M group-ის საჩუქარი მომხმარებელს: 11-ლარიანი ლანჩ-მენიუ „ოტიუმში“ და ჯგუფი „სახე“ შეყვარებული წყვილებისთვის

მოზაიკა

11 თებერვალი 20:00, 2016 წელი

ამ თანხის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ სამი კერძი და სასურველი სასმელიც აირჩიოთ. მენიუ უკვე მოქმედებს რესტორან „ოტიუმში“.

თამარა ჯავახაძე  კომპანია M group-ის მარკეტინგის და ივენთ-მენეჯერი:
- ჩვენი ლანჩ-მენიუ სხვა ანალოგებისგან იმითი განსხვავდება, რომ ძალიან გემრიელი და ხელმისაწვდომია.  სამ კერძს მოიცავს: მთავარი კერძი, აპეტაიზერი და დესერტი. ამ საკმაოდ მსუყე მენიუს ფასი მხოლოდ და მხოლოდ 11 ლარია.  11 ლარში ასევე შედის გამაგრილებელი სასმელი: „კოკა- კოლა“, წყალი, წვენი - იმის მიხედვით, რასაც ჩვენი მომხმარებელი ისურვებს. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას  განაპირობებს ის  რომ გთავაზობთ ხარისხიან პროდუქტს იმ ფასად, რომელიც ნებისმიერი შემოსავლის ადამიანს მოერგება. ამ შემთხვევაში ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი.


- როდიდან შეეძლება მომხმარებელს მენიუს დაგემოვნება?
-
მოცემულ მომენტში ახალი ლანჩ-მენიუ  რესტორან „ოტიუმში“ მოქმედებს.  მომხმარებელს შეუძლია,   12:00-დან  15:00 საათამდე მობრძანდეს  და დააგემოვნოს. ძალიან მალე, სავარაუდოდ შემდეგი თვიდან, მენიუ დაემატება რესტორან „მეტეხის ჩრდილში“.


- ბუნებრივია  მომხმარებელს  დააინტერსებს, რა კერძები შევა მენიუში?
-
საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს: აპეტაიზერი არის მწვანე სალათი, ბერძნული სალათი, ცეზარი; შეგიძლიათ წვნიანი აირჩიოთ - ბოსტნეულის, ბროკოლის, სოკოს „კრემ-სუპი“, პელმენის წვნიანი. მთავარ კერძად - პასტა ან პიცა. არის სამარხვო კერძებიც. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნა.


- ლანჩ-მენიუს გარდა, M group-ს სხვა სიახლეები თუ აქვს მომხმარებლისთვის?
- ჩვენ ვფართოვდებით და  VIP  რესტორნების გარდა, მომხმარებელს დემოკრატიულ ბრენდსაც შევთავაზებთ.  მარტის ბოლოს ქავთარაძის ქუჩაზე ახალ ობიექტს ვხსნით. ეს იქნება „სასადილო № 46“ - ძალიან მარტივი კვების კომბინატი ხელმისაწვდომი ფასებით, ძველი დროის სასადილო, რომელიც  ბევრ ჩვენგანს, მაგალითად ჩვენს მშობლებს ნოსტალგიას გაუღვიძებს. აქვე მინდა, დავაანონსო ვალენტინობის ღონისძიება რესტორან  „ოტიუმში“:  13 თებერვალს აქ თქვენთვის  ჯგუფი „სახე“ იმღერებს.  


ჩვენი ჯგუფი - მე, როგორც ივენთ-მენეჯერი, არტ-დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე  და ჯგუფის დანარჩენი წევრები - მუდმივად ძიებაში ვართ,  რა შეიძლება მომხმარებელს შევთავაზოთ. ჯგუფი „სახე“ რაღაც ნოსტალგიასთან ასოცირდება, ყველას უყვარს და ახსოვს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ისინი კიდევ ერთხელ შეგვეკრიბა.
13-ში გრანდიოზული ღონისძიება გელით. ბილეთები სულ გაყიდულია,  ამის გამო  დასადგომი ადგილებიც დავამატეთ. ვალენტინობის დღეზე „ოტიუმში“  სპეციალური 50-ლარიანი მენიუ გვაქვს, რომელშიც ასევე  სამი კერძი და საჩუქრად შუშხუნა ღვინო შედის.
იდეალური გარემო, ვალენტინობა და უგემრიელესი კერძები! ვფიქრობ,  „ოტიუმში“ მოსულ წყვილებს დაუვიწყარი საღამო ელოდებათ!
ამის გარდა  „ოტიუმში“  მოსულ  სტუმრებს საციგურაო მოედნითაც შეეძლებათ სარგებლობა.  ეს არის ერთადერთი რესტორანი თბილისში, სადაც ასეთი სახის გართობა ელის სტუმარს. ჩვენი მოედანი ხელოვნური ყინულისგან არის დამზადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცემის შემთხვევაში დაზიანების რისკი ნაკლებია. ამ კუთხითაც კომფორტს ვთავაზობთ მომხმარებელს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?