ნათესი დაახლოებით 2 კვირაში ამოიწვერება.
ფოთლის დაკალმებისთვის მცენარეს უნდა მოაჭრათ კარგად განვითარებული, მოზრდილი ფოთოლი და წყალში დააფესვიანოთ.
რაც შეხება ბუჩქის დაყოფით გამრავლებას, ეს ძალიან მარტივია  და საკმარისია, დედა ბუჩქს მხოლოდ „შვილეული“ ამონაყარი მოაშოროთ და ცალკე ქოთანში გადარგოთ.

დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.