სასიამოვნო სიახლე ყავის მოყვარულებისთვის - Double B უკვე საქართველოშია

მოზაიკა

14 ნოემბერი 15:30, 2016 წელი
78

მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა საუკეთესო ბრენდმა Double B-მ თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის N9-ში (თავისუფლების მოედანთან) კაფე Double B Coffee&Tea გახსნა. ყავის მოყვარულებს უკვე საშუალება აქვთ, მყუდრო, მშვიდ გარემოში სიამოვნებით მიირთვან 25-მდე დასახელების ყავა. Double B Coffee&Tea-ში ყავის არომატების მრავალფეროვნება ნამდვილად გაგაოცებთ. 

ბევრი გემრიელი და საინტერესო ყავა, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ „დაბლბში“ დააგემოვნებთ, 100%-იანი არაბიკის მარცვლებზეა დამზადებული და მას სპეციალურად დატრენინგებული ბარისტები სხვადასხვა არომატებით ამზადებენ. 


Double B-ს ყავის მრავალფეროვანი მენიუ სეზონურია და მომხმარებელს წელიწადის თითოეული დროის შესაბამის ყავას სთავაზობენ.
Double B Coffee&Tea-ს ყავის მოსამზადებელ მასტერ-კლასებზე ხშირად იხილავთ რიგით მომხმარებლებს, რომლებიც თავისი ხელით და „დაბლბის“ ბარისტების პროფესიონალური რეკომენდაციებით ამზადებენ დაუვიწყარი არომატის ყავას. 


Double B-ს დამფუძნებლის თქმით, საქართველოში კაფეს გახსნა ქართველების ყავის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა. „ვიცი, რომ საქართველოში ძალიან უყვართ ყავა და გადავწყვიტე, საქართველოს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ყავა შემეთავაზებინა. ამავე დროს, თბილისი ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა, რადგან საქართველო ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა“, - ამბობს „დაბლბის“ დამფუძნებელი ანა ცფასმანი.


Double B ყავის მომხმარებელს ყოველდღე, 9:00-დან 23:00 -მდე მასპინძლობს. 


Double B, რომელიც ყავის 25 სახეობას სხვადასხვა არომატით ამზადებს, უკვე 5 წლისაა. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 70 კაფე აქვს და ყავის მოყვარულების ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს.


მეტი ინფორმაცია იხილეთ facebook და instagram გვერდებზე.