PR-ის ისტორიული წანამძღვრები (ნაწილი IV) - ჯვაროსნული ომები

მოზაიკა

24 თებერვალი 14:00, 2016 წელი

XI საუკუნეში ვატიკანს გავლენისა და ძალაუფლების კრიზისი შეექმნა. ევროპელ დიდებულებს შორის დაპირისპირებებში მღვდელმთავრებიც აქტიურად ჩაერთვნენ. თავადაზნაურობამ, მათი მხარდამჭერი ეპისკოპოსების გამოყენებით, ამა თუ იმ მღვდელმთავრის პონტიფიკად აღიარებისა და კურთხევის პრეცედენტები პოლიტიკური ინტრიგების იარაღად აქცია. 

 


საღვთო რომის იმპერიის სასულიერო და საეროისტებლიშმენტიორად გაიყო: ტუსკულუმელთა და რეფორმატორთა ფრთად. პირველი მათგანი  იმდროინდელ იტალიაში ყველაზე ძლიერ დიდგვაროვანთა კლანს წარმოადგენდა. ისინი ყოფილი კონსულის, თეოფილაქტეს შთამომავლები იყვნენ და ტუსკულუმელ გრაფებად იწოდებოდნენ (Counts of Tusculum. (http://en.wikipedia.org/wiki/Counts_of_Tusculum).  სწორედ მათ შექმნეს .. „კეთილშობილ პაპთა ფორმულა“ (formula of noble-papacy), რომელიც წმინდა ქალაქში სასულიერო და საერო ძალაუფლების დუალიზმს უშვებდა. ოჯახის ერთი წევრი უმაღლესი სასულიერო პირი ხდებოდა, ხოლო მეორე - საერო ლიდერი. ამას გარდა, ისინი პონტიფიკების რომის კეთილშობილი ოჯახებიდან არჩევის ტრადიციის მიმდევრები იყვნენ.

რეფორმატორებს ვატიკანის არქიდიაკვანი, ჰილდებრანდ სოვანელი (Hildebrand of Sovana) ლიდერობდა. ის კლიუნიური იდეოლოგიის აპოლოგეტი იყო, რომელიც სათავეს ბურგუნდიაში (საფრანგეთი) მდებარე კლიუნის სააბატოდან (Cluny Abbey) იღებდა (The Catholic encyclopedia.Congregation of Cluny. http://www.newadvent.org/cathen/04073a.htm).
რეფორმატორთა მთავარ ამოცანას, საერო ხელისუფლებისა და არისტოკრატიის ვატიკანის საქმეებში ჩაურევლობა წარმოადგენდა. მათი დოქტრინის მიხედვით პაპის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ კარდინალებს უნდა ჰქონოდათ. ყველა სხვა, მათ შორის თავადაზნაურობა და თვით იმპერატორიც კი, მხოლოდ სტატისტის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყო. მათ სხვა პრეტენზიებიც ჰქონდათ: გმობდნენ საეკლესიო თანამდებობების ყიდვა-გაყიდვის (სიმონია) პრაქტიკას. ითხოვდნენ დაუქორწინებლობის წესისადმი დამორჩილებას (ცელიბატი, Celibacy).

1058
წელს პაპი სტეფანე IX-ის გარდაცვალების შემდეგ რომის არისტოკრატიის ყველაზე ძლიერმა და გავლენიანმა ფრთამ, ტუსკულუნებმა, მათი ოჯახის წევრი, ველეტრის კარდინალ-ეპისკოპოსი იოანე მინციუსი (John Mincius, Bishop of Velletri) პაპად გაიყვანეს, რომელმაც ბენედიქტე X-ის სახელი მიიღო.



ვატიკანის
რეფორმატორთა ფრთისთვის ბენედიქტე X-ის პაპად კურთხევა ვატიკანსა და მთელ ევროპაზე გავლენისა და ავტორიტეტის დაკარგვას მოასწავებდა. საჭირო იყო ახალი არჩევნების ჩატარება და არისტოკრატიის მიერ გაყვანილი პაპის ანტიპაპად გამოცხადება. ამ გეგმის განსახორციელებლად რეფორმატორებისთვის საჭირო იყო ტუსკულუნთა საგრაფოსთან დაპირისპირებული იმ დიდებულების მხარდაჭერა, რომელთა უკან სამხედრო ძალა იდგა.

ჰილდებრანდმა დახმარებისთვის ქვემო ლოტარინგიის ჰერცოგ გოტფრიდს (Duke Godfrey of Lorraine) და საღვთო რომის იმპერიის რეგენტს, აგნესა დე პუატუს (Holy Roman Empress Agnes of Poitou) მიმართა. და მას შემდეგ, რაც ორივე მათგანისგან მხარდაჭერა მიიღო, იმავე წლის დეკემბერს, ტოსკანის ქალაქ სიენაში, საკუთარ მომხრეებს მოუყარა თავი. კარდინალთა შეკრებამ ფლორენციის ეპისკოპოსი გერჰარდ ბურგუნდიელი (Bishop of Florence Gerhard of Burgundy) პაპად აირჩია, რომელმაც ნიკოლოზ II-ის (Pope Nicholas II) სახელი მიიღო. 1959 წელს პაპმა ნიკოლოზ II- სუტრიში (Sutri)  სინოდის კრებაზე ბენედიქტე X გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა. 
ნიკოლოზ II და მისი მომხრეები იმავე წლის იანვარში რომს იკავებენანტიპაპი რომს ტოვებს და ტივოლის (რომიდან 24კმ. ჩრდილო აღმოსავლეთით) მახლობლად მდებარე პასერანოს ციხესიმაგრეს (Castello di Passerano) აფარებს თავს. მოგვიანებით კი კორსიკაზე გარბის და გალერიის გრაფი ჟერარდის (Count Gerard of Galéria)  მხარდაჭერით რევანშისთვის ემზადება.

თავის  მხრივ, საომარი მოქმედების წარმატებით დასრულების მიზნით, ჰილდებრანდი აპულიის ჰერცოგ რობერტ გვისკარს (Duke of Apulia Robert Guiscard) ანტიპაპის წინააღმდეგ სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ აპულიის, კალაბრიისა და სიცილიის სუვერენიტეტს ჰპირდება. ანალოგიური გარიგება იდება კაპუის პრინც რიჩარდთან (Richard  I Prince of Capua).

თავდაპირველად საომარი მოქმედებები გარდამავალი უპირატესობით  მიმდინარეობდა, მაგრამ რობერტ გვისკარისა და კაპუის პრინცის რიჩარდ I-ის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ სასწორი ნიკოლოზ II-ის მომხრეებისკენ გადაიხარა. 1059 წლის აპრილში მათ ზედიზედ აიღეს პალესტრინა ((Palestrina), ფრასკატი (Frascati) და მენტანა (Mentana),  შემდეგ კი იერიში გალერიაზე (Galéria) მიიტანეს და ქალაქი ალყაში მოაქციეს. ანტიპაპამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ტყვედ ჩაჰბარდა. მას, გირაოს სანაცვლოდ, უფლება მისცეს, შინაპატიმრობაში ყოფილიყო საგვარეულო სასახლეში.


1060 წელს ჰილდებრანდის ინიციატივით, რომელიც ბენედიქტე X-ის მიმართ სრული უნდობლობით გამოირჩეოდა, ანტიპაპი საჯაროდ გაასამართლეს და წმინდა აგნესას ტაძრის გალავნის გარეთ (Basilica of Sant`Agnese fuori le mura), კუთვნილ ჰოსპისში დაატყვევეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც (The Cardinals of the Holy Roman Church).


ტუსკულუმელებთან და მათ მხარდამჭერებთან დრამატულ დაპირისპირებაში წარმატების მიღწევის შემდეგ, რეფორმატორთა ჯგუფმა გულუხვად დაასაჩუქრა მათი მხარდამჭერი ნორმანები. 1059 წელს პაპმა ნიკოლოზ II-, ჰილდებრანდ სოვანელმა და კარდინალმა უმბერტომ რობერტ გვისკარს საზეიმოდ უბოძეს აპულიის, კალაბრიისა და სიცილიის ჰერცოგების ტიტული. ამას გარდა, გვისკარი სამხრეთ იტალიაში პაპის ვასალად დაინიშნა. ავერსას გრაფს რიჩარდ I- კაპუის სამთავრო ერგო წილად. რეფორმატორებმა ვატიკანს დაუქვემდებარეს მილანის კათედრალი. იმავე წელს პონტიფიკმა გამოსცა ახალი კანონი (პაპის ბულლა) - In nomine Domini,  რომლის მიხედვითაც, პაპს მხოლოდ კარდინალები აირჩევდნენ.
1061
წელს  პაპი ნიკოლოზ II გარდაიცვალა. რეფორმატორთა ფრთამ  პონტიფიკოსის არჩევნები ახალი წესით ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ კარდინალები მონაწილეობდნენ. მათ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ჰენრიხ IV, რომელსაც პაპის ტახტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა. კარდინალთა კრებამ ახალ პაპად ლუკას ეპარქიის ეპისკოპოსი ანსელმო I აირჩია, რომელმაც პაპის რანგში ალექსანდრე II-ის სახელი მიიღო. ახალი პაპი ჰილდებრანდ სოვანელის მიმდევარი და მისი რეფორმატორული იდეების აქტიური მხარდამჭერი იყო.


რეფორმატორთა საპასუხოდ ჰენრიხ IV- ბაზელში მისი მომხრე გერმანელი ეპისკოპოსები შეკრიბა. ეპისკოპოსთა კრებამ, იმპერატორის მოთხოვნით, პონტიფიკოსად ანტიპაპა ჰონორიუს II (გერმანული წარმოშობის პარმელი ეპისკოპოსი) აკურთხა.

დაძაბულობამ  ორ  დაპირისპირებულ  ბანაკს  შორის კულმინაციას ჰილდებრანდ სოვანელის პონტიფიკოსად კურთხევის შემდეგ მიაღწია. 1075 წლის 25 დეკემბერს ჰილდებრანდ სოვანელი, პაპის, გრიგოლ VII-ის რანგში, სააღდგომო მესის ჩატარების დროს, სანტა მარია მაჯორეს ტაძრიდან (Basilica di Santa Maria Maggiore) გაიტაცეს. პაპი მრევლმა და რომის მოსახლეობამ ტყვეობიდან გამოიხსნა.


იმავე წელს იმპერატორმა საქსონიაში აჯანყება ჩაახშო. წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ ჰენრიხ IV- გადამწყვეტი იერიში მიიტანა რეფორმატორებზე. 1076 წლის 24 იანვარს ვორმსში გამართულ სინოდის კრებაზე, რომელსაც 24 გერმანელი ეპისკოპოსი და თავადაზნაურობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჰენრიხ IV- პაპი გრიგოლ VII გადაყენებულად გამოაცხადა.



ერთი
თვის თავზე, 22 თებერვალს, ჰილდებრანდმა წმინდა იოანეს ბაზელიკაში (Papal Archbasilica of St. John Lateran) შეკრებილ სინოდის სხდომაზე ჰენრიხ IV იმპერატორის ტახტიდან გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა. სინოდმა, აგრეთვე, განკვეთა ყველა ის ეპისკოპოსი, რომლებმაც ვორმსის კრებაზე ჰენრიხ IV- მხარი დაუჭირეს.
ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის სულ უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იღებდა. დაპირისპირებამ გრიგოლ VII-სა და ჰენრიხ IV- შორის პერმანენტული ხასიათი მიიღო, რასაც თან გაუთავებელი სამოქალაქო ომები დაერთო.


ქრისტიანულ სამყაროში შექმნილმა ძალაუფლების ვაკუუმმა ევროპაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. სისხლიანი კონფლიქტები ქალაქებს შორის, რაინდების გაუთავებელი თარეში, მოსახლეობის ძარცვა და ყაჩაღობა, ურთიერთქიშპი და კერძო ანგარიშსწორება დიდებულთა შორის ევროპულ ცივილიზაციას კრახისკენ მიაქანებდა. 



ჯვაროსნული ომის პროპაგანდა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება


1088 წელს რომის პონტიფიკოსის ტახტზე პაპი ურბან II ავიდა. წარმოშობით ფრანგმა, ოდო დე შატიიონ დე ლაჟერმა, რომელიც გრიგოლ VII-ის პოლიტიკის გამგრძელებელი იყო, პირველი, რაც ტახტზე ასვლის შემდეგ თქვა: „ყველაფერი, რასაც გრიგოლ VII აკეთებდა, მიყვარს და გავაგრძელებ, ყველაფერი, რაც სძულდა მას - მძულს მეც” ( Час истины. Выпуск № 487 „Генрих IV Германский король и император. Передача третья“. 04.10.2011).
ურბან II ბრწყინვალე და გაცილებით მოქნილი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, ვიდრე გრიგოლ VII.  ურბან II კარგად აცნობიერებდა, რომ ევროპაში შექმნილი არასტაბილური ვითარება ვატიკანს უკიდურესად არასახარბიელო სიტუაციაში აგდებდა. ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და ამ ნიადაგზე წარმოქმნილ გაუთავებელ კონფლიქტებში რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა მეორე მხარის კეთილგანწყობის დაკარგვას ნიშნავდა, რაც დროთა განმავლობაში რომის ისედაც შესუსტებული გავლენის საბოლოოდ დაკარგვას გამოიწვევდა. საჭირო იყო ახალი, გამაერთიანებელი იდეის გენერირება, ამ იდეის ირგვლივ ევროპელების დარაზმვა და მოჭარბებული აგრესიულობის ვექტორის ევროპიდან გატანა, რაც ურბან II- შესანიშნავად მოახერხა.

1095
წლის 18-28 ნოემბერს ურბან II- საფრანგეთში, ამჟამინდელი ოვერნის რეგიონის ქალაქ კლერმონ-ფერანში საეკლესიო კრება (საბჭო) მოიწვია. კრებაში მონაწილეობის მისაღებად კლერმონში ჩავიდა 14 არქიეპისკოპოსი, 250 ეპისკოპოსი და 400 აბატი. სამღვდელოების გარდა, კლერმონში თავი მოიყარა ასობით რაინდმა, აგრეთვე, სხვადასხვა ტიტულის მქონე დიდებულმა, რომლებმაც კლერმონის აღმოსავლეთით მდებარე შანტუას (Chantoin) ვაკეზე დასცეს ბანაკი.
ასამბლეის მიწურულს, 27 ნოემბერს, კლერმონის საკათედრო ტაძრის მახლობლად, ღია ცის ქვეშ, სავარაუდოდ, შამპეს მოედანზე (Place Champet)  პონტიფიკოსმა, სპეციალურად მისთვის და პრელატებისთვის აგებული ტრიბუნიდან ათასობით დამსწრეს მიმართა (Режин Перну - Крестоносцы. Перевод с французского: Карачинский А. Ю. и Малинин Ю. П. СПб.: «Евразия», 2001):


სულიერო ძმანნო! ჩვენი დროების აუცილებლობით შეგულიანებული, მე, ურბანი, უფლის ნებითა და ხელდასხმით, მოციქულის სწორი და მისი ნიშნის მატარებელი, დედამიწის ზედამხედველი, მოვედი თქვენთან, ღმრთისმსახურებთან, როგორც უფლისგან წარმოგზავნილი, რათა გამცნოთ ღვთაებრივი ნება...“
ნება უფლისა, რომელიც ურბან მეორემ საეკლესიო კრების მონაწილეებს ამცნო, აღმოსავლეთით მცხოვრები ქრისტიანი ძმების განსაცდელისგან გამოსახსნელად ლაშქრობის დაწყებას წარმოადგენდა.

თქვენ უკვე არაერთხელ გთხოვეს ამის თაობაზე, რადგანაც რომანიის (ბიზანტია) საზღვრებში შეიჭრა და თავს დიდი უბედურება დაატეხა სპარსთა თურქულმა ტომმა (თურქ-სელჩუკები), რომლებმაც ხმელთაშუა ზღვას მიაღწიეს, ზუსტად იმ ადგილამდე, რომელიც წმინდა გიორგის სახელად იწოდება (ბოსფორის სრუტე დარდანელამდე). მათ შვიდგზის დაამარცხეს ქრისტიანები ბრძოლაში. იტაცებენ სულ უფრო და უფრო მეტ ქრისტიანულ მიწებს. მრავალნი დახოცეს, ბევრი ტყვედ წაასხეს, ანგრევენ ეკლესიებს და ძარცვავენ ღვთის სამეფოს (იგულისხმება ბიზანტია). და თუ კიდევ დიდხანს იქნებით უმოქმედოდ, მორწმუნეებს უფრო დიდი განსაცდელი ელით. ამას გთხოვთ და გემუდარებით, თქვენ, ქრისტეს მახარობლებს, და არა მე, არამედ უფალი, რამეთუ თქვენ, დაჟინებით და ყველა შესაძლო გზით დაარწმუნოთ და დაიყოლიოთ ყოველი წოდების ადამიანი, როგორც ცხენოსანი, ისე ფეხოსანი, როგორც მდიდარი, ისე ღარიბი, რათა აღმოვუჩინოთ დახმარება ჩვენს ქრისტიან ძმებს და განვდევნოთ ეს ბოროტი ხალხი ჩვენი მიწებიდან. მე გეუბნებით ამას აქ დამსწრეთ და გავალებთ, აცნობოთ აქ არმყოფთამას ბრძანებს უფალი იესო“.
პაპმა წმინდა ომში მონაწილეობისკენ მოუწოდა ყველას. მათ შორის ცოდვილებსაც. მათ, ვისაც ბოროტი განზრახვითა და სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით, ერთმანეთს შორის ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული.


სწორედ კლერმონის კრებაზე, ურბან მეორის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვაში, პირველად ევროპაში ოფიციალურად გაჟღერდა ცოდვების მიტევების პირობა (ინდულგენცია), რომელსაც თავად პონტიფიკოსი იძლეოდა (The Oxford Dictionary of the Christian Church. New York: Oxford University Press. Third Edition edited by E.A. Livingstone 1997, article plenary indulgence, page 1301).


„...და თუ რომელიმე თქვენგანი ან ვინმე იქ გამგზავრებულთაგანი, დაასრულებს სიცოცხლეს განგმირული სიკვდილისგან ხმელეთსა თუ ზღვაზე, ანდა წარმართთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიერიდან მათ მიეტევებათ ცოდვები. ამას ვპირდები მათ, ვინც წავა ლაშქრობაში, რამეთუ ამის უფლება თვით უფლისგან მაქვს ნაბოძები. დაე, გახდნენ ამიერიდან ქრისტეს მეომრები ისინი, ვინც ადრე იყვნენ მძარცველნი. დაე, იბრძოდნენ სამართლიან ბრძოლაში ბარბაროსების წინააღმდეგ ისინი, ვინც წარსულში საკუთარ ძმათა და ნათესავთა (თანამემამულეთა) წინააღმდეგ მიმართავდნენ მახვილს. დაე, ამიერიდან, მიეცეთ სამარადისო ჯილდო მათ, ვინც ადრე იყვნენ მცირედ საზღაურზე დაქირავებულნი. დაე, ორმაგი პატივის გვირგვინით შეიმკონ ისინი, რომელნიც არ დაიშურებენ საკუთარ სულსა და ხორცს. ისინი, ვინც აქ მწუხრსა და სიღარიბეში არიან, იქ სიხარულსა და სიმდიდრეში იქნებიან. აქ უფლის მტრები იქ მის მეგობრებად შეიქნებიან“.


    
პონტიფიკოსის სიტყვებმა არნახული ზემოქმედება მოახდინა მსმენელებზე. ეს იყო წმინდა პროპაგანდისტული გამოსვლა. ყოველი სიტყვა, ფრაზა და წინადადება ღრმად გააზრებული და კარგად მოფიქრებული გახლდათ. მათი ძირითადი ვექტორი მსმენელთა ემოციურ-აფექტურ სფეროზე იყო მიმართული. ოსტატურად იყო გამოყენებული რაციონალური, ფაქტობრივი მომენტები, რომლებსაც კიდევ უფრო უნდა გაემძაფრებინა და უკიდურესად დაეძაბა დამსწრეთა რელიგიურ-ემოციური განცდები.


აი, როგორ გადმოსცემს პაპის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს (მიწოდებულ ინფორმაციას) კლერმონის კრების კიდევ ერთი მონაწილე, რეიმსელი ბერი რობერტი: ამ ადამიანებმა დაანგრიეს ჩვენი ეკლესიები, შეურაცხყვეს ისინი თავიანთი ველური რიტუალებით, წინდაცვითეს ქრისტიანები, რომელთა სისხლი საკურთხეველსა და წმინდა ფიალებზე იღვრებოდა, ისინი ფატრავენ ტყვეებს, ტკბებიან მათი ტანჯვით, წამებაში კლავენ და სიკვდილის შემდეგ მათ გვამებს საჯიჯგნად უყრიან გარეულ ცხოველებს (Carol  Sweetenham.  Robert the Monk`s History of the First Crusade: The Historia Iherosolimitana. Crusade Texts in Translation. Published by Ashgate Publishing, Limited, Aldershot, UK, 2005).


პონტიფიკოსის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თურქ-სელჩუკთა ქმედებების შესახებ უკიდურესად გადაჭარბებული და ჰიპერტროფირებული იყო. მის მიერ აღწერილი აპოკალიპსური ვითარება შორს გახლდათ რეალობისგან. დაპყრობილ ტერიტორიებზე ურჯულოთა მიერ ჩადენილი არაადამიანური საქციელი კარგად გათვლილ პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენდა, რადგან თურქული ტომები ქრისტიანებს გაცილებით რბილად და შემწყნარებლურად ექცეოდნენ, ვიდრე არაბებს. თურქ-სელჩუკები არაბების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.


ბუნებრივია, რომ XI საუკუნეში წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სოციალური ფსიქოლოგიის კანონზომიერებებზე, სოციალურ განწყობებზე, მათი მოქმედების, შეცვლის ან განმტკიცების კანონზომიერებებზე. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციის პროცესი ინტუიციურად, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად წარიმართებოდაყველა ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის სოციალური განწყობის ასიმილაციის ზონაში ხვდებოდა და მის კიდევ უფრო განმტკიცებას განაპირობებდა.


აღსანიშნავია, რომ პონტიფიკოსის გამოსვლა მსმენელთა მოტივაციური სისტემის და მათი წამყვანი მოტივების დაკმაყოფილებებზე იყო ორიენტირებული.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაპის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამიზნული იყო არა მხოლოდ საეკლესიო კრების მონაწილეებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. განსაკუთრებით  საინტერესოა გამოსვლის ის ნაწილი, სადაც პონტიფიკოსი საეკლესიო კრების მონაწილეებს დავალებას აძლევს: მე გეუბნებით ამას აქ დამსწრეთ და გავალებთ, აცნობოთ აქ არმყოფთამას ბრძანებს უფალი იესო“.


სქემა, რომლის საშუალებითაც ურბან II ავრცელებს ინფორმაციას, ძალიან წააგავს ლაზარსფელდისკომუნიკაციის ორსაფეხურიან მოდელს“, რადგან კლერმონის საეკლესიო კრების მონაწილეები: მღვდელმთავრები, საეკლესიო პირები, დიდებულები, რაინდები და პილიგრიმები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან აზრის ლიდერების როლში გამოდიოდნენ, რომლებსაც პაპისგან მიღებული ინფორმაცია შესაბამის სამიზნე ჯგუფებში უნდა გაევრცელებინათ.


დაბოლოს, პაპისა და, შესაბამისად, ვატიკანის ძირითად მიზანს ევროპული კრიზისისგან ყურადღების გადატანა წარმოადგენდა.


ურბან II-ის მოწოდება, ჯვარითა და ხმლით აღმოსავლეთის დალაშქვრისკენ, დასავლეთის ქრისტიანებმა სახელმძღვანელოდ მიიღეს და 1096 წლის ზაფხულიდან მოყოლებული 60 ათასიდან 100 ათასამდე ქრისტიანმა, რომელთა შორის, გარდა მამაკაცებისა, იყვნენ ქალები და ბავშვები, დაფარეს 4000 კილომეტრზე მეტი მანძილი, ერთადერთი მიზნითმიეღწიათ იერუსალიმამდე. ასე ჩაეყარა საფუძველი ჯვაროსნულ ომებს“, რომლებიც თითქმის ორი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა.



ასწლიანი ომი


ეს იყო საერთო ევროპული ომი, რომელმაც 116 წელი გასტანა და ისტორიოგრაფიაში ასწლიანი ომის სახელით შევიდა. ის დაიწყო, როგორც დინასტიური ომი ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო სახლებს შორის და თანდათან, ამა თუ იმ ფორმით, ჩაითრია მთელი დასავლეთი ევროპა.


ფრანგების დინასტიას (ვალუები) მხარს უჭერდნენ: კასტილიის სამეფო, შოტლანდიის სამეფო, გენუის რესპუბლიკა, ბრეტანის საჰერცოგო, ბოჰემიის სამეფო, არაგონის სამეფო, შამპანის საგრაფო.


ინგლისის სამეფო სახლს (პლანტაგენეტები) მხარს უჭერდნენ: ბურგუნდიის საჰერცოგო, ბრეტანის საჰერცოგო, პორტუგალიის სამეფო, ნავარის სამეფო, აკვიტანიის საჰერცოგო, ფლანდრიის საგრაფო, ენოს საგრაფო, ლუქსემბურგის საგრაფო.




ასწლიანი ომის მიზეზები


ასწლიანი ომის თავდაპირველ სათავედ XI საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ. 1066 წელს ფრანგმა ფეოდალმა, ნორმანდიის ჰერცოგმა, უილიამ I-მა, მეტსახელად დამპყრობელმა (მისი მეორე მეტსახელი იყო - უილიამ ნაბიჭვარი), ლა მანში გადაცურა და ინგლისი დალაშქრა. ნორმანდიელმა ჰერცოგმა, ჰასტინგსთან გამართული ათსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მიწასთან გაასწორა ბრიტანელთა არმია, რომელსაც ინგლისის უკანასკნელი ანგლო-საქსონი ხელმწიფე ჰაროლდ გოდვინსონი (იგივე ჰაროლდ II) მეთაურობდა. რამდენიმე ათას ბრიტანელ მეომართან ერთად  ბრძოლის ველზე დაეცა ინგლისის მეფე და მისი ორი ძმა (გირტი და ლეოფვინი).


   ანგლო-საქსონებზე გამარჯვების შემდეგ ნორმანდიის ჰერცოგი ბრიტანეთის ხელმწიფე ხდება და ნორმანთა დინასტიას აარსებს. პირველი ფრანგულ-ნორმანდიული წარმოშობის სამეფო დინასტია და მისი მეთაური, რომელსაც მჭიდრო ნათესაური კავშირები ჰქონდა საფრანგეთის ტახტთან, ერთი მხრივ, ინგლისის უზენაესი მმართველი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, საფრანგეთის მეფის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, როგორც ფრანგი ფეოდალი, საფრანგეთის ერთ-ერთი მიწის, ნორმანდიის ჰერცოგი.


XII საუკუნეში ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის დინასტიური კავშირები კიდევ უფრო მეტად გადაიხლართა.


1108 წელს საფრანგეთის სამეფო ტახტს ლუი VI (მეტსახელად სქელი) იკავებს. ისევე, როგორც კაპეტინგების დინასტიის სხვა წარმომადგენლები, არც ლუი VI გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმდიდრით. ხელმწიფის საკუთრებაში მყოფი მიწები .. სამეფო დომენი, არ იძლეოდა მნიშვნელოვან შემოსავლებს, მაშინ როდესაც მისი ვასალები, საფრანგეთის უმდიდრესი პროვინციების ბურგუნდიის, შამპანის, ნორმანდიის ჰერცოგები და გრაფები, მონარქზე გაცილებით მდიდრები იყვნენ. ამგვარი ფინანსური და ქონებრივი დისპროპორციის გამოსწორების მიზნით, ლუი VI იწყებს სამეფო დომენის გაფართოების პოლიტიკას, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა ლუი VI-ის ბავშვობის მეგობარსა და ხელმწიფის მთავარ მრჩეველსსენ-დენელ აბატ სიუჟერის 

სწორედ აბატმა სიუჟერიმ ურჩია მეფეს, მისი ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე, პრინცი ლუი აკვიტანიის ჰერცოგის ქალიშვილზე - ალიენორაზე დაექორწინებინა.


ალიენორა აკვიტანიელი უმდიდრესი ფრანგი ფეოდალის, აკვიტანიის ჰერცოგის გიომ X-ის (იმავდროულად გასკონიის ჰერცოგი და პუატუს გრაფი) ერთადერთი მემკვიდრე იყო. ამ ქორწინების შედეგად სამხრეთ-დასავლეთი საფრანგეთის უმდიდრესი პროვინცია და მისი ადმინისტრაციული ცენტრი ბორდო სამეფო დომენს  უერთდებოდა. იმდროინდელი აკვიტანია კი განთქმული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ღვინის წარმოებით, თევზჭერით, საიუველირო ნაკეთობებით. აკვიტანიის გარდა, ამ დინასტიური ქორწინების შედეგად, სამეფო სახლის კონტროლქვეშ ხვდებოდა გასკონიის საჰერცოგო და პუატუს საგრაფო. აბატ სიუჟერის წინადადება სრულად ჯდებოდა ლუი VI-ის მიერ წარმოებული სამეფო დომენის გაფართოების კონცეფციაში და მეფემ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
1137
წელს პრინცმა ლუიმ და ჰერცოგინია ალიენორამ ბორდოში, წმინდა ანდრიას ტაძარში იქორწინეს. პრინც ლუის ბორდოში ხუთასკაციანი ამალა ახლდა, რომელთა შორის იყვნენ სახელგანთქმული რაინდები, სამეფო კარის დიდებულები, სენიორები და სამღვდელოების წარმომადგენლები. პარიზიდან წარგზავნილ დელეგაციას სამეფო კარის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, აბატი სიუჟერი მეთაურობდა (თავად ლუი VII ავადმყოფობის გამო ბორდოში ვერ გაემგზავრა).


საზეიმო ნადიმი ჰერცოგინია აკვიტანიელის საგვარეულო - ომბრიერის სასახლეში გაიმართა. სადღესასწაულო ცერემონიალმა რამდენიმე დღის შემდეგ ბორდოდან პუატიეში გადაინაცვლა. სწორედ პუატიეში, დღესასწაულის დროს აცნობებენ აბატ სიუჟერის, რომ პარიზიდან გამოგზავნილმა შიკრიკმა მეფის გარდაცვალების ამბავი მოიტანა. ინფორმაციის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ აბატი მოკრძალებით მივა პრინცთან, მუხლს მოიდრეკს მის წინაშე და აცნობებს, რომ ის საფრანგეთის ხელმწიფე გახდა (Regine Pernoud - Alienor d`Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.26).


ლუი VI-ის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე პრინც ლუის კორონაცია გაიმართა. ხელმწიფის კურთხევა და მირონცხება ტრადიციულად რეიმსის ტაძარში ჩატარდა. საფრანგეთის ახალმა მეფემ ლუი VII-ის სახელი მიიღო. მის მეუღლეს, ალიენორა აკვიტანიელს კი ავტომატურად საფრანგეთის დედოფლის გვირგვინი დაადგეს.

1146
წელს, აღდგომის დღესასწაულზე, წმინდა მარია მაგდალინელის ბაზილიკაში (ვეზლეს სააბატო) შეკრებილ სენიორებს კლერვოელმა აბატმა ბერნარდმა ქადაგებაში ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა, ხოლო იქ მყოფი საფრანგეთის მეფე ლუი VII წმინდა ომში ფრანგი ჯვაროსნების წინამძღოლად აკურთხა და ჯვარი გადასცა
ჯვაროსნულ ომში მეფეს დედოფალიც ახლდა, რომელიც თითქმის იერუსალიმის კედლებამდე, აკრამდე ჩავიდა (Christopher Tyerman - God`s War: A New History of the Crusades. Cambridge. MA and London: The Belknap Press of Harvard University Press, 2006).


დედოფლის აღმოსავლურ ვოიაჟს მრავალი ლეგენდა და ჭორი ახლდა. ზოგის მიხედვით, ევროპის პირველი ლამაზმანი, დროდადრო, ამორძალის (ამაზონის) ტანსაცმელში გამოწყობილი ჯვაროსნების არმიის წინ მიაჭენებდა ცხენს, რასაც თავად ალიენორა იმით ხსნიდა, რომ მას სურდა, მეომართა შთაგონების წყარო გამხდარიყო, რითაც მათ საბრძოლო სულისკვეთებას აამაღლებდა.


ამბობდნენ იმასაც, რომ თავნება დედოფალი ვერ მალავდა არაგულგრილ დამოკიდებულებას ახალგაზრდა, დიდგვაროვანი რაინდების მიმართ და მათთან ფლირტიც კი ჰქონდა, რაც, ბუნებრივია, მეუღლის გულისწყრომას იწვევდა.


განსაკუთრებით მძიმე კი ლუი VII-ისთვის იყო ხმები, რომლის თანახმადაც ალიენორა შეყვარებული იყო საკუთარ ბიძაზე, ანტიოქიის პრინცზე, გრაფ რაიმონდ დე პუატიეზე, რაც საფრანგეთის სამეფო კარზე დიდ მითქმა-მოთქმასა და ხელმწიფის მისამართით ქილიკის საბაბს წარმოადგენდა  (Жан Фавье - Столетняя война. М.: Евразия, 2009, გვ. 9). 


ალიენორა აკვიტანიელისა და მისი ბიძის, გრაფ რაიმონდ დე პუატიეს სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს ჯვაროსნული ლაშქრობების მემატიანე და იერუსალიმის ხელმწიფის ბოდუენ IV კეთროვანის მასწავლებელი, გიომ ტვიროსელი (რეჟინ პერნუს მიხედვით: Regine Pernoud - Alienor d`Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.75).                                                                                                          



არავინ იცის, რამდენად შეესაბამება ეს ხმები სინამდვილეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელმწიფესა და დედოფალს შორის ურთიერთობები სწორედ ჯვაროსნული ომის პერიოდში გაცივდა. 1148 წლის გაზაფხულის დასაწყისში ლუი VII და მისი მეუღლე ანტიოქიის სამთავროში ჩავიდნენ. იმ დროისთვის ანტიოქიას ალიენორა აკვიტანიელის ბიძა, რაომუნდ დე პუატიე მართავდა. საფრანგეთის მეფემ და დედოფალმა ანტიოქიაში სულ ათი დღე დაჰყვეს 
ფრანგთა მეფის ანტიოქიაში ჩასვლისადმი მიძღვნილი რამდენიმედღიანი ზეიმის შემდეგ ჯვაროსანთა სარდლობა სამხედრო კამპანიის განსახილველად შეიკრიბა. რაიმონდ დე პუატიეს ნათლად ჩამოყალიბებული გეგმა ჰქონდა, რომლის მთავარი მიზანი ედესის სამთავროს დაბრუნება იყო, რომელიც ჯვაროსნებმა 1144  წელს დაკარგეს


ედესი, როგორც  თურქ-სელჩუკთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი, მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა ანტიოქიისთვის. რაიმონდ დე პუატიეს გეგმით ლუი VII-ის, წმინდა რომის იმპერიის იმპერატორ კონრად III-ის და რაიმონდ დე პუატიეს გაერთიანებულ ძალებს იერიში უნდა მიეტანათ ედესზე, რომლის აღების შემდეგ ჯვაროსნები თურქ-სელჩუკთა კიდევ ორ ციხესიმაგრეს - ალეპოსა და ჰამას დალაშქრავდნენ.


ეს ციხესიმაგრეები სელჩუკთა სახელოვანი მხედართმთავრის, ჰალბის (იგივე ალეპო) ათაბაგის, ზანგიდების დინასტიის წარმომადგენლის, ნურ-ად-დინ მაჰმუდის ციტადელები გახლდათ. ერთ მშვენიერ დღეს ნურ-ად-დინს  დამასკოს სუსტი მმართველი დინასტია რომ ჩამოეგდო და მისი კონტროლიც საკუთარ ხელში აეღო (რაც საბოლოოდ მოხდა კიდეც - ნურ-ად-ინი 1154 წელს დამასკოს ამირა გახდა), ჯვაროსანთა სამხედრო კამპანია უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგებოდა.


რაიმონდ დე პუატიეს სტრატეგიული გეგმა იმდენად ლოგიკური იყო, რომ, წესით, მას მოწინააღმდეგე არ უნდა ჰყოლოდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ლუი VII- უარი თქვა ედესის შტურმზე (არადა მეორე ჯვაროსნული ომი სწორედ ედესის დასაბრუნებლად დაიწყო). ფრანგთა მეფემ განაცხადა, რომ აღთქმა ჰქონდა დადებული, რის გამოც, პირველ რიგში, ის ვალდებული იყო, მთელი თავისი ამალითა და მხედრობით იერუსალიმში მოსალოცად გამგზავრებულიყო (Regine Pernoud - Alienor d`Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.73).
ყოველგვარი რჩევა, არგუმენტი, თხოვნა, ფრანგთა მეფის დასარწმუნებლად, ფუჭი და უსარგებლო აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს ავანსცენაზე საფრანგეთის დედოფალი გამოვიდა. ალიენორა აკვიტანიელი კარგად აცნობიერებდა თავისი ბიძის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობას. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ შექმნილ სიტუაციაში და არსებულ ძალთა განაწილების პირობებში ყველაზე კარგად სწორედ რაიმონდ დე პუატიემ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინათ ჯვაროსნებს.


მეფის დასარწმუნებლად რაიმონდი კიდევ ერთხელ შეხვდა ლუი VII-, ოღონდ ამჯერად ალიენორა აკვიტანიელთან ერთად. დედოფალმა მგზნებარე მხარდაჭერა გამოხატა ბიძის გეგმის მიმართ. ცოტა ხანში მეფე-დედოფლის საუბარი ხმამაღალ ტონში გადაიზარდა, რის შემდეგაც დედოფალმა ლუი VII- პირდაპირ განუცხადა, რომ, თუ ჯვაროსნები მხარდაჭერას არ აღმოუჩენდნენ ბიძამისს და მის გეგმას, მაშინ ის თავის ვასალებთან ერთად ანტიოქიაში დარჩებოდა.


მეფესა და დედოფალს შორის კამათი კიდევ უფრო გამძაფრდა, საქმიან ფარგლებს გასცდა და პიროვნული ელფერი შეიძინა. სწორედ ამ დროს ლუი VII ალიენორას დაემუქრა, რომ ისარგებლებს მეუღლის სტატუსით და იძულებით დაატოვებინებს მას ანტიოქიას. საპასუხოდ დედოფალმა მეფეს განსაცვიფრებელი რამ უთხრა: რომ კარგი იქნება, კიდევ ერთხელ გადამოწმდეს მეფის, როგორც მეუღლის, უფლებები მის მიმართ. რადგან ეკლესიის თვალში მათი ქორწინება უკანონოა იმდენად, რამდენადაც კანონიკური სამართლით მათ ზედმეტად ახლო ნათესაური კავშირი აქვთ.


ამ ინციდენტმა საბოლოო განხეთქილება შეიტანა მეფესა და დედოფალს შორის, რომლებიც თავიდანვე არ იყვნენ ერთმანეთის შესაფერისნი.


ლუი VII ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, რომელსაც თითქმის სამონასტრო განათლება ჰქონდა მიღებული. მართალია, მას ნასწავლი ჰქონდა როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა, აგრეთვე, სულიერი მეცნიერებები: გრამატიკა, რიტორიკა და დიალექტიკა, მაგრამ ყველაფერი ეს უკიდურესად გაზავებული იყო თეოლოგიით.


ალიენორა აკვიტანიელს კი უფრო მეტად საერო განათლება ჰქონდა მიღებული. კარგად იცოდა ლათინური. წაკითხული ჰქონდა ძველი რომაელი პოეტის ნაზონის პოემა მსოფლიოს დასაბამიდან მომხდარი მეტამორფოზების შესახებ, რომელიც შუა საუკუნეების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე. რაც შეეხება რელიგიურ ცოდნას, ის ორიგინალური წყაროებიდან იღებდა (ბიბლია, წმინდა წერილები და ..). და რაც ყველაზე მთავარია - ალიენორა გაზრდილი იყო ტრუბადურთა მხარეში. მას ბავშვობიდან ესმოდა მათი სიმღერები და ლექსები (Regine Pernoud - Alienor d`Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.28). გარემომ, რომელშიც ალიენორა გაიზარდა, განსაკუთრებული როლი ითამაშა მის, როგორც უფრო თავისუფალი პიროვნების, ჩამოყალიბებაზე.


ლუი VII-ზე ქორწინების შემდეგ პარიზის სამეფო სასახლეში გადასულ ალიენორასთვის სამეფო კარზე მიღებული ცხოვრების წესი მეტად მოსაწყენი და ერთფეროვანი აღმოჩნდა. ახალგაზრდა დედოფალმა, რომელიც ევროპის ულამაზეს ქალბატონად ითვლებოდა, სამეფო კარზე აკვიტანიელი ტრუბადურების, მელექსეების, მხატვრების მოწვევა და სხვადასხვა სახის დისპუტებისა და ტურნირების გამართვა დაიწყო. მეფე, რომელიც ლამის ბერის ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ამგვარ დისპუტებში საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა.


ასეა თუ ისე, სამეფო წყვილის ცოლქმრულმა დისჰარმონიამ კულმინაციას ანტიოქიაში მიაღწია. ამას ისიც ემატებოდა, რომ 13-წლიანი ქორწინების მიუხედავად, ლუი VII- ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე არაფრით არ შეეძინა და მან უკვე განქორწინებაზე დაიწყო ფიქრი.


1149  წელს ჯვაროსნული ომიდან იტალიის გავლით საფრანგეთში მიმავალი ლუი VII ტუსკულუმში რომის პაპს, ევგენი III-  ესტუმრა და დედოფალთან განქორწინების თაობაზე კურთხევის მიცემა სთხოვა. პონტიფიკოსმა, რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, გაყრაზე კატეგორიული უარი განაცხადა. უფრო მეტიც, ის შეეცადა, მეფე-დედოფლის ურთიერთობები დაეთბო და დაერეგულირებინა. პაპმა ლუი VII- ვალდებულებაც კი ააღებინა, რომ მონარქი ყოველ ღამეს ალიენორა აკვიტანიელის საძინებელში გაატარებდა. ამ პერიოდში წყვილს მესამე ქალიშვილი შეეძინა.


1152 წელს საქმეში კლერვოელი აბატი ბერნარდი ჩაერია. აბატი უდიდესი გავლენით სარგებლობდა კათოლიკურ სამყაროში. ის პონტიფიკოსის მასწავლებელი, ცისტერციანთა ლიდერი, ტამპლიერების ორდენის წესდების ავტორი და ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. პაპმა, რომელიც, ასევე, ცისტერსიანთა ორდენის წარმომადგენელი იყო, წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია კლერვოელი აბატის დაჟინებულ თხოვნას და ლუი VII-ის გაყრას დასთანხმდა. განქორწინების ფორმალურ მიზეზად პონტიფიკოსის მიერ მეფესა და დედოფალს შორის ნათესაური კავშირის აღმოჩენა გამოცხადდა. თავად ლუი VII კი გაყრის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ 13 წლის განმავლობაში მეუღლემ მას მემკვიდრე (ვაჟიშვილი) ვერ გაუჩინა.


განქორწინებიდან რამდენიმე კვირაში ალიენორა აკვიტანიელმა ანჟუს გრაფზე, ჰენრიზე იქორწინა, რომელსაც ინგლისის ტახტზე ჰქონდა პრეტენზიები - მისი ბაბუა დედის მხრიდან ინგლისის მეფე, ნორმანთა დინასტიის წარმომადგენელი ჰენრი I იყო. 1154  წელს  ანჟუს გრაფირომელსაც საფრანგეთის კიდევ ორი - ტურისა და მენის საგრაფოები ეკუთვნოდა, ჰენრი II პლანტაგენეტის სახელით ინგლისის ხელმწიფის ტახტზე ავიდა.


ინგლისში უკვე მეორედ შეიქმნა ფრანგული წარმოშობის დინასტია - პლანტაგენეტების სამეფო სახლი. საფრანგეთის ყოფილი დედოფალი ალიენორა აკვიტანიელი კი მეორედ გახდა დედოფალი, ოღონდ ამჯერად უკვე ინგლისის.


1154 წლისთვის პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: XII საუკუნიდან მოყოლებული დინასტიური ქორწინებების შედეგად, ყოველგვარი ომების გარეშე, ინგლისის სამეფო სახლის განკარგულებაში აღმოჩნდა საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი პროვინციები. ჩრდილოეთ საფრანგეთში ნორმანდია, რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნიდან ინგლისის მმართველი სამეფო დინასტიის საკუთრებას, დომენის ნაწილს წარმოადგენდა. სამხრეთ დასავლეთში - აკვიტანია, რომელიც ალიენორა აკვიტანიელის საკუთრება იყო. ცენტრალურ საფრანგეთში - ანჟუ, ტური და მენი, როგორც ჰენრი II-ის (ანჟუს გრაფი) საგვარეულო მიწები. დაბოლოს, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბრეტანი, რომელიც ინგლისელთა ხელში ჰენრი II-ის ვაჟიშვილის, ჯოფრის, ბრეტანის ჰერცოგინია კონსტანციაზე დაქორწინების შედეგად აღმოჩნდა.

ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საფრანგეთის სამეფო ტახტი უმძიმესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის საუკეთესო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ნახევარი, ინგლისელთა ხელში იყო გადასული. ფრანგ სენიორთა დიდმა ნაწილმა  ვასალური ხელშეკრულება (ომაჟი) გააფორმა და სუზერენად ინგლისის მეფე აღიარა.


ტერიტორიული და პოლიტიკური პრობლემების გარდა, საფრანგეთს სერიოზული ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა 


მდიდარი ფრანგული პროვინციებიდან თანხები ინგლისში გაედინებოდა. მარტო აკვიტანიიდან, რომელიც მთელ ევროპას საუკეთესო ღვინოებით ამარაგებდა, ინგლისის ტახტი მთელი თავისი შემოსავლების ლამის ნახევარს იღებდა. აკვიტანიიდან ღვინის გატანისას ინგლისელები ფრანგებს ორმაგად ბეგრავდნენ. საფრანგეთიდან ღვინის გატანისთვის ფრანგი მეღვინეები პირველ საბაჟო მოსაკრებელს ბორდოში, დაქსსა და ბოიონში იხდიდნენხოლო მეორეს - დუვრის პორტში (კენტის საგრაფო), ოღონდ ამჯერად უკვე ინგლისში შეტანისთვის. მთელი ეს შემოსავლები კი ინგლისის ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა. ანალოგიურად იბეგრებოდა ფრანგების მიერ წარმოებული ყველა ის პროდუქცია, რომელიც ინგლისის კარის საკუთრებაში მყოფ ფრანგულ მიწებზე იწარმოებოდა.


მხოლოდ ჩამოთვლილი პრობლემებიც საკმარისი იქნებოდა ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის გასაღვივებლად. თუმცა არსებობდნენ დამატებითი, ადამიანური ფაქტორები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებდნენ და პრაქტიკულად გარდაუვალს ხდიდნენ ინგლისთან საომარი მოქმედებების დაწყებას.


XV საუკუნის დასაწყისში ინგლისელებმა, მეფე ჰენრი V-ის მეთაურობით, საფრანგეთის დიდი ნაწილი დაიკავეს. 1415 წელს აზენკურის ბრძოლაში ფრანგების სასტიკი მარცხის შემდეგ ჩრდილოეთ საფრანგეთი და პარიზი ინგლისელთა ხელში გადავიდა.



ინგლისელთა არმია


დაახლოებით 9 000-10 000 
მათ შორის:
) 1000-მდე მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი (რაინდი);
) 5000 გრძელი მშვილდით (longbow) შეიარაღებული მშვილდოსანი;
) 3000-4000 დამხმარე პერსონალი.


სარდლობა


) ცენტრი (მთავარი ძალები) - მეფე ჰენრი V და მისი ძმა ჰემფრი ლანკასტერი (ჰერცოგი გლოსტერი);
) მარჯვენა ფლანგი - ჰერცოგი იორკი;
) მარცხენა ფლანგი - ლორდი კომოისი;
) მშვილდოსნები - რაინდი თომას ერპინგჰემი (Thomas Erpingham)
) არიერგარდი - რიჩარდ დე  ვერე (გრაფი ოქსფორდი).


პარიზის დაკარგვის შემდეგ ფრანგებს უმძიმეს საზავო ხელშეკრულებაზე მოუწიათ ხელის მოწერა, რომელიც ტრუას ხელშეკრულების სახელით არის ცნობილი (The Treaty of Troyes , 1420 წლის 21 მაისი).


ამ ხელშეკრულების თანახმად, ინგლისის მეფე ჰენრი V საფრანგეთის რეგენტად გამოცხადდა. ამას გარდა, ტრუას ხელშეკრულების მე-6 მუხლში ჩაიწერა, რომ საფრანგეთის მეფის შარლ VI-ის გარდაცვალების შემდეგ  საფრანგეთის ხელმწიფის გვირგვინი სამარადჟამოდ ჰენრი V-ის შვილსა და მის შთამომავლებს გადაეცემოდათ. (http://www.fordham.edu/halsall/source/1420troyes.asp)

1422 
წლის 31 აგვისტოს ჰენრი V გარდაიცვალა. ინგლისის ტახტი მის ერთადერთ შვილზე, რვა თვის ჰენრი VI-ზე გადავიდა. ლორდებმა ფიცით დაადასტურეს ტახტის მემკვიდრისადმი ერთგულება. პარლამენტმა კი რეგენტთა საბჭო შექმნა, რომელიც ხელმწიფის სრულწლოვანებამდე შეასრულებდა მის უფლებამოსილებებს. მთავარ რეგენტად მცირეწლოვანი მეფის ბიძა, ბოდფორტის ჰერცოგი ჯონ ლანკასტერი (John of Lancaster, 1st Duke of Bedford) დაინიშნა.


იმავე წელს გარდაიცვალა მცირეწლოვანი მონარქის ბაბუა (დედის, ეკატერინე ვალუას მხრიდან), საფრანგეთის მეფე შარლ VI შლეგი და ტრუას ხელშეკრულების თანახმად, ჰენრი VI- რვა თვის ასაკში უკვე მეორე სახელმწიფოს, საფრანგეთის ტახტიც ერგო.



1429 წელს უესტმისტერის სააბატოში შვიდი წლის ჰენრი VI - ინგლისის, ხოლო 1431 წელს პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში ათი წლის ასაკში საფრანგეთის ხელმწიფედაც აკურთხეს (http://www.britroyals.com/plantagenet.asp?id=henry6).



ასწლიანი ომისდროინდელი პროპაგანდა


სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ ბრიტანელები აქტიურ პროპაგანდას, რომლის მიზანს წარმოადგენდა ფრანგების დარწმუნება იმაში, რომ მცირეწლოვანი ინგლისელი მონარქი სულაც არ იყო მათთვის ინგლისელების მიერ თავსმოხვეული და რომ მათ საკუთარ ხელმწიფედაც უნდა ეღიარებინათ ჰენრი VI.
ინგლისის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, გაემრავლებინათ და გაევრცელებინათ ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო, საუკუნე-ნახევრის წინათ გარდაცვლილი, ფრანგთა მეფე ლუი IX (წმინდა), რომელიც ზეციდან ლოცავდა ყმაწვილი ხელმწიფის ზეობას (André Marie Gerard - Jeanne la mal Jugee. Published by Bloud et Gay, Paris, 1964. გვ.18).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?