„ეს არის სამსახური, სადაც, ვიცი, ბოლომდე დავრჩები“

მოზაიკა

10 თებერვალი 18:30, 2017 წელი

„ძალიან ცვალებადი ბუნება მაქვს და მალე მბეზრდება ყველაფერი, მაგრამ ეს არის  სამსახური, სადაც, ვიცი, ბოლომდე დავრჩები“, - ამბობს  სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტი ლელა ჩომახაშვილი, რომელიც ამ სფეროში გასულ წელს დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა.

- ლელა, რა სპეციალობის ხართ და რას საქმიანობდით, სანამ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მოხვდებოდით?
- დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ფაკულტეტი, თუმცა ჩემი სპეციალობით მხოლოდ 2 წელი ვიმუშავე, რადგან მაშინ ეს არცთუ მოთხოვნადი პროფესია იყო. ამის შემდეგ ცოტა ხანი გაყიდვების მენეჯერი ვიყავი კერძო ბიზნესში, ადამიანურ ურთიერთობებსა და მართვის ფსიქოლოგიაზე ლექციებსაც ვკითხულობდი... შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დადგა ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდი - სამსახურს ვეღარ ვშოულობდი. იმის გამო, რომ უკვე 40 წლის ვიყავი, ყველგან უარს მეუბნებოდნენ.


- „ჯიპიაი ჰოლდინგში“ როგორ მოხვდით?
- სამუშაოს მაძიებელთათვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე WORKNET-ზე ვიყავი დარეგისტრირებული, თუმცა ეს იმდენი ხნის წინათ იყო, რომ ამ საიტის პაროლიც კი დავიწყებული მქონდა. 2016 წლის აპრილში WORKNET-დან დამირეკეს  და „ჯიპიაის“ დასაქმების ფორუმზე მისვლა შემომთავაზეს. იმ დროს მამა მყავდა ავად და იმდენად ცუდ ხასიათზე ვიყავი, რომ არანაირ სამუშაოზე არ მინდოდა ფიქრი, თან მცდარი წარმოდგენა მქონდა სადაზღვევო კომპანიებზე - მეგონა, გაყიდვების სპეციალისტს მთელი დღე ქუჩა-ქუჩა უნდა ევლო... ამიტომ, რომ არა მამაჩემის დაჟინებული თხოვნა, ფორუმზე წასვლას არც ვიფიქრებდი.


- რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ მუშაობის დასაწყებად?
- სულ რამდენიმე ეტაპი იყო - ჯერ ფორუმზე გამოვცხადდი, ორი კვირის შემდეგ გასაუბრება გავიარე კლინიკა „კურაციოში“. ეს ეტაპიც გადავლახე და ზუსტად 1-ელ ივლისს დავიწყე მუშაობა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“.


- რა სირთულეები შეგხვდა ამ სფეროში?
- ამ სისტემაზე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ „ჯიპიაიში“ მოსვლის შემდეგ გავიარე ტრენინგები სასწავლო ცენტრში. მართალია, სამუშაო მარტივი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო და  სასიამოვნოა... დღის განმავლობაში მაქვს საინტერესო შეხვედრები და ზუსტად ეს მხიბლავს - ადამიანებთან ურთიერთობა. აქ იმდენად მეგობრული გარემოა, რომ თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ...  ჩემთვის ამ კომპანიაში ყველაფერი მისაღებია... ასე რომ არ იყოს, აქ მუშაობას ვერ შევძლებდი. ზოგადად, ძალიან ცვალებადი ბუნება მაქვს და მალე მბეზრდება ყველაფერი, მაგრამ ეს არის სამსახური, სადაც, ვიცი, ბოლომდე დავრჩები.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?