საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

NEW

30 ივლისი 11:21

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში ჩატარდა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დებატების მასშტაბურ ფორუმში, რომელიც წელს უკვე ოცდამეათედ გაიმართა, ოცზე მეტი ქვეყნის ორასზე მეტი მოსწავლე და ორმოცდაათამდე დებატების წარმატებული მასწავლებელი და ტრენერი იღებდა მონაწილეობას აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, სინგაპურიდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. დებატების საერთაშორისო აკადემია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.


„დებატების საერთაშორისო ფორუმში საქართველოდან ხუთი საუკეთესო მოდებატე ჩაერთო, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეს დებატების საერთაშორისო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. საბოლოოდ კი შეირჩა ხუთი საუკეთესო მოდებატე თბილისის სკოლებიდან და კაჭრეთის სკოლიდან, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დებატების საერთაშორისო აკადემიაში.


პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. შედეგად გაიმართა საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო დებატკლუბების წევრი 14-17 წლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და თბილისი. მთლიანობაში საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსში მონაწილეობა 222-მა მოდებატემ მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



 

დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. 
დღის ჰოროსკოპი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სწრაფი და მოქნილი მობილური ვერსია - რატომ უნდა ითამაშო სპორტი ევროპაბეთზე

• მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი მუდმივი განახლებები • ევროპაბეთის ახალი სპორტი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს • მხოლოდ აქ: დღის ფსონი, სწრაფი ფსონი, ლაივის პოზიციების გადამრთველი
დღის ჰოროსკოპი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონდე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღსაღები“ - მედიის წარმომადგენლები კამპანიაში კეთილი ნების ელჩის სტატუსით ჩაერთვებიან

„შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონდე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები“, - ამ სახელწოდებით გაიმართა მედიასემინარი, რომლის მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენდა, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა, მისი სწორი მართვა, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერა.  
დღის ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?