„ძალიან შემეშინდა, მაგრამ...“ - დაძაბული ფინალის მოლოდინში

ნიჭიერი

8 იანვარი 18:00, 2016 წელი

„ნიჭიერის“ ბოლო ნახევარფინალი მოულოდნელობებით იყო სავსე. გაირკვა ბოლო ორი ფინალისტის ვინაობა. კონკურსანტებს წინ დაძაბული ფინალური შოუ ელოდებათ.


მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ფოლკლორული ანსამბლი „იამე“ გადავიდა. ასე რომ, ფინალში უკვე სამი ფოლკლორული ანსამბლია. 
ჟიურის რჩეული გახდა ჯგუფი Big Show .  
„ზედაზენმა“ კი თავის რჩეულად ჯგუფი Seu Art Project დაასახელა.

ბოლო ნახევარფინალი ნომრების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
საშიში სანახაობა შემოგვთავაზა ერთ-ერთმა კონკურსანტმა - მან რუსკა მაყაშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ყუთში „მოათავსა“ და მისი „დანაწევრება“ გადაწყვიტა...საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა;



რუსკა მაყაშვილი: 
- არ მეგონა, რომ ყუთში დანას დამისვამდა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ თან კარგად გავერთე.
- წინ ფინალია, როგორია შენი პროგნოზი?
- მართლა არ ვიცი. იმდენად მაგარი მონაწილეები გვყავს, ვერ განსაზღვრავ, რა მოხდება.


ჟიურის წევრებიც და წამყვანებიც საუკეთესო ფინალს ვარაუდობენ:


ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ფინალისგან ველოდებით მრავალფეროვნებას. ფინალი ისეთი რამეა, სადაც ჟიური ისვენებს, ვუყურებთ კარგ სანახაობას, შეფასებასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მაყურებელი კი უკვე კარგად ჩამოყალიბებულია. ასე რომ, ველოდები დასვენებას. თან შვებულებაში ვარ, დავჯდები და მაგარ შოუს ვუყურებ. ორი ფავორიტი მყავს, მაგრამ არ ვიტყვი, რომ მაყურებელზე გავლენა არ მოვახდინო. ზოგადად, ამ სეზონის „ნიჭიერი“ განსაკუთრებული იყო. პროექტს  ძალიან მოუხდა რუსკას ქარიზმა, ასევე, სპეციალური სტუმრები - შალვა, სოფო...“


ლევან წულაძე:
- ძალიან  გამიხარდა, რომ ჩემი აზრი მაყურებლის აზრს დაემთხვა და ფინალში ანსამბლი „იამე“ გადავიდა. სამი ფოლკლორული ანსამბლია ფინალში და ეს მეტყველებს ქართველების ინტერესზე საკუთარი ისტორიისადმი. გული დამწყდა აკრობატულ ნომრებზე. ძალიან დაძაბული ფინალი გვექნება. რაც შეეხება იმას, მყავს თუ არა ფავორიტი, გეტყვით, რომ არ მყავს: მე ყველას ვგულშემატკივრობ!“



ნიკა გრიგოლია:
- ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი „ნიჭიერია“. ძალიან მომწონს ჩამოსული სტუმრები. ჩვენებს რომ არ ეწყინოთ, უცხოელ სტუმრებზე ვიტყვი - როლერ ცოლ-ქმარს ვგულშემატკივრობ. მიხარია, რომ ძველ ახალ წელსაც ერთად შევხვდებით, ისევე, როგორც შობას შევხვდით. დღეს განსაკუთრებული დღე იყო: ჩემი ბოსის ადგილი მოვირგე ჟიურიში, ჭკუაზე არ ვიყავი,  თუმცა ჩემი სიამოვნება მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა (იცინის).


ია ფარულავა:
- წელს იყო ყველაზე მაგარი სეზონი და ყველაზე დაუგეგმავი შედეგები. წინ გრანდიოზული სანახაობა გველის. ფინალში ყველა ღირსეული კონკურსანტი გვყავს, ვერავის გამოვარჩევ.
- სამი ფოლკლორული ანსამბლი რომ გვყავს ფინალში, ამაზე რას იტყვით?
- აღვფრთოვანდი „ჩხოროწყუს“ გამოსვლით. რა ვქნა, მეგრელი ვარ და  მეგრელებს ვგულშემატკივრობ... აი, მაინც მათქმევინეთ.


დაელოდეთ „ნიჭიერის“ ფინალურ შოუს 13 იანვარს. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?